რიწა

ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

რიწა, დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ. მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად.[2]

რიწა
რიწა
რიწა
კოორდინატები: 43°28′53″ ჩ. გ. 40°32′29″ ა. გ. / 43.48139° ჩ. გ. 40.54139° ა. გ. / 43.48139; 40.54139
მდებარეობასაქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულიგუდაუთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან884 
სიგრძე2,5 კმ
სიგანე0,27-0,87 კმ
ფართობი1,49 კმ²
მოცულობა0,094 კმ³
საშუალო სიღრმე63 
მაქსიმალური სიღრმე101 
გამჭვირვალობა1-10 
აუზის ფართობი154 კმ²
რიწა — საქართველო
რიწა
რიწა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
რიწა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

რიწის ტბის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, რომელთა შორის უდიდესია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება მდინარე იუფშარა. უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა თებერვალში — 3,8 °C, აგვისტოში — 17,8 °C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 2000–2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.[2]

რიწის ტბის წყალი მეტად მტკნარია (66 მგ/ლ). გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.

1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16,289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა.

იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი