ნიკოლაი შევჩენკო
ნიკოლაი შევჩენკო ( პორტ. Nicolau Sevcenko, უკრ. Микола Шевченко ; დ. 1952, სან-ვისენტი — გ. 2014 წლის 13 აგვისტო, სან პაულო ) — უკრაინული წარმოშობის ბრაზილიელი ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მიმომხილველი, მწერალი და მთარგმნელი. [6] [7]
ნიკოლაი შევჩენკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1952[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | São Vicente[4] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 2014 |
გარდ. ადგილი | სან-პაულუ |
მოქალაქეობა | ბრაზილია[5] |
საქმიანობა | ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | University of São Paulo და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
შევჩენკომ თავი მიუძღვნა ისტორიის შესწავლას. ძირითადად დაკავებული იყო ბრაზილიის კულტურისა და ქალაქების სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროს სოციალურ განვითარების კვლევით. დაამთავრა სან პაულოს უნივერსიტეტი, შემდეგ იქვე დაიკავა კულტურის ისტორიის პროფესორის თანამდებობა. ლონდონის კინგსის კოლეჯში იყო ლათინური ამერიკის კულტურული კვლევების ცენტრის წევრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის, ილინოისის და ჰარვარდის უნივერსიტეტეტების დამსახურებული პროფესორი. [8] [9]
რამდენიმე წლის განმავლობაში ის ასევე იყო გაზეთ Folha de S.Paulo-ს მიმომხილველი. [10]
ბიოგრაფია
ადრეული წლები და განათლება
1952 წელს დაიბადა უკრაინელების ოჯახში, რომლებიც სან პაულოს შტატის სან-ვისენტის მუნიციპალიტეტში გაიქცნენ სამოქალაქო ომის შედეგად. [7] გაიზარდა ქალაქ სან პაულოს ვილა-პრუდენტეს რაიონში, სადაც სლავური მოსახლეობა იყო კონცენტრირებული. შვიდი წლის ასაკიდან ჯართს აგროვებდა, სამუშაოს უთავსებდა სპორტს და განათლებას. [11] [12]
1975 წელს დაასრულა ისტორიის კურსი სან პაულოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1981 წელს სოციალური ისტორიის განხრით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ლიტერატურა, როგორც მისია: სოციალური დაძაბულობა და კულტურული შემოქმედება პირველ რესპუბლიკაში.“ . 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლონდონის უნივერსიტეტში.
კარიერა
ნიკოლაი შევჩენკო ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სან-პაულოს პაპის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში და კამპინასის უნივერსიტეტში.[13] [14]
1985 წელს გახდა სან პაულოს უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე — 2012 წლამდე. [15] 2010 წლიდან არის ჰარვარდის უნივერსიტეტის რომანული ენებისა და ლიტერატურის პროფესორი. [16] [17]
ნიკოლაი შევჩენკო იყო გამოჩენილი მწერალი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი პუბლიკაცია ისტორიოგრაფიაზე. მუშაობდა მიმომხილველად გაზეთში Folha de S.Paulo. [18] [19] [20]
გარდაცვალება
ნიკოლაი შევჩენკო გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ბელენზინიოს რაიონში 2014 წლის 13 აგვისტოს ღამით, გულის შეტევით, 62 წლის ასაკში. [6] [21]
პირადი ცხოვრება
დაქორწინებული იყო მხატვარ კრისტინა კარლეტზე. წყვილს შვილი არ ჰყავდა.
Ჯილდოები
1999 წელს ის იყო ჟაბუტის პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული კატეგორიაში „ადამიანის მეცნიერებები“ წიგნისთვის „História da Vida Privada no Brasil“ (ტომები 3 და 4), რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობამ Companhia das Letras. [22] [23]