ნამიბეს პროვინცია

ნამიბეს პროვინცია (პორტ. Namibe) — პროვინცია ანგოლაში. პორტუგალიელების ბატონობის პერიოდში ნამიბეს პროვინციას ერქვა მოსამედიში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნამიბე.

პროვინცია
ნამიბეს პროვინცია
პორტ. Namibe
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი ნამიბე
შიდა დაყოფა Bibala, Camacuio, Namibe, Tômbua და Virei
კოორდინატები 15°11′43″ ს. გ. 12°09′03″ ა. გ. / 15.19528° ს. გ. 12.15083° ა. გ. / -15.19528; 12.15083
ფართობი 58 137 კმ²
მოსახლეობა 495 326 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 8,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი namibe.gov.ao

გეოგრაფია

ნამიბეს პროვინცია მდებარეობს ანგოლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბენგელის პროვინცია, აღმოსავლეთიდან — უილის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — კუნენეს პროვინცია. ნამიბეს პროვინციის სამხრეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და ნამიბიას შორის. დასავლეთიდან მის ტერიტორიას გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები.

პროვინციის ფართობი შეადგენს 58 137 კმ²-ს[1]. ნამიბეს პროვინციის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე მდებარეობს ნამიბის უდაბნო. ამ პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს იონის ეროვნული პარკი ფართობით 15 150 კმ² — ანგოლის მსხვილი ბუნებრივი რეზერვატი.

მოსახლეობა

ნამიბეს პროვინცია

2014 წლის აღწერის მონაცემების თანახმად ნამიბეს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 495 326 ადამიანს[2]. პროვინციაში ძირითადად ცხოვრობენ ჰერეროს და კოისანის ხალხის წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული დაყოფა

  • ნამიბე (Namibe)
  • ბიბალა (Bibala)
  • ვირეი (Virei)
  • კამუკუიო (Camucuio)
  • ტომბუა (Tômbua)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი