რომანული ენები

რომანული ენები ინდოევროპული ენების ერთ-ერთი შტო. არის 15 რომანული ენა, რომლებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 700 მილიონს შეადგენს.

რომანული ენები. მუქი ფერებით აღნიშნულია ენების ოფიციალური სტატუსი, ხოლო ღია ფერებით აღნიშნულია არაოფიციალური, რომანული ენების გავრცელების არეალი.
ესპანური პორტუგალიური ფრანგული კატალანური იტალიური რუმინული

მოლაპარაკეთა მრავალრიცხოვნების თვალსაზრისით ყველაზე თვალშისაცემია ესპანური ენა, რომელსაც მშობლიურ ან მეორე ენად 330 მლნ. კაცი მიიჩნევს, პორტუგალიურ ენაზე საუბრობს 175 მლნ., ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს 80 მლნ., ხოლო 265 მლნ. კაცი კი ამ ენას მეორე ენად მიიჩნევს, იტალიურად 62 მლნ., ხოლო რუმინულ ენაზე 28 მილიონი ადამიანი საუბრობს.

სხვა ენათა ჯგუფებისაგან განსხვავებით რომანული ენის წინარე ენა ყველაზე უკეთესადაა დამოწმებული: აქ მხედველობაშია გვიანი ანტიკური ხანის სასაუბრო ლათინური ენა (სახალხო ლათინური, ანუ ვულგარული ლათინური) თვითონ ლათინური ენა კი არაა რომანული ენა, არამედ იგი მიეკუთვნებოდა იტალიკურ ენებს, რომელთაგან დღესდღეობით საკუთრივ ლათინური ენის გარდა ყველა ენათა ისტორიული კვალი გამქრალია.

თანამედროვე სტანდარტიზებული ენები

დღევანდელი რომანული ენები:

ენაგავრცელებამშობლიურ ენაზე მოლაპარაკენი
ესპანური ენა (castellano, español)ესპანეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა (გარდა ბრაზილიის, გაიანას, სურინამისა და ბელიზის), ეკვატორული გვინეა, ფილიპინების ნაწილებში, ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილები 352.000.000
პორტუგალიური ენა (português)პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, აღმოსავლეთი ტიმორი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი, მაკაო216.000.000
ფრანგული ენა (français)საფრანგეთი, ბელგია (ვალონიის რეგიონი), შვეიცარიის (რომანდია) დასავლეთით მდებარე კანტონები, საფრანგეთის ანტილიის კუნძულები, კანადის კვებეკი, ონტარიოსა და ნოიბრაუნშვაიგი) ნაწილები, აფრიკის საფრანგეთისა და ბელგიის ყოფილი კოლონიები.77.000.000
იტალიური ენა (italiano)იტალია, შვეიცარია (ტესინი და სამხრეთი გრაუბუნდენი), სან-მარინო, ვატიკანი, საფრანგეთი (ნიცა), ხორვატია (ისტრია)70.000.000
რუმინული ენა (ან მოლდავური; română)რუმინეთი, მოლდოვა, სერბეთი (ვოივოდინა და ტიმოჩკა კრაინა (Timočka Krajina)) და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი (მათ შორის უკრაინასა და ისრაელში) [1]28.000.000
კატალანური ენა (català)კატალონია რუსიონის (სამხრეთი საფრანგეთი) ჩათვლით, ანდორა, ბალეარები, ვალენსია და სარდინია ქალაქი ლ'ალგერი/ალგერო (Alghero)8.200.000
გალისიური ენა (galego)გალისია3.000.000
ოქსიტანური ენა (occitan)საფრანგეთის სამხრეთული ნაწილის მესამედი, იტალიის განაპირა მხარეები (პიემონტის ალპები), ესპანეთის ვალ დ'არანი (Val d'Aran) კატალონიაში2.800.000
სარდინიული ენა (sardo)სარდინია (იტალია)1.200.000
ფურლანური ენა (furlan)ფრიული (იტალია)350.000
ლადინო (ladin)იტალია (სამხრეთი ტიროლი, ტრენტინო, ვენეცია)40.000
რეტორომანული ენა (Rumantsch/Romontsch/Rumauntsch)შვეიცარიის კანტონი გრაუბუნდენი60.000 (მათ შორის გრაუბუნდენში 27.000)
არაგონული ენა (aragonés)არაგონია (ესპანეთი)
მისი სტატუსი არაა საბოლოოდ გარკვეული
12.000

სარდინიული ენა

სარდინიული (ან სარდული ენა, სარდინია) ვერანაირად ვერ ხვდება რომელიმე ქვეჯგუფში. ამ ენას ჯერ არ გააჩნია ნორმა. ყველა სხვა დანარჩენ რომანულ ენებთან შედარებით სისტემური განსხვავებების გამო სარდული ენა აუცილებლად დამოუკიდებელ ენად უნდა ჩაითვალოს.

ბალკანეთის რომანული ენები

ბალკანეთის რომანული ენების ჯგუფიდან ერთადერთი ცოცხალი (და სტანდარტიზებული) ენა არის რუმინული. ამ ენას დაკორუმინულ ენასაც უწოდებენ, მოლდოვის სახელმწიფო ენას, კონსტიტუციის მიხედვით ეწოდება რუმინული, იგივე მოლდავური ენა. ბალკანეთის რომანულ ენებს მიეკუთვნება სხვადასხვა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის მცირე ენები:

გამქრალი რომანული ენები

სადღეისოდ გამქრალ რომანული ენებად (ანუ Romania submersa) მიიჩნევენ შემდეგ ენებს:

რომანული ენების საფუძველზე წარმომდგარი კრეოლური ენები

ბევრი ენათმეცნიერი რომანულ ენებს მიაკუთვნებს ამ ჯგუფის ენების საფუძველზე წარმომდგარ კრეოლურ და პიჯინურ ენებსაც. ეს „ახალრომანული ენები“ (რომანია ნოვა (Romania nova) დაიყოფა ასეთნაირად:

  • ლინგვა ფრანკა (პიჯინი)
  • ფრანგულზე დაფუძნებული კრეოლური ენები
  • ესპანურსა და პორტუგალიურზე დაფუძნებული კრეოლური ენები

იხ. აგრეთვე: კრეოლური ენების სია

რომანულ ფუძეზე შექმნილი ენები

რომანული ენების საფუძველზე განვითარდა სხვადასხვა ე.წ. კონსტუტუირებადი ენები. ინტერლინგვა და ლინგვა ფრანკა ნოვა თითქმის მთლიანად რომანული ენების (ლათინურის) საფუძველზე იქნა შემუშავებული, გარდა ამისა ესპერანტოს სიტყვითი მარაგის ნახევარზე მეტი რომანული წარმოწობისაა.

ენათა შედარება

ქვემორე გრაფიკში რომანული ენების მაგალითზე ნაჩვენებია ამ ენების გრამატიკული და ლექსიკური მსგავსება ლათინური ენის ფონზე. ნიმუშად გამოყენებულია ერთი წინადადება:

კლასიკური ლათინურიSemper fenestra clausa femina cenat.
ვულგარული ლათინურიEa semper fenestram claudit antequam cenet..
ლათინური ენა „რომანული სიტყვაწყობა“(Illa) claudit semper fenestram ante quam cenat (oder: ante cenam = vor dem Mahl).
არაგონულიElla tranca (zarra) siempre la finestra antis de zenar.
ასტურიულიElla pieslla siempre la ventana (feniestra) primero de cenar.
ლომბარდული(Lé) la sèra sèmper sö la finèstra prima de senà.
კატალანურიElla tanca sempre la finestra abans de sopar.
ფრანგულიElle ferme toujours la fenêtre avant de dîner (souper).
გალისიურიEla pecha sempre a fiestra (xanela) antes de cear.
იტალიური(Lei) chiude sempre la finestra prima di cenare.
მილანის დიალექტი(Lee) la sara semper su la finestra primma de disnà.
მირანდესულიEilha cerra siempre la bentana (jinela) atrás de jantar.
ნეაპოლიტანური Chella sempre chiud' 'a fenesta prima 'e mangià.
ოქსიტანურიBarra sempre/totjorn la fenèstra abans de sopar.
პიემონტურიChila a sara sèmper la fnestra dnans da fé sin-a.
პორტუგალიურიEla fecha sempre a janela antes de jantar.
რომაული (ანუ ქალაქ რომის) დიალექტი(Quella) chiude sempre 'a finestra prima de magnà
რუმინულიEa închide totdeauna fereastra înainte de cina.
რეტორომანული (რომანჩი)Ella clauda (serra) adina la fanestra avant ch'ella tschainia.
სარდინიულიIssa semper serrat su balcone antes de chena.
სიცილიურიIdda chjùi sempri a finestra avànti chi mmància.
ესპანურიElla siempre cierra la ventana antes de cenar (comer).
ვენეტურიŁa sera sempre ła finestra prima de senar.
ვალონურიEle sere todi li finiesse divant di soper.
ქართული თარგმანიის (მდედრი) ხურავს ფანჯარას სანამ შეჭამდეს., ან ის (მდედრი) სანამ ჭამას შეუდგებოდეს, ყოველთვის დახურავს(-ხოლმე) ფანჯარას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ვრცელი სამეცნიერო შრომები

  • Martin Harris, Nigel Vincent (Hrsg.): The Romance Languages. Oxford University Press, London 1988
  • Rebecca Posner: The Romance Languages. Cambridge University Press, Cambridge 1996
  • Lorenzo Renzi: Einführung in die romanische Sprachwissenschaft. Tübigen, Narr 1981 (Verbesserte Auflage: Nuova introduzione alla Filologia romanza. Bologna, Il Mulino 1994 (Nur auf italienisch)
  • Carlo Tagliavini: Einführung in die romanische Philologie. Francke, Bern 1998 (2. verbesserte Auflage. Erstauflage 1972)

რომანისტიკული მეცნიერებების შესავალი სახელმძღვანელოები

  • Alwin Kuhn: Die romanischen Sprachen. Francke, Bern 1951
  • Lindenbauer, Petrea und andere: Die romanischen Sprachen. Eine einführende Übersicht. G. Egert, Wilhelmsfeld 1995
  • Rainer Schlösser: Die romanischen Sprachen. Beck, München 2001
  • Carl Vossen: Mutter Latein und ihre Töchter. Fischer, Frankfurt 1968

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი