ნემსიყლაპიები

ნემსიყლაპიები (ლათ. Odonata) — მტაცებელი მწერების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 13 სმ-ს აღწევს. აქვთ მოძრავი თავი, დიდი თვალები, უხვად დაძარღვული, გამჭვირვალე 4 ფრთა, კოპულირებენ ფრენის დროს. კვერცხებს დებენ წყალში ან წყლის მცენარეების ქსოვილებში. მატლები ვითარდებიან წყალში, სუნთქავენ ლაყუჩებით. ახასიათებთ არასრული გარდაქმნა. ნემსიყლაპიების მატლს აქვს ძლიერ წაგრძელებული ქვედა ტუჩი, რომელიც მსხვერპლის დასაჭერ ორგანოს — ნიღაბს ქმნის. პირის აპარატი მღრღნელია. იკვებებიან წყლის მწერების მატლებით. რიგში 4500 სახეობაა. ჩვენში, უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში, ნემსიყლაპიები საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში დაბლობებსა და ზეგნების ზონაში გვხვდება. უფრო მარა სახეობათა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ანადგურებენ კოღოებს, მუმლს და სხვა მავნე მწერებს, ავრცელებენ პროტოგონიმოზს — შინაური ფრინველის საშიშ დაავადებას.

ნემსიყლაპიები
Sympetrum flaveolum
Sympetrum flaveolum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნემსიყლაპიები
ლათინური სახელი
Odonata

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 377.
  • საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 2, თბ., 1964;
  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, გამოც. მე-2, თბ., 1980;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი