ლენსტერი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლენსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლენსტერი (ინგლ. Leinster, ირლ. Laighin) — ირლანდიის პროვინცია, მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

პროვინცია
ლენსტერი
Laighin / Cúige Laighean
დროშაგერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
კოორდინატები 53°20′52″ ჩ. გ. 6°15′35″ დ. გ. / 53.34778° ჩ. გ. 6.25972° დ. გ. / 53.34778; -6.25972
ფართობი 19 800 კმ²
მოსახლეობა 2 501 208 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00

ისტორია

უძველეს დროში დღევანდელი ლენსტერი იყოფოდა სამ სამეფოდ: მიდე, ოსრეგი და ლენსტერი. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ მიდე და ლენსტერი თანდათან შეერწყა ერთმანეთს. ამის ძირითადი მიზეზი პეილი იყო, რომელიც მოიცავდა ორივე ტერიტორიას. შემდგომში უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

საგრაფოები

ლენსტერი აერთიანებს 12 საგრაფოს: კარლოუ, დუბლინი, კილდერი, კილკენი, ლიში, ლონგფორდი, ლაუთი, მითი, ოფალი, უესტმითი, უექსფორდი და უიკლოუ. ისტორიული საგრაფო დუბლინი დღეს ადმინისტრაციულად დაყოფილია 3 საგრაფოდ (დან-ლერი-რატდაუნი · ფინგალი · სამხრეთი დუბლინი) და ქალაქ დუბლინად.

უდიდესი დასახლებები

#დასახლებასაგრაფომოსახლეობა
1დუბლინი1 110 627
2სვორდსიფინგალის საგრაფო42 738
3დროედალაუთის საგრაფო38 578
4დანდალკილაუთის საგრაფო35 085
5ბრეიუიკლოუს საგრაფო31 901
6ნავანიმითის საგრაფო28 179
7კილკენიკილკენის საგრაფო24 423
8ნიუბრიჯიკილდერის საგრაფო21 561
9კარლოუკარლოუს საგრაფო20 724
10ნეისიკილდერის საგრაფო20 573
11ათლონიროსკომონის საგრაფო
უესტმითის საგრაფო
20 138
12მალინგარიუესტმითის საგრაფო20 103
13უექსფორდიუექსფორდის საგრაფო20 072
14სელბრიჯიკილდერის საგრაფო19 537

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი