ოდრი აზულაი

ოდრი აზულაი (ფრანგ. Audrey Azoulay; დ. 4 აგვისტო 1972, ლე სელ-სენ-კლუ) — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იუნესკოს გენერალური დირექტორი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს. იყო საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი (2016-2017 წწ.).

ოდრი აზულაი
ოდრი აზულაი
იუნესკოს გენერალური დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 ნოემბერი, 2017
წინამორბედიირინა ბოკოვა

საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 თებერვალი, 2016 – 17 მაისი, 2017
პრეზიდენტიფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრიმანუელ ვალსი, ბერნარ კაზნიოვი
წინამორბედიფლიორ პელრენი
მემკვიდრეფრანსუაზ ნისენი

დაბადებული4 აგვისტო, 1972 (1972-08-04) (51 წლის)
ლე სელ-სენ-კლუ, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასაფრანგეთის სოციალისტური პარტია
მამაანდრე აზულაი
დედაკატია ბრამი
განათლებაპარიზ-დოფინის უნივერსიტეტი, ლანკასტერის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი, ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ადრეული წლები

დაიბადა 1972 წლის 4 აგვისტოს პარიზში, მაროკოელი ებრაელის ოჯახში. მაროკოს მეფეების ჰასან II-ისა და მუჰამედ VI-ის მრჩევლის, ანდრე აზულაის შვილი (ბავშვობაში ოდრი არდადეგებს ატარება სამეფო სასახლეში). მეცნიერებათა მაგისტრის სტატუსი მიიღო პარიზის დოფინის უნივერსიტეტში და საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი ლანკასტერის უნივერსიტეტში. დაასრულა პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტი და ადმინისტრირების ეროვნული სკოლა პარიზში[1].

პოლიტიკური კარიერა

2000 წელს დაასრულა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა. 2006 წელს გადავიდა კინოსა და ანიმაციის ეროვნულ ცენტრში. 2014 წელს გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მრჩეველი[2].

2016 წლის 12 თებერვალს გახდა საფრანგეთის კულტურის მინისტრი მანუელ ვალსის მეორე კაბინეტში[3]. 2016 წლის 6 დეკემბერს შევიდა ბერნარ კაზნიოვის მთავრობის შემადგენლობაში და მიიღო კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის პორტფელი[4].

იუნესკოს გენერალური დირექტორი

2017 წლის 13 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად 30 ხმით 28-ის წინააღმდეგ. თანამდებობა დაიკავა 2017 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს გენერალური კონფერენციის სესიაზე[5]. 2021 წელს აირჩიეს მეორე ოთხწლიანი ვადით.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი