მარჩბივი (ასტროლოგია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარჩბივი.

მარჩბივი () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მესამე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 21 (ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე. მარჩბივის (ტყუპის) ზოდიაქო განსხვავდება ტყუპის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20 ივნისიდან 20 ივლისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის მმართველი პლანეტაა — მერკური. ტყუპის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ტყუპის ძირითადი მინერალია: ქალცედონი. მას ასევე შეესაბამება: ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ტურმალინი, მალაქიტი.

მარჩბივი
სიმბოლო:ტყუპები
პერიოდი (ტროპიკული):20 მაისი21 ივნისი
პერიოდი (ვარსკვლავური):15 ივნისი16 ივლისი
პერიოდი (მზის):20 ივნისი20 ივლისი
თანავარსკვლავედი:მარჩბივი
სტიქია:ჰაერი
ჯვარი:მუტაბელური
მმართველი პლანეტა:მერკური
განდევნილი:იუპიტერი
ეგზალტაცია:რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი)
დაცემა:კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი)
მარჩბივი

ლიტერატურა

  • ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
  • ვიქტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
  • ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძიკურომარჩბივიკირჩხიბილომიქალწულისასწორიღრიანკალიმშვილდოსანითხის რქამერწყულითევზები
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი