უბე

უბე (გერმ. Buchtყურე) — ოკეანის, ზღვის, ტბის, წყალსაცავის ხმელეთში შეჭრილი მცირე ნაწილი. ზოგჯერ უბე განლაგებულია საკუთრივ ყურეში. უბე წყლის სივრცეში შეიძლება შეჭრილი იყოს კლდეებით, ნაპირით ან ახლომდებარე კუნძულით. ადგილობრივი პირობები ადგენენ მის ჰიდროლოგიურ რეჟიმს, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება მასთან ახლოს მდებარე წყლის რეჟიმისაგან.

აშშ-ში მდებარე ერთ-ერთი უბე

უბე მეტად მოსახერხებელია გემების სადგომად. ამის კარგი მაგალითია ცემესისა და გელენჯიკის უბეები. იგი შემოზღუდულია კონცხით, კუნძულით, ცელით.

უბე და მისნაირი ჰიდროლოგიური ობიექტები ფორმირდება ეროზიის შედეგად. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერმინის ფართო მნიშვნელობა აქვს და იგი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ყურეს, ისე ზღვას.

ცნობილი უბეები

მსოფლიოში უბეები ფართოდაა გავრცელებული; ცნობილი უბეებია :

  • მეკლენბურგის უბე
  • ლიუბეკის უბე
  • კილის უბე
  • ვისმარის უბე
  • პომორის უბე
  • ჩეშის უბე
  • სამსუნის უბე
  • სენის უბე
  • ზიენტიაუ
  • პროა და ა.შ.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი