საგდუხტი

საგდუხტი — V ს. ქართლის (იბერიის) დედოფალი, მირდატ მეფის მეუღლე და ვახტანგ გორგასალის დედა.

საგდუხტი
იბერიის დედოფალი და რეგენტი
მმართ. დასაწყისი: 446[1]
მმართ. დასასრული: 454[1]
წინამორბედი: მარიამი
მემკვიდრე: ბალენდუხტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობი?
დაბ. ადგილი: რანი
მეუღლე: მითრიდატე VII
შვილები: 1. ხვარანძე
2. მირანდუხტი
3. ვარანგ–ხვასროთანგი
დინასტია: მიჰრანიდთა საგვარეულო
მამა: ბარზაბოდი
რელიგია: ქრისტიანი

ისტორიული ცნობები

ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“ მიხედვით, საგდუხტი რანის ირანელი მმართველის ბარზაბოდის ასული იყო. მშვიდობისა და მეგობრობის ნიშნად იგი ქართლის ტახტის მემკვიდრე მირდატს მიათხოვეს. საგდუხტი ქრისტიანი გახდა და სამეფოში სარწმუნოების განმტკიცებისათვის იბრძოდა; ააშენა სამშვილდის სიონი. მირდატს და საგდუხტს სამი შვილი ჰყავდათ: ორი ასული — ხვარანძე და მირანდუხტი და ვაჟი სახელად ვარანგ–ხვასროთანგ ანუ ვახტანგი. მირდატ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგის მცირეწლოვანების ჟამს, სამეფოს საგდუხტი განაგებდა მამამისის ბარზაბოდის მფარველობით. მემატიანის გადმოცემით, საგდუხტი ძლიერ წუხდა ქართველთა შორის მაზდეანობის გავრცელების გამო და ქრისტიანობის დაცვას ბარზაბოდთან შუამავლობით ცდილობდა.[2]

გამოთქმულია ვარაუდი საგდუხტისა და ზნაკვაში აღმოჩენილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულ საჰაკდუხტის იგივეობის შესახებ (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, კ. თუმანოვი).[3]

სახელისათვის

საგდუხტი (იგივე საჰადუხტი) შედგენილი ანთროპონიმია, წარმოქმნილი ძველი აღთქმისეული ისააკისა (სპარს. საჰაკი) და ძველ-სპარსული სიტყვისგან „დუხტ“ — „ქალიშვილი“. ქართულ წყაროებში ცნობილია ამ სახელის წმინდანიც.[4]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი