ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ლატვიის სსრ)

ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ლატვიის სსრ (ლატვ. Latvijas Padomju Sociālistiskā Republika, Latvijas PSR) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი რიგა.

ლატვიის სსრ
ლატვ. Latvijas PSR


21 ივლისი 194021 აგვისტო 1991
დროშაგერბი
ჰიმნი
ლატვიის სსრ ჰიმნი

ლატვიის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქირიგა
ენალატვიური, რუსული
რელიგიაათეიზმი
ფართობი64 589 კმ²
მოსახლეობა2 666 567 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმასოციალისტური რესპუბლიკა

ლატვიაში და მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ეს პერიოდი ცნობილია ლატვიის საბჭოთა ოკუპაციის სახელით[1][2][3][4][5][6][7][8][9].

ლატვიის სსრ ჩამოყალიბდა 1940 წლის 21 ივლისს. სსრკ-ის შემადგენლობაშია ამავე წლის 5 აგვისტოდან. რესპუბლიკა მდებარეობდა საბჭოთა კავშირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, ესტონეთის სსრ, ლიტვის სსრ და ბელორუსიის სსრ. ფართობი 64,5 ათ. კმ². მოსახლეობა 2 430 ათ. კაცი (1973). დედაქალაქი — ქ. რიგა.

რესპუბლიკა იყოფოდა 26 რაიონად. რომელშიც შედიოდა 56 ქალაქი და 35 დაბა.

შექმნა, 1940

იოსებ სტალინი და იოახიმ ფონ რიბენტროპი

1939 წლის 24 სექტემბერს სსრკ ესტონეთის ავიასივრცეში სადაზვერვო მისიით შეიჭრა. 25 სექტემბერს მოსკოვმა ესტონეთს მოთხოვა, ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირისა და ესტონეთის ურთიერთდახმარების პაქტისათვის, რომელიც სსრკ-ს საშუალებას აძლევდა, ბალტიისპირული სახელმწიფოს მიწაზე სამხედრო ბაზები განელაგებინა.[10] რიგში შემდეგი ლატვია იყო, რომელსაც სსრკ-მ ანალოგიური შეთანხმების გაფორმება მოსთხოვა. კარლის ულმანისის ავტორიტარულმა მთავრობამ მიიღო საბჭოთა კავშირის ულტიმატუმი და 1939 წლის 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირისა და ლატვიის ურთიერთდახმარების პაქტს. 1940 წლის 16 ივნისს, მას შემდეგ, რაც სსრკ უკვე შეჭრილიყო ლიტვაში, მოსკოვმა ულტიმატუმი წაუყენა ლატვიას, რასაც უკვე 17 ივნისს ლატვიის საბჭოთა ოკუპაცია მოჰყვა.

საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ლატვია და სხვა ბალტიისპირული სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა და ახალი მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის იყო ახალი მთავრობის ფორმირება და ამ სამ სახელმწიფოში საბჭოთა ჯარისკაცების განუსაზღვრელი რაოდენობით დაშვება.[11] ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შევიდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიაზე. ამ დამატებითი საბჭოთა სამხედრო ძალების რიცხვი გაცილებით აჭარბებდა თითოეული ქვეყნის არმიის რიცხვს.[12]

ულმანისის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო იზოლაციისა და ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ საბჭოთა ჯარების აქტიური მობილიზაციის პირობებში უკეთესი იქნებოდა, თუ სისხლისღვრას და დამარცხებისთვის განწირულ ომს აიცილებდა.[13] ლატვიის არმიას ცეცხლი არ გაუხსნია და სწრაფად დაიშალა; ნაწილი წითელ არმიაში ჩაირიცხა.

ულმანისის მთავრობა გადადგა და მისი ადგილი სსრკ-ს საელჩოს ინსტრუქციების მიერ შექმნილმა მემარცხენე მთავრობამ დაიკავა. სახალხო პარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც 1940 წლის 14-15 ივლისს ჩატარდა, არ არსებობდა საჯარო განცხადება, რომელიც საბჭოთა კავშირთან შეერთებაზე მთავრობის გეგმების შესახებ იქნებოდა გაკეთებული. ოკუპაციიდან მალევე ლატვიის კომუნისტური პარტია გამოცხადდა ერთადერთ ლეგალურ პარტიად ქვეყანაში, რომელიც არჩევნებში „მშრომელ ხალხთა ბლოკს“ წარმოადგენდა.[14] იგი ერთადერთი პარტია იყო, რომელიც დაიშვებოდა არჩევნებში.

21 ივლისს შეიკრიბა ახლადარჩეული სახალხო სეიმი და გამოაცხადა ლატვიის სსრ-ს შექმნა. იმავე დღეს სეიმმა საბჭოთა კავშირს მის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართა. კონსტიტუციური წესრიგის ამგვარი ცვლილება დაუშვებელი იყო ლატვიის კონსტიტუციის მიხედვით, რადგან ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლისთვის პლებისციტზე მხარი უნდა დაეჭირა ამომრჩეველთა ორ მესამედს. 5 აგვისტოს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა ანექსაციის პროცესი ლატვიის პეტიციის მხარდაჭერით და ლატვია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.

რამდენიმე ლატვიელი დიპლომატი დარჩა დასავლეთში ლატვიის დიპლომატიურ სამსახურში და განაგრძო ლატვიის თავისუფლებისთვის ბრძოლა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.

საბჭოთა მართვის სტილის შესაბამისად, რესპუბლიკაში რეალური ძალაუფლება ლატვიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის ხელში იყო და რესპუბლიკის ფორმალური მეთაური (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად საბჭოთა ლატვიის ისტორიას ყოფენ პირველი მდივნების _ იანიშ კალბერჟინშის, არვიდ პელშეს, ავგუსტ ვოსის და ბორის პუგოს მმართველობის პერიოდებად.

კალნბერზინშის ერა, 1940-1959

საშინელი წელი, 1940–41

ეროვნული თეატრი, სახალხო პარლამენტის შენობა 1940 წელს
დემონსტრაცია რიგაში. 1940 წლის 7 ნოემბერი
ლატვიის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს საარჩევნო პოსტერი 1941 წლის 12 იანვარს

1940 წლის მომდევნო თვეებში წარადგინეს საბჭოთა კონსტიტუცია და რუსულიდან გადმოკოპირებული სისხლის სამართლის კოდექსი. 1940 წლის ყალბ არჩევნებს 1941 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მოჰყვა.

1940 წლის 7 აგვისტოს მოხდა ყველა საბეჭდი მედიისა და გამომცემლობის ნაციონალიზება. არსებული ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა გაუქმდა ან რეფორმირდა და ახალი, საბჭოთა სახელებით დაიწყო გამოცემა. 1940 წლის ნოემბრიდან დაიწყო წიგნების აკრძალვა; აიკრძალა დაახლოებით 4000 წიგნი, რომლებიც მიმოქცევიდანაც ამოიღეს. დაიწყო ზოგიერთი ავტორის დაპატიმრებისა და დეპორტაციის პროცესი; ზოგიერთმა მათგანმა კი სტალინის შესახებ დაიწყო ლექსების წერა.

ადგილობრივი ეკონომიკა ნაციონალიზაციისა და მიმოქცევაში საბჭოთა მანეთის შემოღების შედეგად მოიშალა. ოკუპაციამდე 1 ლატვიური ლატი 10 მანეთის ეკვივალენტი იყო, ხოლო ოკუპაციის შემდეგ, იგი 1 მანეთის ტოლფასი გახდა. წითელარმიელებმა და ახლადმოსულმა კომუნისტებმა ქვეყანაში ყველა ნედლეული იყიდეს და სამშობლოში გაგზავნეს. მოხდა ყველა ქარხნის, უძრავი ქონებისა და კერძო საწარმოს ნაციონალიზება, რამაც მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია.

გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლატვიამ მიწის დანაწილების რეფორმა გაატარა, ზოგი ფერმა პატარა აღმოჩნდა ნაციონალიზებისთვის. მიწის ნაკვეთების პატარა ზომა, პროდუქციის კვოტები და მაღალი გადასახადები ნიშნავდა იმას, რომ ძალიან მალე დამოუკიდებელი ფერმერები გაბანკროტდებოდნენ და კოლექტიური მეურნეობის დაწყება მოუწევდათ.

დაკავებები და დეპორტაციები ლატვიის საბჭოთა კავშირთან ოფიციალურ მიერთებამდე დაიწყი. თავიდან დაიწყო გამოჩენილ პოლიტიკოსთა და სამხედრო ლიდერთა დაკავება; მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი კარლის ულმანისი, ომის მინისტრი იანის ბალოდისი და არმიის მეთაური კრიშიანის ბერკისი, რომლებიც 1940 წლის ივლისში დააპატიმრეს. საბჭოთა შინსახკომმა ასევე დააპატიმრა რუსეთის თეთრი ემიგრაციის რამდენიმე წევრი, რომლებიც ლატვიაში იყვნენ დევნილობაში.

14 ივნისის გადასახლებები

1941 წლის დასაწყისში საბჭოთა ცენტრალურმა მთავრობამ მიზნად დაისახა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ანტისაბჭოთა ელემენტების მასობრივი გადასახლება. საწყის ეტაპზე გენერალმა ივან სეროვმა, საბჭოთა კავშირის უშიშროების მინისტრმა შეიმუშავა ე.წ სეროვის ინსტრუქციები, „ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ანტი-საბჭოთა ელემენტების გადასახლების შესახებ.“ 1941 წლის 13-14 ივნისის ღამით ლატვიის 15,424 მცხოვრები, მათ შორის 1,771 ებრაელი და 742 ეთნიკურად რუსი, გადაასახლეს ბანაკებსა და სპეციალურ დასახლებებში, უმეტესად ციმბირში.[15] მათ შორის იყვნენ ყოფილი პოლიტიკოსები, მდიდარი ბიზნესმენები და ფერმერები, პოლიციელები, აიზსარგის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები; ივნისის გადასახლებებში ფილატელისტები და ესპერანტოს მოყვარულებიც კი მოხვდნენ, როგორც არასაიმედო ელემენტები. 600 ლატვიელი ოფიცერი დააპატიმრეს ლიტენეს სამხედრო ბანაკში. ლატვიის მასშტაბით ბევრი პოლიტიკური პატიმარი დახვრიტეს გერმანიის თავდასხმის შემდეგ საბჭოთა ჯარების უკანდახევისას 1941 წლის 22 ივნისს. საერთო ჯამში, საბჭოთა მმართველობის პირველი წლის განმავლობაში ლატვიამ 35 000 ადამიანი დაკარგა.

რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც წინასწარ მიიღო გაფრთხილება გადასახლების შესახებ, თავს სახლიდან წასვლით უშველა და ისინი მეგობრებთან ან ტყეში იმალებოდნენ. გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ მრავალმა მათგანმა ჩამოაყალიბა პარტიზანული დაჯგუფებები და თავს დაესხა უკანდახეულ წითელი არმიის ჯარისკაცებს, ხოლო გერმანელებს დამოუკიდებელი ლატვიის დროშით შეეგებნენ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი