ესპერანტო

ესპერანტო (esperanto-მოიმედე < ფრანგ. esperer) — ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა, რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა. მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია-შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.

ესპერანტო
Esperanto
გავრცელებულია115-მდე ქვეყანაში
მოლაპარაკეთა რაოდენობა200-1000(1996 წელი) მშობლიური, 10,000-დან 2 მლნ.-მდე მოლაპარაკე.
ოფიციალური სტატუსი-
ლინგვისტური კლასიფიკაციაკონსტრუქტიული ენა რომანული, გერმანული და სლავური ენების ბაზაზე
დამწერლობის სისტემალათინური დამწერლობა
ენის კოდებიiso1=eo

iso2=epo
iso3=epo

ესპერანტოს დროშა

გავრცელებადობა

კვლევები ესპერანტოზე 10,000–დან 2 მილიონამდე აქტიურ ან ძალიან კარგად მცოდნე მოლაპარაკეს ითვლის. ის ფაქტი, რომ ესპერანტო არის მშობლიური ენა ზოგთათვის, აიხსნება იმით, რომ მათ ისწავლეს მათი მშობლებისგან ის, როგორც ერთ–ერთი მშობლიური ენა. 115–მდე ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპერანტოზე. განსაკუთრებული გამოყენება აქვს ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ესპერანტოს ფონოლოგია

ფონემური ინვენტარი სლავურია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას. შედგება 28 ასოსაგან. ასოები იკითხება ისევე როგორც იწერება.

ესპერანტოში არის 23 თანხმოვანი, 5 ხმოვანი და 2 ნახევრადხმოვანი, ხოლო ეს ასოები ადგენენ 6 დიფთონგს. ტონი არ საზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. აქცენტი ყოველთვის არის ბოლოს წინა ხმოვანზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოლო o ხმოვნის ელიზია არ მოხდა (რაც მეტადრე პოეზიაში ხდება). მაგალითად, familio–ში (ოჯახი) აქცენტი მეორე i-ზე არის (famili’o) და o ასოს გარეშეც, აქცენტი მეორე ხმოვანზე რჩება (famili’).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი