სარდინია

სარდინია (იტალ. Sardegna) — მთიანი კუნძული, იტალიის ავტონომიური რეგიონი. სარდინია ხმელთაშუა ზღვაში სიდიდით მე-2 კუნძულია, აქვს ტურისტული ზონა კოსტა-სმერალდა (ზურმუხტოვანი სანაპირო).

რეგიონი
სარდინია
Sardegna
დროშაგერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 40°00′00″ ჩ. გ. 9°00′00″ ა. გ. / 40.00000° ჩ. გ. 9.00000° ა. გ. / 40.00000; 9.00000
ფართობი 24 090 კმ²
მოსახლეობა 1 675 411 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 69,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.sardegna.it

უცხოელთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, სარდინია 1720 წელს შეურთდა პიემონტს და ეს ორმაგი სამეფო 1861 წელს გაერთიანებული იტალიის საფუძველი გახდა. იტალიურის გარდა აქ სარდინიულადაც ლაპარაკობენ.

სარდინიის ფართობი 23 821 კმ²-ია, მის დასავლეთით გადაჭიმულია ბალეარის ზღვა, აღმოსავლეთით კი ტირენიის ზღვა.[1] კუნძულის სანაპიროები (სიგრძე 1 849 კმ) უმეტესად მაღალი და კლდოვანია, გამოირჩევა ბევრ თვალსაჩინო კონცხით, რამდენიმე ფართო, ღრმა უბით, რიებით და მრავალგვარი პატარა კუნძულით.

კუნძულს უძველესი გეოფორმაცია გააჩნია და სიცილიისა და კონტინენტური იტალიისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მიწისძვრები. მისი კლდეები პალეოზოური პერიოდით თარიღდება (500-ზე მეტი მლნ წლის წინ). მაღალმთიანეთს ამჩნევია ხანგრძლივი ეროზიული პრეცესების კვალი. უმაღლესი მწვერვალია პუნტა-ლა-მარმორა (1834 მ).

სარდინიაზე გაედინება ხუთი მთავარი მდინარე, რომელთა შორისაც უდიდესია ტრისო (151 კმ). წარმოქმნილია 54 ხელოვნური ტბა, რომელთა მთავარი ფუნქციაც წყალმომაგარება და ელექტროენერგიის წარმოებაა. მათ შორის უმთავრესებია ომოდეოსა და კოგინასის ტბები. ერთადერთი ბუნებრივი, მტკნარი ტბაა ლაგო-დი-ბარაცი.

კუნძულის კლიმატი ტიპური ხმელთაშუაზღვიურია. წელიწადის განმავლობაში 300 დღე მზიანია, ნალექების ძირითადი რაოდენობა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მოდის. საშუალო ტემპერატურაა 11 — 17 °C (52 to 63 °F).[2] გაბატონებული ქარია მისტრალი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ ის როგორც წესი მშრალი და ცივია.

ადმინისტრაციული დაყოფა

სარდინიის რეგიონის პროვინციების რუკა

სარდინიის რეგიონი ადმინისტრაციულად რვა პროვინციად იყოფა:

პროვინციაფართობი (კმ²)მოსახლეობასიმჭიდროვე (ად./კმ²)
კალიარის პროვინცია4 570559 416122,4
კარბონია-იგლეზიასის პროვინცია1 495130 53887,3
მედიო-კამპიდანოს პროვინცია1 516103 10768
ნუოროს პროვინცია3 934161 45341
ოლიასტრის პროვინცია1 85458 08831,3
ოლბია-ტემპიოს პროვინცია3 399153 88645,2
ორისტანოს პროვინცია3 040167 35755
სასარის პროვინცია4 282336 37478,5

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი