ნეირომედიატორი

ნეირომედიატორიბიოქიმიური მესენჯერი. გამოიყოფიან ნეირონებიდან, გაივლიან სინაფსს, შემდგომ კი აღწევენ მეორე ნეირონამდე და იწვევს მის სტიმულაციას, რითაც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გავრცელებას ნერვულ სისტემაში.

ტვინში ნეირომედიატორის ფუნქციას 100-ზე მეტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ასრულებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რამდენიმე რეცეპტორთან, ისინი ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილში ფუნქციონირებენ. ნეირონები, რომლებიც ერთი ტიპის ნეირომედიატორისადმი არიან მგრძნობიარენი, ჯგუფდებიან და ტვინის ერთი ნაწილიდან მეორისკენ მიმავალ გზას ქმნიან. უამრავ ნეირომედიატორს შორის არის რამდენიმე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

დოფამინი

დოფამინი მონოამინების კლასში მთავარი ნეირომედიატორია. მას კოტექოლამინების კლასში ათავსებენ, ეპინეფრინის და ნორეპრინეფინის ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გამო. დოფამინი ჩართულია ისეთი პათოლოგიის განვითარებაში, როგორიცაა შიზოფრენია და ადიქციური აშლილობები. დოფამინის ზოგად ეფექტზე მისი სხვადასხვა ნაკადის მოძრაობა მიგვანიშნებს, თავის ტვინის სპეციფიკურ უბნებში. მას შემდეგ, რაც ესა თუ ის ნაკადი ჩართულია, სხვა ნეირომედიატორები ახერხებენ ემოციების ან ქცევის შეკავებას ან, პირიქით, მათი აღმოცენების ინიციირებას.

აცეტილქოლინი

იგი გვხვდება როგორც პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, აგრეთვე ცენტრალურშიც. აცეტილქოლინის სეკრეტორული ნეირონების დაზიანება, ალცჰაიმერის დროს, პაციენტში მეხსიერების დარღვევას იწვევს. ის, ასევე, ამგზნებად მოქმედებს ნერვკუნთოვან შეერთებაში, სადაც კუნთების შეკუმშვას იწვევს. არსებობს ბოტულინის ტოქსინი, რომელსაც აცეტილქოლინის სინაფსური მოქმედების შეცვლა შეუძლია. ეს ტოქსინი ხშირად შეინიშნება არასწორად კონსერვირებულ საკვებში, იგი ადამიანს წამლავს, საბოლოოდ კი აფერხებს აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას სასუნთქ სისტემაში.

სეროტონინი

ნეირომედიატორის სახეობა. ნეირონები რომლებიც სეროტონინს გამოიმუშავებს, ტვინის ღეროშია მოთავსებული. სეროტონინი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, განსაკუთრებით კი ინფორმაციის გადამუშავების გზებზე. იგი არეგულირებს ქცევას, აზროვნების პროცესს, გუნება-განწყობას და სხვა. სეროტონინის დეფიციტი უშუალოდ არ იწვევს პრობლემურ ქცევას. გარდა ამისა, სეროტოტინს შესაძლოა ჰქონდეს ოდნავ განსხვავებული მოქმედება, იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის რეცეპტორთან არის ასოცირებული.

გაემი

თავის ტვინში ყველაზე გავრცელებული შემაკავებელი ნეირომედიატორია. ის ტვინის სინაფსების დაახლოებით ერთ მესამედში მესენჯერის ფუნქციას ასრულებს. მისი მგრძნობიარე ნეირონები ისეთ ტვინის უბნებში მდებარეობს, როგორიცაა, მაგალითად თალამუსი, ჰიპოთალამუსი და კეფის წილი. ის დიდ როლს ასრულებს ფსიქოპათოლოგიის ზოგიერთ ფორმაში.

ლიტერატურა

  • ფილიპ ზიმბარდო, ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა, თბ., 2009.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი