ძველი აღთქმა

ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა. პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).

ძველი აღთქმა, ვულგატა, გუტენბერგის ბიბლია, ნეტარი იერონიმეს მიერ თარგმანილი ბიბლია

ტერმინის წარმომავლობა და მნიშვნელობა

ტერმინი „აღთქმა“ შეესაბამება ებრაულ სიტყვას ბერიტ ლათინურად testamentum - ტესტამენტუმ, ბერძნულათ კი Διαθήκη - დიათიკე „კავშირი, შეთანხმება, კონტრაქტი, დაბეჭდვა ან ბეჭედის დასმა (ტესტამენტუმ) ყველაზე ნათლად მისი ლათინური გამოთქმა გამოხატავს მის მნიშვნელობას“.

ძველაღმოსავლური წესი შეთანხმების დადებისა ორ მხარეს შორის მოცავდა მსხვერპლის შეწირვასა და წყევლის წარმოთქმას მის დამრღვევზე. ამის შემდეგ მხარეები გაივლიდნენ დაკლული მსხვერპლის ორ ნაწილს შორის და თავიანთ კავშირს ამტკიცებდნენ დაღვრილი სისხლით. ამ შეთანხმების სახსოვრად დებდნენ ქვას, ან რგავდნენ ხეს, უწოდებდნენ რა მათ ცის წინაშე მოწმეებს ამ შეთანხმებისა.

ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი[1]. მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.

იესო ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“[2]. ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.[3]

ძველი აღთქმის წიგნები

ძველი აღთქმის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. მათ შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ კანონიკური წიგნები უფრო ძველია, დაწერილი დაახლოებით XV-V საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, არაკანონიკური წიგნები კი შედარებით გვიან IV-I საუკუნეებში ქრისტეს შობამდე.[4]

შინაარსის მიხედვით ძველი აღთქმის წიგნებში გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:

  • რჯულმდებითი (დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე შჯული)
  • ისტორიული (ისუ ნავესი, მსაჯულთა, რუთისი, მეფეთა, ნეშტთა, წიგნები ეზდრასი, ნემიასი და ესთერისა)
  • ზნეობრივ-დამრიგებლური (იობისი, ფსალმუნნი, წიგნები სოლომონისა)
  • წინასწარმეტყველური (ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი და სხვა თორმეტი წინასწარმეტყველის წიგნები)
ძველი აღთქმის წიგნები
ქართული
დასახელება
ლათინური
დასახელება
ბერძნული
დასახელება
რუს.ინგლ.სახელწოდება
თანახში
დაბადება (დაბ.)GenesisΓένεσιςБыт.Genבְּרֵאשִׁית
გამოსვლა (გამ.)ExodusἜξοδοςИсх.Exשְׁמוֹת
ლევიანნი (ლევ.)LeviticusΛευϊτικòνЛев.Levוַיִּקְרָא
რიცხვნი (რიცხ.)NumeriἈριθμοὶЧис.Numבְּמִדְבַּר
მეორე რჯული (რჯლ.)DeuteronomiumΔευτερονόμιονВтор.Deutדְּבָרִים
იესო ნავეს ძე (იესო)IosueἸησοῦςНав.Joshיְהוֹשֻׁעַ
მსაჯულნი (მსაჯ.)IudicumΚριταὶСуд.Judgשׁוֹפְטִים
რუთი (რუთ.)RuthΡοὺθРуф.Ruthרוּת
პირველი მეფეთა (1 მეფ.)I SamuelisΒασιλειων Α'1Цар1Samשְׁמוּאֵל א׳
წიგნი მეორე მეფეთა (2 მეფ.)II SamuelisΒασιλειων Β'2Цар2Samשְׁמוּאֵל ב׳
წიგნი მესამე მეფეთა (3 მეფ.)I RegumΒασιλειων Γ'3Цар1Kingsמְלָכִים א׳
წიგნი მეოთხე მეფეთა (4 მეფ.)II RegumΒασιλειων Δ'4Цар2Kingsמְלָכִים ב׳
პირველი ნეშტთა (1 ნეშტ.)I ParalipomenonΠαραλειπομένων Α'1Пар1Chronדִּבְרֵי הַיָּמִים א׳
წიგნი მეორე ნეშტთა (2 ნეშტ.)II ParalipomenonΠαραλειπομένων Β'2Пар2Chronדִּבְרֵי הַיָּמִים ב׳
პირველი ეზრა (1 ეზრ.)EsdraeἚσδραςЕздEzraעֶזְרָא
ნეემია (ნეემ.)NehemiaeΝεεμιαςНеемNehנְחֶמְיָה
ტობითი (ტობ.)TobiasΤωβιθТовTobטובי
ივდითი (ივდ.)JudithΙουδίθИудифьJudithיְהוּדִית
ესთერი (ესთ.)EstherἘσθὴρЕсфEstherאֶסְתֵּר
იობი (იობ.)IobἸῶβИовJobאִיּוֹב
ფსალმუნნი (ფსალმ.)PsalmorumΨαλμοὶПс / ПсалPsתְּהִלִּים
იგავნი სოლომონისა (იგავ.)ProverbiorumΠαροιμιαιПритProvמִשְׁלֵי
ეკლესიასტე (ეკლ.)EcclesiasticusἘκκλησιαστὴςЕккEcclesקֹהֶלֶת
ქებათა-ქება სოლომონისა (ქებ.)Canticum CanticorumᾎσμαПеснSongשִׁיר הַשִּׁירִים
ესაია წინასწარმეტყველი (ეს.)IsaiaeἨσαΐαςИс / ИсаиIsיְשַׁעְיָהוּ
იერემია წინასწარმეტყველი (იერ.)IeremiaeΙερεμίαςИерJerיִרְמְיָהוּ
გოდება იერემიასი (გოდ.)LamentationesΘρῆνοιПлачLamאֵיכָה
ეზეკიელ წინასწარმეტყველი (ეზეკ.)EzechielisἸεζεκιὴλИезEzekיְחֶזְקֵאל
დანიელ წინასწარმეტყველი (დან.)DanielisΔανιὴλДанDanדָּנִיֵּאל
ოსია წინასწარმეტყველი (ოს.)OseeὩσηὲОсHosהוֹשֵׁעַ
იოველ წინასწარმეტყველი (იოვ.)IoelἸωὴλИоилJoelיוֹאֵל
ამოს წინასწარმეტყველი (ამოს)AmosἈμὼςАмосAmosעָמוֹס
აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.)AbdiaeἈβδιοὺАвдObadעֹבַדְיָה
იონა წინასწარმეტყველი (იონ.)IonaeἸωνᾶςИонаJonיוֹנָה
მიქა წინასწარმეტყველი (მიქ.)MichaeaeΜιχαίαςМихMicמִיכָה
ნაუმ წინასწარმეტყველი (ნაუმ.)NahumΝαοὺμНаумNahumנַחוּם
აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.)HabacucΑμβακοὺμАввHabחֲבַקּוּק
სოფონია წინასწარმეტყველი (სოფ.)SophoniaeΣοφονίαςСофZephצְפַנְיָה
ანგია წინასწარმეტყველი (ანგ.)AggaeiἉγγαῖοςАггHagחַגַּי
ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.)ZachariaeΖαχαρίαςЗахZechזְכַרְיָה
მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.)MalachiaeΜαλαχίαςМалMalמַלְאָכִי

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი