პარასკევი

პარასკევი — კვირის დღე ხუთშაბათსა და შაბათს შორის. უმრავლეს ქვეყნებში, სადაც მიღებულია 5-დღიანი სამუშაო კვირა, პარასკევი წარმოადგენს უკანასკნელ სამუშაო დღეს.

  • ძველ რომაელებში ეს დღე ეძღვნებოდა ქალღმერთ ვენერას, ძველგერმანულ ტომებში - ქალღმერთ ფრიას (ფრიგი), ამიტომ ჰქვია მას ინგლისურ ენაში „Friday“.
  • ისლამში პარასკევი არის მეჩეთებში საეკლესიო მსახურის დღე.
  • ებრაული შაბათი იწყება პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ.
  • პარასკევა არის ველური კაცის სახელი, რომელიც რობინზონ კრუზოს მსახური იყო.

პარასკევს მომხდარი გახმაურებული შემთხვევები

  • დიდი პარასკევი - ვნების კვირის დღე, როდესაც იესო აწამეს და ჯვარს აცვეს;
  • წითელი პარასკევი - 1925 წლის 31 ივლისი, ინგლისელ მაღაროელთა გამარჯვების დღე შახტების მფლობელებზე, რომლებიც ცდილობდნენ ხელფასების შემცირებას.
  • წმინდა პარასკევა - აღმოსავლურ სლავურ მითოლოგიაში წმინდანი, ქალთა და დედათა მფარველი.
  • პარასკევი, 13 - გავრცელებული ცრურწმენა

პარასკევი ანდაზებში

  • „მას კვირაში ცხრა პარასკევი აქვსო“.
  • „პარასკევია დღესაო, კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო“

პარასკევი ქართველურ ენებზე

არის გვერდი თემაზე:
  • მეგრული: ობიშხა
  • ლაზური: ობიჩხა/პარასკა
  • სვანური: უ̂ებიშ
  • ძველქართული: დიოსისა
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი