საზოგადოების კუნძულები

საზოგადოების კუნძულები (ფრანგ. Îles de la Société, ტაიტ. Tōtaiete mā) — კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი. საზოგადოების კუნძულებზე ცხოვრობს საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის უმრავლესობა.

საზოგადოების კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles de la Société
ტაიტ. Tōtaiete mā

საზოგადოების კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული ტაიტი
ფართობი 1593 კმ²
უმაღლესი წერტილი 2241 მ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 227 807 (2007)
სიმჭიდროვე 143,005 ად. /კმ²

გეოგრაფია

საზოგადოების კუნძულები — ტროპიკული არქიპელაგია ვულკანური წარმოშობის, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დასავლეთით. ფართობი — 1593 კმ².

საზოგადოების კუნძულები იყოფაна ორ ჯგუფად — ქარსზედა და ქარსქვედა:

კუნძული ან რიფიხმელეთის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2007)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
ქარსზედა კუნძულები
1მაიაო929933,2217°39′ ს. გ. 150°38′ დ. გ. / 17.650° ს. გ. 150.633° დ. გ. / -17.650; -150.633
2მეჰეტია2,3დაუსახლებელი17°52′ ს. გ. 148°04′ დ. გ. / 17.867° ს. გ. 148.067° დ. გ. / -17.867; -148.067
3მურეა133,516 191121,2817°31′ ს. გ. 149°49′ დ. გ. / 17.517° ს. გ. 149.817° დ. გ. / -17.517; -149.817
4ტაიტი1042178 133170,9517°40′ ს. გ. 149°27′ დ. გ. / 17.667° ს. გ. 149.450° დ. გ. / -17.667; -149.450
5ტეტიაროა6დაუსახლებელი16°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
ქარსქვედა კუნძულები
6ბორა-ბორა388927234,9216°29′ ს. გ. 151°44′ დ. გ. / 16.483° ს. გ. 151.733° დ. გ. / -16.483; -151.733
7მანუაე4დაუსახლებელი16°32′ ს. გ. 154°41′ დ. გ. / 16.533° ს. გ. 154.683° დ. გ. / -16.533; -154.683
8მაუპიტი111231111,9116°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
9მაუპიჰაა2,6დაუსახლებელი16°48′ ს. გ. 153°57′ დ. გ. / 16.800° ს. გ. 153.950° დ. გ. / -16.800; -153.950
10მოტუ-ონე3დაუსახლებელი15°48′ ს. გ. 154°32′ დ. გ. / 15.800° ს. გ. 154.533° დ. გ. / -15.800; -154.533
11რაიატეა1687012 02471,5716°44′ ს. გ. 151°27′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.450° დ. გ. / -16.733; -151.450
12ტაჰაა88500356,8516°37′ ს. გ. 151°30′ დ. გ. / 16.617° ს. გ. 151.500° დ. გ. / -16.617; -151.500
13ტუპაი11დაუსახლებელი16°17′ ს. გ. 151°50′ დ. გ. / 16.283° ს. გ. 151.833° დ. გ. / -16.283; -151.833
14ჰუაჰინე74,8599980,2016°44′ ს. გ. 151°02′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.033° დ. გ. / -16.733; -151.033
სულ1593,2070227 807142,9917°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833

ისტორია

კუნძულებზე ადრე არსებული სამეფოები

პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა საზოგადოების კუნძულები, იყო ნიდერლანდელი ზღვაოსანი იაკობ როგევენი, რომელმაც 1722 წლის 6 ივნისს გაცურა ბორა-ბორას და მაუპიტის გვერდით. როგევენმა შეცდომით ჩათვალა ისინი ტონგას არქიპელაგის კუნძულებად, რომლებიც მოინახულა 1616 წელს იაკობ ლემერმა.

1767 წელს ბრიტანეთის ექსპედიციამ სამუელ უოლისის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა კუნძულები მეჰეტია (17 ივნისს), ტაიტი (18 ივნისს), მურეა (27 ივლისს), მაუპიჰაა (29 ივლისს) და მოტუ-ონე (29 ივლისს). უოლისმი ხუთი კვირა გაჩერდა კუნძულ ტაიტიზე.

ჯეიმზ კუკის პირველი ექსპედიცია ეწვია ტაიტის 1769 წელს პლანეტა ვენერას დასაკვირვებლად. კუკმა აღმოაჩინა ჰუაჰინე, რაიატეა, ტაჰაა, ტუპაი და ტეტიაროა. თავიდან კუკმა საზოგადოების კუნძულები (ინგლ. Society Islands) დაარქვა მხოლოდ ქარსქვედა კუნძულებს, ლონდონის სამეფო საზოგადოების პატივსაცემად, რომელიც აფინანსებდა ექსპედიციას. მოგვიანებით სახელი გავრცელდა მთელ არქიპელაგზე. 1788 წლიდან 1880 წლამდე კუნძულებზე არსებობდა პოლინეზიური სახელმწიფო ტაიტის სამეფო, რომელიც შემდეგში (1842—1880 წლები) გახდა საფრანგეთის პროტექტორატი, ხოლო 1880 წლის შემდეგ — საფრანგეთის კოლონია.

ადმინისტრაციული დაყოფა

არქიპელაგში შედის 2 ადმინისტრაციული ქვედანაყოფი: ქარსზედა და ქარსქვედა კუნძულები, რომლებიც იყოფიან 20 კომუნად (13 — ქარსზედა და 7 — ქარსქვედა კუნძულები).

კომუნაფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2007)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ქარსზედა კუნძულები
1არუა18,39 458516,83
2ფააა3429 851877,97
3ჰიტია ო ტე რა2188 68339,83
4მაინა5214 369276,33
5მურეა-მაიაო142,516 490115,72
6პაეა6512 084185,91
7პაპარა9310 615114,14
8პაპეეტე (დედაქალაქი)1926 0171369,32
9პირაე3514 475413,57
10პუნააუია7625 441334,75
11ტაიარაპუ-ესტ21611 54953,47
12ტაიარაპუ-უესტ1047 00267,33
13ტევა ი იუტა1208 58971,58
ქარსქვედა კუნძულები
14ბორა-ბორა498 927182,18
15ჰუაჰინე74,85 99980,20
16მაუპიტი20,61 23159,76
17ტაჰაა885 00356,85
18ტაპუტაპუატეაე88,54 61452,14
19ტუმარაა63,53 63257,20
20უტუროა (დედაქალაქი)163 778236,13
სულ1593,2227 807142,99

მოსახლეობა

2007 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულებზე მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 227 807 ადამიანს (194 623 ად. — ქარსზედა და 33 184 ად. — ქარსქვედა კუნძულებზე). საზოგადოების კუნძულების მთავარი კუნძულია ტაიტი, რომელზეც ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 70 % და სადაც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი პაპეეტე. მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა თავმოყრილია სანაპირო რეგიონებში, კუნძულების მთიან რაიონებში მოსახლეობა საკმაოდ იშვიათია.

ეკონომიკა

ეკონომიკურად საზოგადოების კუნძულები ყველაზე უფრო ძლიერია საფრანგეთის ამ ზღვისიქითა ტერიტორიების ხუთი არქიპელაგიდან.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი