ჟანგვის რიცხვი

ჟანგვის რიცხვი, ჟანგვის ხარისხი — ელექტროსტატიკური მუხტის რიცხვითი სიდიდე, რომელიც მიეწერება ატომს მოლეკულაში იმ დაშვებით, რომ ქიმიური ბმის წარმომქმნელი ელექტრონული წყვილები მთლიანადაა წანცალკევებული ნაკლებად ელექტროდადებითი ატომებიდან ელექტროუარყოფით ატომებისაკენ.

ჟანგვის ხარისხი შეესაბამება იონის მუხტს, ან მოლეკულაში ან ქიმიურ ერთეულში ატომის ფორმალურ მუხტს, მაგ.:

ჟანგვის რიცხვი მიეთითება ელემენტის სიმბოლოს თავზე. ატომის მუხტის მითითების წესისგან განსხვავებით, ჟანგვის ხარისხის მითითებისას ჯერ იწერება ნიშანი, შემდეგ კი მნიშვნელობა და არა პირიქით:

— ჟანგვის ხარისხი,


— მუხტი.

მოლეკულაში ატომების ჟანგვის ხარისხის ალგებრული ჯამი ყოველთვის 0-ის ტოლია:

გამოყენება

ჟანგვის რიცხვი გამოიყენება ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ტოლობების შესადგენად არაორგანული ნაერთების, განსაკუთრებით კი კომპლექსნაერთების კლასიფიკაციაში. ხშირად ჟანგვის რიცხვი არ ემთხვევა არც ვალენტობას (მაგ. ორგანულ ნაერთებში ნახშირბადი ყოველთვის ოთხვალენტოვანია, ხოლო ნახშირბადატომის ჟანგვის რიცხვი CH4, CH3OH, HCOOH-ში შესაბამისად უდრის -4, -2 და +2) და არც ბმის წარმომქნელი ელექტრონების რაოდენობას. როდესაც სხვადასხვა სახის ატომების ელექტროუარყოფითობა ახლოა ერთმანეთთან, ჟანგვის რიცხვის განსაზღვრა ცალსახად არ ხერხდება.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8 , გვ. 243, თბ., 1984



🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი