პრეცესია

პრეცესია — მოვლენა, რომლის დროს მბრუნავი ობიექტის ღერძი იხრება, მაგალითად გარეშე ფაქტორის გავლენით.

პრეცესია გიროსკოპზე

პრეცესიის ახსნა

პრეცესიის მოვლენის დაკვირვება შეგვიძლია მარტივად განვახორციელოთ ე. წ. ბზრიალას ბრუნვის დროს: თავდაპირველად მისი ბრუნვის ღერძი ვერტიკალურია, შემდეგ კი მისი ზედა წერტილი იწყებს გადახრას და სპირალისებურ მოძრაობას.

პრეცესიის მთავარი თვისებაა არაინერციულობა: მას შემდეგ, რაც ბზრიალას პრეცესიის გამომწვევი ძალა შესუსტდება და გაქრება, პრეცესია შეწყდება და ბზრიალაც მოძრაობას შეწყვეტს. პრეცესიასთან პირდაპირ მიმართებაშია მეორე ეფექტიც - ნუტაცია ანუ პეცესირებადი სხეულის ღერძის ტალღოვანი მოძრაობა. პრეცესიის სიჩქარე და ნუტაციის ამპლიტუდა კავშირში არიან სხეულის ბრუნვის სიჩქარესთან.

ციური სხეულების პრეცესია

მსგავს მოძრაობას ასრულებს დედამიწის ბრუნვის ღერძიც, რაც თავის დროზე აღნიშნა ჰიპარქემ. თანამედროვე მონაცემებით დედამიწის პრეცესიის სრული ციკლი შეადგენს 25 765 წელიწადს.

დედამიწის ბრუნვის ღერძის ცვალებადობა იწვევს ვარსკვლავების განლაგების ცვლას ევატორულ კოორდინატთა სისტემასთან მიმართებაში. ამის გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლარული ვარსკვლავი აღარ იქნება ჩრდილოეთ პოლუსთან ყველაზე დაახლოებული ნათელი ვარსკვლავი. მის ადგილს დროთა განმავლობაში დაიკავებენ სხვა თანავარსკვლავედთა შემადგენლობაში შემავალი კაშკაშა ვარსკვლავები.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი