რომი შნაიდერი

რომი შნაიდერი (დ. 23 სექტემბერი, 1938, ვენა, ავსტრია — გ. 29 მაისი, 1982, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელ-ფრანგი მსახიობი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია გერმანიასა და საფრანგეთში.

რომი შნაიდერი
დაბადების სახელი როზმარი მაგდალენა ალბახი-რეთი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1938
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1982 (43 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) პარტნიორი - ალენ დელონი (1959-1963)
ჰარი მეიენი (1966–1975)
დანიელ ბიასინი (1975–1981)
რომი შნაიდერი

ბიოგრაფია

რომის მამა- ავსტრიელი მსახიობი ვულფ ალბახი-რეთი. დედა - გერმანელი მსახიობი და მომღერალი მაგდა შნაიდერი. 1945 წელს რომის მშობლები განქორწინდნენ. რომისა და მისი ძმის მზრუნველობა მოიპოვა მაგდა შნაიდერმა.

მან კარიერა დაიწყო, როცა იყო 15 წლის. 1955-1957 წლებში ითამაშა მთავარი პერსონაჟი და განასახიერა ავსტრიის დედოფალი ელისაბედი ფილმში ″Sissi″.

რომი თამაშობდა უამრავ ფილმში და განასახიერებდა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებს. მათ შორის კარდინალური, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსი. იგი იყო ქალი, რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც.

პირადი ცხოვრება

ალენ დელონი და რომი შნაიდერი, ნიცა, 1968 წელი
რომი და თავისი ვაჟი დევიდი
Sissi
რომი შნაიდერის საფლავი, საფრანგეთი

1958 წელს ის შეხვდა ალენ დელონს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაინიშნენ. რომი შნაიდერი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1963 წელს რომი და ალენი ერთმანეთს დაშორდნენ. 1958 წელს რომიმ და ალენმა ერთად ითამაშეს ფილმში კრისტინა. ხოლო მეორედ, დაშორების შემდეგ, 1968 წელს, ალენმა მას ისევ შესთავაზა, მიეღო მასთან ერთად მონაწილეობა ფილმში აუზი. მათი წყვილი აღიარებულია მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების სიმბოლოდ. რომი წერდა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სამმა ადამიანმა შეცვალა, ესენი იყვნენ: ალენ დელონი, ლუკინო ვისკონტი და კოკო შანელი.

1966 წელს რომი მეორედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება რეჟისორ ჰარი მეიენს. მათ შეეძინებათ ვაჟი დევიდი. მოგვიანებით რომი და ჰარი დაშორდნენ.

1975 წელს რომი მესამედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება დანიელ ბიასინს, რომელთანაც შეეძინება ქალიშვილი სარა. რომისთვის მესამე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და 1981 წელს ისინი დაშორდნენ.

1981 წელს რომის ცხოვრებაში მოხდა დიდი ტრაგედია. მას დაეღუპა ვაჟიშვილი დევიდი, რომელიც იყო 14 წლის. შვილის სიკვდილის შემდეგ რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა.

რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს, 43 წლის ასაკში. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა. იგი დაკრძალულია პარიზში.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1954 დედოფლის ახალგაზრდული წლები Mädchenjahre einer Königinპრინცესა ვიქტორია/დედოფალი ვიქტორია
1954 ფოიერვერკი Feuerwerkანა ობერჰოლზერი
1955 ჩემი პირველი სიყვარული Der letzte Mannნიდი ჰოეველმანი
1955 მარში იმპერატორისთვის Die Deutschmeisterსტანსი ჰუბნერი
1955 სისი Sissiსისი
1956 ფისუნია და დიდი სამყარო Kitty und die große Weltქითი დუპონტი
1956 სისი – ახალგაზრდა იმპერატორი ქალი Sissi – Die junge Kaiserinსისი
1957 სისი - იმპერატორი ქალის საბედისწერო წლები Sissi – Schicksalsjahre einer Kaiserinსისი
1957 სიყვარული პარიზიდან Love from Parisანა-კლერი ჯოვანი
1958 ევა Evaნიკოლი
1958 სკამპოლო Scampoloსკამპოლო
1958 გოგონები უნიფორმაში Mädchen in Uniformმანუელა ვონ მეინჰარდისი
1958 კრისტინა Christineკრისტინა ვეირინგი
1959 კატია Katiaკატია
1959 ანგელოზი დედამიწაზე Ein Engel auf Erdenსტიუარდესა/ანგელოზი
1960 მეწამული შუადღე Purple Noon (Plein soleil)ფრედის მეგობარი
1961 ბოკაჩო 70 Boccaccio '70პუპე
1962 ბრძოლა კუნძულზე Le Combat dans l'îleანა
1962 პროცესი The Trialლენი
1962 გამარჯვებულები The Victorsრეჯინი
1963 კარდინალი The Cardinalანამარია ვონ ჰარტმანი
1964 კარგი მეზობელი სემი Good Neighbor Samჟანეტ ლაგერლოფი
1964 ჯოჯოხეთი L'Enferოდეტა
1965 სიყვარული ზღვაზე L'Amour à la merვარსკვლავი
1965 რა არის ახალი, ფისუნიავ? What's New Pussycat?კაროლ ვერნერი
1965 10:30 ზაფხული 10:30 P.M. Summerკლერი
1966 სამმაგი ჯვარი Triple Crossგრაფის ცოლი
1967 რომის პორტრეტული სახე Romy: Anatomy of a Face (Romy. Porträt eines Gesichts)დოკუმენტური ფილმი რომის შესახებ
1968 ოტლი Otleyიმოგენი
1968 აუზი La Piscineმარიანა
1970 კალიფა La califfaირენე კორსინი
1970 ცხოვრების წვრილმანები Les choses de la vieელენა
1970 ჩემი საყვარელი ჩემი შვილი My Lover My Sonფრანჩესკა ანდერსენი
1970 ვინ? Qui ?მარინა
1971 ტროცკის მკვლელობა The Assassination of Trotskyგიტა სამუელსი
1971 მაქსი და მეთუნუქე Max et les Ferrailleursლილი
1972 სეზარი და როზალინა César et Rosalieროზალინა
1972 ლუდვიგი Ludwigელისაბედ ბავარიელი
1973 მატარებელი Le Trainანა კუპფერი
1974 სიყვარული წვიმაში Un amour de pluieელიზაბეტი
1974 ჯოჯოხეთური ტრიო Le Trio infernalპილომენა შმიდტი
1974 მთავარია - გიყვარდეს L'important c'est d'aimerნადინე ჩევალიერი
1975 ძველი თოფი Le vieux fusilკლარა დანდიეუ
1975 უმანკო ბინძური ხელებით Les innocents aux mains salesჯულია ვოლმსერი
1976 მადო Madoელენა
1976 ქალი ფანჯარაში A Woman at Her Window (Une femme à sa fenêtre)მარგოთ სანტორინი
1977 ჯგუფის პორტრეტი ლედისთან Gruppenbild mit Dameლენი გრუიტენი
1978 მარტივი ამბავი A Simple Storyმარია
1979 სისხლიანი კავშირი Bloodlineელენა მარტინი
1980 სიკვდილი ღია ეთერში La Mort en directკატერინა მორტენჰოე
1980 ბანკირი ლედი La Banquièreემა ესკჰერთი
1981 სიყვარულის მოჩვენება Fantasma d'amoreანა ბრიგატი ზიგჰი
1981 წინასწარი გამოძიების თანხლებით Garde à vueსანტალ მარტინაუდი
1982 გამვლელი სან-სუსიდან La Passante du Sans-Souciელსა ვიენერი/ლინა ბაუმსტეინი

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი