ჯაია

ჯაია (ინდონ. Jaya; ან პუნჩაკ-ჯაია) — მწვერვალი ინდონეზიაში, კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, სუდირმანის ქედზე. ოკეანეთის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობს ავსტრალიის ფილაქანის ფარგლებში.

ჯაია
ჯაია
ჯაია
კოორდინატები: 04°04′44″ ჩ. გ. 137°09′30″ ა. გ. / 4.07889° ჩ. გ. 137.15833° ა. გ. / 4.07889; 137.15833
ქვეყანაინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე4884 
ქედისუდირმანის ქედი
პირველი ასვლა1962
ჯაია — ინდონეზია
ჯაია

აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა იან კარსტენსმა გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის — აჰმედ სუკარნოს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“.

მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერი გრასბერგი, საიდანაც მოიპოივებენ ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. ჯაია შედის ლორენცის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი