ლაპლანდია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაპლანდია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაპლანდია (საამთა ენაზე Sápmi, Sámeednam, ფინურად Lappi, შვედურად Lappland და ნორვეგიულად Lapland) — ტრადიციულად საამებით (ლოპარებით, ლაპლანდებით) დასახლებული კულტურული რეგიონის დასახელება. მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში (ფენოსკანდინავიის ჩრდილოეთი). ლაპლანდია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა; დღესდღეობით ის დანაწილეობული აქვს ოთხ სახელმწიფოს, ესენია: ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და რუსეთი.

რაპადელტა, სარეკის ეროვნული პარკი
სარეკის ეროვნული პარკი

გეოგრაფიული მონაცემები

შვედეთის ლაპლანდია უამრავი მდინარის ველებით და ხეობებით დასერილ მთისწინეთს წარმოადგენს. მისი ჩრდილო და დასავლეთი ნაწილი კელენის მაღლობების წანაზარდებით არის დაკავებული. ამ მთიანეთს ტბებითა და ჭაობებით მდიდარი ტერასა მოსდევს, მის იქით კი ტყეებითა და საძოვრებით მდიდარი საზღვაო ზოლია. ეს მხარე შედარებით განვითარებული მოსახლეობით არის დასახლებული, მთებში კი მომთაბარე საამები სახლობენ.

ლაპლანდიის ტერიტორიაზე ისეთი დიდი მდინარეები მიედინება, როგორიცაა: ტურნეო, მუონიო, კემიიოკი, ოულუიოკი, კალიქსი, ლულე, პიტე, ტულომა, ივალოიოკი.

რეგიონის ტერიტორიაზე ტუნდრა და მუდმივი ყინულიც ხშირი სანახავია. საამების ეროვნული პარკი - ევროპაში უმსხვილეს ეროვნულ პარკად არის მიჩნეული.

პეიზაჟი ქალაქ იოკმოკთან, შვედეთი

ისტორიული მონაცემები

ლაპლანდიაში ნადირობისა და თევზჭერის ნეოლითის დროინდელი კვალია აღმოჩენილი. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, დაახლოებით, 100 წელს, ლაპლანდია საამებით დასახლდა, რომლებიც XVII საუკუნეში შვედებმა შეავიწროვეს, ჩრდილოეთისკენ განდევნეს და დახარკეს. ლაპლანდიის სამხრეთი ნაწილი 1809 წლამდე შვედეთს ეკუთვნოდა. მომდევნო პერიოდებში კი თანამედროვე ფინეთის ტერიტორია და მასთან ერთად ლაპლანდიაც რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა. შესაბამისად, 1809 წლიდან სამხრეთი ლაპლანდია გაიყო დასავლეთ (შვედურ) და აღმოსავლეთ (ფინურ) ნაწილებად. 1917 წელს ფინეთმა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცაღა, მოკლე ხანში თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ტერიტორიები (კარელია, კოლის ნახევარკუნძული) დაკარგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაპლანდიის მოსახლეობა მსოფლიოს თეთრკანიან მოსახლეობას შორის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი წესით ცხოვრობს.

ადმინისტრაციული დაყოფა

ოთხ ქვეყანაში მდებარე ლაპლანდია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად იყოფა:

  • Sami Domicile Area — გუბერნია(ლიანი) ლაპლანდია ფინეთში
  • ფინმარკი— გუბერნია (ფიულკე) ნორვეგია
  • ნურლანი — გუბერნია (ფიულკე) ნორვეგია
  • ნურ-ტრენდელაგიგუბერნია (ფიულკე) ნორვეგია
  • ტრომსი— გუბრნია (ფიულკე) ნორვეგია
  • მურმანსკის ოლქი — რუსეთის მხარე
  • ლენ ემტლანდი — გუბერნია (ლენი) შვედეთი
  • ლენ ნორბოტენი— გუბერნია (ლენი) შვედეთი
  • ლენ ვესტერბოტენი — გუბერნია (ლენი) შვედეთი

უმსხვილესი ქალაქები: კირუნა, როვანიემი, იოკმოკი, არვიდსიაური, ტორნიო, ინარი, კოლის ნახევარკუნძულზე ქალაქი მურმანსკი, რომელიც რეგიონის უდიდესი ქალაქია.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი