სასიცოცხლო ციკლი (ბიოლოგია)

სასიცოცხლო ციკლი, განვითარების ციკლი — განვითარების ფაზათა ერთობლიობა, რომელთა გავლის შემდეგ ინდივიდი ზრდასრულ ფორმას აღწევს და ახალი თაობის მოცემის უნარი აქვს. სასიცოცხლო ციკლში ერთმანეთს ენაცვლება ჰაპლოიდური და დიპლოიდური ფაზები. მრავალუჯრედიან ცხოველებში დიპლოფაზა მეტად ხანგრძლივია, ჰაპლოფაზა კი — ხანმოკლე (წარმოდგენილია სპერმატოზოიდითა და კვერცხუჯრედით). დიპლოფაზის განვითარება შეიძლება იყოს მარტივი ან რთული (მეტაფოზიანი). მეტამორფოზული განვითარებისას ინდივიდი გაივლის ნაირგვარ სტადიას (მაგ., პეპლები — კვერცხის, ლარვის, ჭუპრის, იმაგოს სტადიებს). ყვავილოვან მცენარეებში ასევე ძალზე რედუცირებულია ჰაპლოფაზის ხანგრძლივობა. დიპლოფაზას (სპოროფიტს) კი მთელი მცენარე წარმოადგენს. უმდაბლეს მცენარეებსა და მიკროორგანიზმებში, პირიქით, სასიცოცხლო ციკლის დიდი ნაწილი ჰაპლოფაზას უჭირავს. სასიცოცხლო ციკლი რთულია იმ ინდივიდებში, სადაც სქესობრივი გამრავლება უსქესო და პართენოგენეზულ გამრავლებას ენაცვლება. სასიცოცხლო ციკლი ჩამოყალიბდა ევოლუციურ პროცესში როგორც უმნიშვნელოვანესი შეგუება.

იხილეთ აგრეთვე

  • თაობათა მორიგეობა

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი