პარმენიდე

პარმენიდე ელეელი (ბერძნ. Παρμενίδης; დ. ძვ. წ. 540 ან ძვ. წ. 515 — გ. დაახლ. ძვ. წ. 450) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ელეელთა სკოლის წარმომადგენელი.

პარმენიდე ელეელი

იყო ქსენოფანე კოლოფონელის მოწაფე; იკვლევდა არსისა და არარსის, არსისა და აზრის დამოკიდებულებას. პარმენიდე ავტორია ფილოსოფიურიპოემისა „ბუნების შესახებ“, რომლის სრულ ტექსტს მხოლოდ VI ს-მდე მოუღწევია. პოემის ნაწილებია: პროლოგი, ჭეშმარიტების გზა და ცდუნების გზა.

უმთავრესია მეორე ნაწილი, რომელშიც პარმენიდე წინააღმდეგ ჰერაკლიტესი, ამტკიცებს არსისა და არარსის შეუთავსებლობას და ადგენს არსის არსებით ნიშნებს (ერთი, უცვლელი და სხვ.).

პარმენიდეს თვალსაზრისით, არსი სინამდვილის მეტაფიზიკური არსებაა, აზრის საგანია; აზრი არ არსებობს არსის გარეშე. პარმენიდეს ამ დებულებას იდეალიზმიც იყენებს და მატერიალიზმიც. პარმენიდემ ვერ შეძლო ბუნების მრავალფეროვნების ახსნა, არსის მეტაფიზიკა დაუპირისპირა ფიზიკას, როგორც ბუნების ფილოსოფიას. ბუნება პარმენიდესთვის არც არსია და არც არარსი, ის მათი ნარევია, „მოჩვენებაა“, ფიზიკური შედგენილობით კი ორელემენტოვანია (ცეცხლი, მიწა. პარმენიდემ ერთმანეთს მოწყვიტა არსი და მოვლენები, ერთი და მრავალი, მეტაფიზიკა და ფიზიკა, რადგან წინასწარ უარყო ერთიანობასთან მისასვლელი დიალექტიკური გზა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი