ლაი ცინგ დე

ლაი ცინგ დე (ჩინ.: 賴清德; დ. 6 ოქტომბერი, 1959, ასევე ცნობილი უილიამ ლაის სახელით) — ტაივანელი პოლიტიკოსი და ექიმი, ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი 2024 წლის ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ლაი ცინგ დე
賴清德
ლაი ცინგ დე 賴清德
ტაივანის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა13 იანვარი, 2023
წინამორბედიცაი ინ-ვენი

დაბადებული6 ოქტომბერი, 1959
ვანლი, ტაიპეი, ტაივანი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პროგრესული პარტია (DPP)

ლაი დაიბადა ტაიპეის ვანლის უბანში. თავდაპირველად სწავლობდა რეაბილიტაციასა და საზოგადო ჯანდაცვას ტაიპეიში, შემდეგ, 2003 წელს, მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. ექიმების მხარდაჭერის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტობის შემდეგ, ლაი 1996 წლის არჩევნებში გაიმარჯვა თაინანის მაჟორიტარულ ოლქში. მომდევნო წლებში ოლქში რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, 2010 წელს ლაი ქალაქ თაინანის მერი გახდა. 2014 წელს განმეორებით არჩევის შემდეგ, პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა ლაი 2020 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნა.

2018 წლის 24 ნოემბერს ლაი გადადგა პრემიერის პოსტიდან 2018 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისი პარტია, დემოკრატიული პროგრესული პარტია (DPP), სასტიკად დამარცხდა.[1][2] 2019 წელს მან წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა შიდაპარტიულ არჩევნებში, თუმცა ცაი ინ-ვენის გამარჯვების შემდეგ გახდა მისი პარტნიორი 2020 წლის არჩევნებში. ცაი ინ-ვენის გამარჯვების შემდეგ ლაი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშა.[3][4] 2023 წლის აპრილში DPP-იმ ლაი 2024 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატად წამოაყენა, რომელშიც მან 40.05%-ით გაიმარჯვა.

ლაი მხარს უჭერს ტაივანის საკითხში სტატუს-კვოს შენარჩუნებას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებას და სხვა ლიბერალურ დემოკრატიებთან კავშირების დამყარებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი