ლორენცის ეროვნული პარკი

ლორენცის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ინდონეზიაში, კუნძულ ახალ გვინეაზე. ფართობი 25,056 კმ²-ია და წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ეროვნულ პარკს. 1999 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ლორენცის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაინდონეზიის დროშა ინდონეზია
ტიპიბუნებრივი
კრიტერიუმებიvii, ix, x
სია[1]
რეგიონი**აზია-ოკეანეთი
კოორდინატები04°45′00″ ს. გ. 137°50′00″ ა. გ. / 4.75000° ს. გ. 137.83333° ა. გ. / -4.75000; 137.83333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1999  (23-ე სესია)
ნომერი955
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
სამხრეთული გვირგვინიანი მტრედი
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 955
ინგლ.რუს.ფრ.
პარკის რუკა

ახალი გვინეის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების წყალობით, ლორენცი მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნული პარკია. ის მთელს აზია-ოკეანეთის რეგიონში ერთადერთი ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც სიმაღლის ყველა დონეზე ეკოსისტემებს მოიცავს, დაწყებული ზღვის ტერიტორიებით, მიქცევა-მოქცევით, მანგროს ტყეებით, მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებით, დამთავრებული დაბლობის და მაღლობის ტროპიკული ტყეებით, ალპური ტუნდრითა და ეკვატორული მყინვარებით. უმაღლესი ადგილია მწვერვალი ჯაია (4 884 მ).

პარკი მოიცავს ბევრ შეუსწავლელ და ისეთ ტერიტორიას, რომელიც რუკაზეც კი არაა დატანილი. შესაბამისად, უდავოდ ბევრია ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობა, რომელიც დასავლელი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობია.

აღმოჩენილ სახეობებს შორის, 630 ფრინველია (ახალი გვინეის სახეობების 70%) და 123 ძუძუმწოვარი.

პარკს სახელი ეწოდა ჰოლანდიელი მკვლევრის — ჰენდრიკუს ალბერტუს ლორენცის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიას 1909-1910 წლეში იკვლევდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი