სასმელი წყალი

სასმელი წყალიწყალი, რომელიც უსაფრთხოა დასალევად ან საკვების მოსამზადებლად. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო სასმელი წყლის რაოდენობა განსხვავდება და ეს დამოკიდებულია ფიზიკურ აქტივობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და გარემო პირობებზე.[1] ამერიკელები, საშუალოდ, დღეში ერთ ლიტრ წყალს სვამენ, 95% კი დღეში სამ ლიტრზე ნაკლებს სვამს.[2]მათთვის, ვინც მუშაობს ცხელ კლიმატში, დღეში შეიძლება 16 ლიტრამდე წყალიც კი დასჭირდეს.[1]

ონკანის წყალი

ჩვეულებრივ, განვითარებულ ქვეყნებში ონკანის წყალი აკმაყოფილებს სასმელი წყლის სტანდარტებს, მიუხედავად ამისა, მხოლოდ მცირე ნაწილი რეალურად მოიხმარს მას საკვების მოსამზადებლად. სხვამხრივ მას იყენებენ გასარეცხად, საპირფარეშოებსა და სარწყავად.

მსოფლიოში, 2015 წლის მონაცემებით, ადამიანთა 89% -ს ჰქონდა წვდომა წყალთან, რომელიც სასმელად გამოსადეგი იყო.[3] სუბსაჰარულ აფრიკაში, სასმელ წყალთან მოსახლეობის 40%-80% -ს აქვს წვდომა. მსოფლიოში თითქმის 4,2 მილიარდ ადამიანს ჰქონდა ონკანის წყალი, ხოლო 2,4 მილიარდს ჰქონდა წვდომა ჭაბურღილებსა და საზოგადოებრივ ონკანებზე.[3] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსაფრთხო სასმელი წყლის მიღებას ადამიანის ძირითად უფლებად მიიჩნევს.

დაახლოებით 1-დან 2 მილიარდამდე ადამიანი სარგებლობს ნაკლებად უსაფრთხო სასმელი წყლით,[4] ეს არის პრობლემა, რომელიც ყოველ კვირას იწვევს 30 000 ადამიანის დაღუპვას.[5] „უფრო მეტი ადამიანი იღუპება მავნე წყლისგან, ვიდრე ომისგან“, 2010 წელს განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა.[6]

საწყისი ინვესტიციების არ ქონის გამო, ბევრ ნაკლებად მდიდარ ქვეყანას არ შეუძლია შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურა, და შედეგად ამ რეგიონებში მყოფმა ადამიანებმა შეიძლება თავიანთი შემოსავლის დიდი ნაწილი დახარჯონ წყალზე.[7] მაგალითად, ელ-სალვადორის 2003 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20% მთლიანი შემოსავლის 10% -ზე მეტს ხარჯავს წყალზე. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება სიღარიბედ თვლის შემოსავლის 3% -ზე მეტის დახარჯვას წყალზე.[8]

წყლის რესურსები

სასმელი წყლის აპარატები ტაილანდში.

გლობალური

წყალი მოიცავს დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70% -ს. აქედან დაახლოებით 97,2% არის მარილიანი, ხოლო მხოლოდ 2,8%-ია მტკნარი. სასმელი წყალი დედამიწის თითქმის ყველა დასახლებულ ადგილზეა, თუმცა საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა შეიძლება ძვირი იყოს და ვერ ხერხდებოდეს ადამიანებამდე მისი მიწოდება.

სასმელად ძირითადად გამოიყენება ჩამოსხმული წყალი, რომელიც ბოთლშია მოთავსებული.[9] ონკანის წყალი, რომელიც საყოფაცხოვრებო სისტემებს მიეწოდება, მოძრაობს მილების საშუალებით. იმისათვის, რომ წყლის ეს გადაადგილება უსაფრთხო იყოს მოსახმარებლად, მას უნდა დაამატონ სხვადასხვა ნივთიერებები, რათა გაიწმინდოს და დააკმაყოფილოს სასმელი წყლის სტანდარტი.[10]

სასმელი წყლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ყველაზე ეფექტიანი გზა მილებია. მილების გაყვანამ შეიძლება მოითხოვოს მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდება. ზოგ სისტემას ესაჭიროება დიდი თანხები. ინდუსტრიულ ქვეყნებში გაუარესებული წყლისა და სანიტარული ინფრასტრუქტურის შეცვლის ღირებულება შეიძლება წელიწადში დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს შეადგენდეს. დაბინძურებული მილები აუარესებს წყლის ხარისხს და არც ისე იშვიათია მსგავსი წყლის გავრცელება ურბანულ სისტემებში.[11]

შეერთებული შტატები

აშშ-ში, ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარება, საშუალოდ, 62 ლიტრს შეადგენს დღეში.[12][13]აქედან, მხოლოდ 1% , რომელსაც წყალმომარაგება აწვდის საზოგადოებას, არის სასმელი და სამზარეულოში მოსახმარი.[14] სხვა მხრივ გამოიყენება ტუალეტებში, სარეცხ მანქანებში, საშხაპეებსა და აბანოებში, გარკვეული ნაწილი კი გაჟონვის შედეგად იკარგება. სასმელად ვარგისი წყლის კონტროლი ხორციელდება შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ.[14]

კანადა

კანადის ქალაქებში სასმელი წყალი რეგულარულად მოწმდება და უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ ბევრ ადგილობრივ ადგილზე სუფთა წყლის მიწოდება ითვლება ფუფუნებად.[15]2015 წელს კანადის მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი თანხების გაიღო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.[16][17]

სასმელ წყალზე წვდომა

1990 წელს, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 76 პროცენტს ჰქონდა წვდომა სასმელ წყალზე. 2015 წლისთვის ეს რიცხვი გაიზარდა 91 პროცენტამდე.[18] თითქმის 4,2 მილიარდ ადამიანს ჰქონდა ონკანის წყალი, ხოლო კიდევ 2,4 მილიარდი წყალს ჭაბურღილებიდან ან საზოგადოებრივი ონკანებიდან იღებდა.[3]

განვითარებადი ქვეყნები

მსოფლიოში 2004 წლის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 42% -ს ჰქონდა წვდომა სუფთა წყალზე.[19] სხვადასხვა პროექტები მიზნად ისახავენ ღარიბი სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემების შემუშავებას, რაც სასმელი წყლის ფასს კუბურ მეტრზე 6,5 აშშ დოლარიდან 1 აშშ დოლარამდე შეამცირებს.[20]

უსაფრთხო სასმელი წყალი

ბაქტერიების მიერ დაბინძურებული წყალი, რომლებიც ენერგიას იღებენ წყალში არსებული რკინის დაჟანგვით.

მოთხოვნები

დღეში სასმელი წყლის რაოდენობა ინდივიდუალურია.[1] ეს დამოკიდებულია ფიზიკურ დატვირთვაზე, ასაკზე, ჯანმრთელობასა და გარემოზე. ნორმალური კლიმატის პირობებში, წყლის დღიური ნორმა დაახლოებით 2,7 ლიტრია ზრდასრული ქალებისთვის და 3,7 ლიტრი ზრდასრული მამაკაცებისთვის. ფიზიკური ვარჯიში და სითბოს ზემოქმედება იწვევს წყლის დაკარგვას და, შესაბამისად ეს იწვევს წყურვილს. [21] ფიზიკურად აქტიურ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ცხელ კლიმატში, შეიძლება ჰქონდეთ წყლის ყოველდღიური მოთხოვნილება 6 ლიტრი ან მეტი.[21] ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ზრდასრული ქალებისთვის დღეში 2 ლიტრის, ხოლო ზრდასრული მამაკაცებისთვის დღეში 2,5 ლიტრი წყლის მიღებას.[22]

წყალი ძალიან საჭირო კომპონენტია ორგანიზმისთვის, იგი მამაკაცების სხეულის წონის დაახლოებით 60% -ს და ქალების წონის 55% -ს შეადგენს.[23] ბავშვი კი 70% -დან 80% -მდე წყლისგან შედგება, ხოლო მოხუცების ორგანიზმში დაახლოებით 45% -ია.[24]

ასევე მნიშვნელოვანია მინერალების მიღება, რომელსაც სასმელი წყალი შეიცავს. არაორგანული მინერალები ზოგადად ზედაპირულ წყელბისა და მიწისქვეშა წყლების შემადგენლობაში შედის. გაწმენდის პროცესი გავლენას ახდენს სხვადასხვა ნივთიერებების ნაერთებზე, როგორებიცაა: კალციუმის, თუთიის, მანგანუმის, ფოსფატის, ფთორიდისა და ნატრიუმის ნაერთები.[25] პრაქტიკულად ყველა სასმელ წყალში მრავალი სახის ელემენტია, რომელთა ნაწილიც ორგანიზმის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. მაგალითად, ნატრიუმი, კალიუმი და ქლორიდი მცირე რაოდენობით გვხვდება უმეტეს წყლებში, და ამ ელემენტები მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. სხვა, როგორიცაა მაგალითად ფთორიდი, მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლოა დაბალი კონცენტრაციით, მისი მაღალი კონცენტრაცია იწვევს დაავადებებს.

ჯანმრთელობა

დაბინძურებული წყალი სავარაუდოდ, წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს.[3]

დიარეული დაავადებები

დიარეული დაავადებების შედეგად დაღუპულთა 90% -ზე მეტი, განვითარებადი ქვეყნებიდან, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.[26] 2000-დან 2003 წლამდე პერიოდში, სუბსაჰარულ აფრიკაში ხუთ წლამდე ასაკის 769 000 ბავშვი ყოველწლიურად იღუპებოდა დიარეისგან. ამავე პერიოდში სამხრეთ აზიაში, წლიურად ხუთ წლამდე 683 000 ბავშვი იღუპებოდა, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 5 წლამდე ასაკის 700 ბავშვი გარდაიცვალა იგივე დაავადებბებისგან. გაუმჯობესებული წყალმომარაგება ამცირებს დიარეით დაავადების რისკს 25% -ით, ხოლო ქლორირება 39% -ით.[26]

დარიშხანითა და ფთორიდით დაბინძურება

სავარაუდოდ, სამოცი მილიონი ადამიანი მოწამლულა ჭარბი ფთორით დაბინძურებული მიწისქვეშა წყლით, რომელიც დაბინძურდა გრანიტის ქანების დაშლის შემდგომ. ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბავშვების ძვლების შემთხვევაში, რადგან ისინი დეფორმაციას განიცდიან. მსგავსი ან უფრო დიდი პრობლემებია მოსალოდნელი სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, უზბეკეთსა და ეთიოპიაში. მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიური ჯანმრთელობის თვალსაზრისით დაბალი დოზით ფთორი სასარგებლოა, დიდი რაოდენობით მისი მიღება ხელს უშლის ძვლების წარმოქმნას.[27]

ბანგლადეშში 12 მილიონი ჭაბურღილის ნახევარი შეიცავს დარიშხანის მიუღებელ დოზას, იმის გამო, რომ ჭები საკმარისად ღრმად არ არის გათხრილი. 1998 წელს მსოფლიო ბანკის თანადგომით, პრობლემის გადასაჭრელად, ბანგლადეშის მთავრობამ 7 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯა.[27][28] დარიშხანით მოწამვლა გლობალური საფრთხეა, რომელმაც 140 მილიონი ადამიანი მოწამლა 70 ქვეყანის მასშტაბით.[29] ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ აუცილებელია თითოეული წყლის რესურსის საფუძვლიანად შემოწმება.

წყლის ხარისხი

EPA-ს 2003 წლის სასმელი წყლის უსაფრთხოების პლაკატი.

სასმელი წყლის ხარისხის პარამეტრები, როგორც წესი, დაყოფილია სამ კატეგორიად. ესენია:

  • ფიზიკური
  • ქიმიური
  • მიკრობიოლოგიური

ფიზიკურ და ქიმიურ პარამეტრებში შედის მძიმე ლითონები, ორგანული ნივთიერებები და სხვა მყარი მასალები, ხოლო მიკრობიოლოგიურ პარამეტრებში შედის ბაქტერიები, ბაქტერიების სპეციფიკური პათოგენური სახეობები (მაგალითად, ქოლერის გამომწვევი), ვირუსები და სხვა პარაზიტები.

ქიმიური პარამეტრების დაცვა ამცირებს დაბინძურების რისკს, თუმცა ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა ნიტრატები, ნიტრიტები და დარიშხანი, უფრო უშუალო გავლენას ახდენენ. ფიზიკური პარამეტრები მოიცავს სასმელი წყლის სულის, გარეგნობისა და გემოს კონტროლს.

მსოფლიოში, წყალი ყველაზე მეტად ბინძურდება კანალიზაციისგან, კერძოდ, ადამიანის ფეკალური პათოგენებისა და პარაზიტებისგან. 2006 წელს, წყლისგან გამოწვეული დაავადებებით 1,8 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 1,1 მილიარდ ადამიანს არ გააჩნდა სუფთა სასმელი წყალი.[30] მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, წყლის ერთადერთი წყაროა ჭები, წყაროები და ა.შ, რომლებიც ხშირად კანალიზაციითაა დაბინძურებული.

ასევე სხვადასხვა ტესტების თანახმად, 159 წყლის ნიმუშიდან, მათი 83% იყო დაბინძურებული პლასტმასური ბოჭკოებით.[31][32]

ლიტერატურა

  • The Chlorine Revolution: Water Disinfection and the Fight to Save Lives. ISBN 9781583219201
  • H2 Water 4 Life: The Simplest Solution for Optimum Health: Hydrogen Water Therapy (Black and White). ISBN 978-1721625482.
  • Water Quality & Treatment: A Handbook on Drinking Water (Water Resources and Environmental Engineering Series). ISBN 978-0071630115.
  • Your Body's Many Cries for Water. ISBN 978-0970245885.
  • A prepper's guide to the collection, treatment, and storage of drinking water while living off the grid. Page Numbers Source ISBN 1481269933.
  • Heinrich Sontheimer, Paul Spindler, Ulrich Rohmann: Wasserchemie für Ingenieure. DVGW-Forschungsstelle am Engler-Bunte-Institut der Uni Karlsruhe / ZfGW-Verlag, Frankfurt am Main 1980, ISBN 3-922671-00-4.
  • K-D. Henning, J. Degel, J. Klein, K.Knoblauch, Kohlenstoffhaltige Filtermaterialien für die Ein- und Mehrschichtfilteration. In: gwf-Wasser/Abwasser. 127 1986, H. 6, S. 275–282.
  • Thomas Rätz: Trinkwasser aus Waldgebieten. Wohlfahrtsökonomische Analyse am Beispiel des Pfälzerwaldes. Schriften aus dem Institut für Forstökonomie der Universität Freiburg, Band 6. Institut für Forstökonomie, Freiburg im Breisgau 1996, 161 (XII), ISBN 3-9803697-5-7 (Zugleich Dissertation an Universität Freiburg im Breisgau 1996).
  • Thomas Kluge, Engelbert Schramm: Wassernöte. Zur Geschichte des Trinkwassers. 2. Auflage, Volksblatt, Köln 1988, ISBN 3-923243-38-3.
  • Rolf Seyfarth, et al.: Kleines Lexikon zur Trinkwasser-Beschaffenheit. Oldenbourg, München 2000, ISBN 3-486-26474-5.
  • Hans W. Möller: Trinkwassergefährdung und Trinkwasserpolitik. Eine marktwirtschaftliche Konzeption des Trinkwasserschutzes. Nomos, Baden-Baden 2002, ISBN 3-7890-6378-9 (Zugleich Dissertation an der Universität Hohenheim 1999).
  • Karl Höll, Andreas Grohmann: Wasser – Nutzung im Kreislauf: Hygiene, Analyse und Bewertung. 8. Auflage. de Gruyter, Berlin, New York 2002, ISBN 3-11-012931-0.
  • Hermann H. Dieter: Kommentar zur Bewertung der Anwesenheit nicht oder nur teilbewertbarer Stoffe im Trinkwasser aus gesundheitlicher Sicht. In: Bundesgesundheitsblatt – Gesundheitsforschung – Gesundheitsschutz 2003 · 46, S. 245–248.
  • Giulio Morteani, Lorenz Eichinger: Arsen im Trinkwasser und Dearsenierung. Gesetzliche Vorschriften, Toxikologie, Hydrochemie. In: Wasser, Luft, Boden 2003, 48(6), S. 24–26, ISSN 0938-8303.
  • Martin Exner: Die infektionsepidemiologische Bedeutung von Helicobacter pylori mit besonderer Berücksichtigung von unbehandelten Brunnenwasser als Infektionsreservoir. In: Hygiene und Medizin 29(11), S. 418–422 (2004), ISSN 0172-3790.
  • Steffen Niemann, Olivier Graefe: Wasserversorgung in Afrika. In: Geographische Rundschau 58(2), S. 30–39 2006, ISSN 0016-7460.
  • Thomas Chatel: Wasserpolitik in Spanien – eine kritische Analyse. In: Geographische Rundschau 58(2), S. 20–29 2006, ISSN 0016-7460.
  • Thomas Kluge, Jens Libbe (Hrsg.): Transformation netzgebundener Infrastruktur. Strategien für Kommunen am Beispiel Wasser. Berlin 2006, ISBN 978-3-88118-411-3 (= Difu-Beiträge zur Stadtforschung, Band 45).
  • Thoralf Schlüter: Trinkwasserversorgung im internationalen Vergleich. Versorgungssituation, wasserwirtschaftliche Strukturen und Trinkwasserpreise. Diplomica, Hamburg 2006, ISBN 3-8324-9339-5.
  • Hans-Jürgen Leist: Wasserversorgung in Deutschland – Kritik und Lösungsansätze. Oekom, München 2007. ISBN 978-3-86581-078-6.
  • Jens Libbe und Ulrich Scheele: Räumliche Aspekte von Qualitäts- und Versorgungsstandards in der deutschen Wasserwirtschaft. In: Bundesamt für Bauwesen und Raumordnung (Hrsg.): Infrastruktur und Daseinsvorsorge in der Fläche. Informationen zur Raumentwicklung 1/2 2008, S. 101–112, ISSN 0303-2493.
  • Matthias Nast: Trinkwasser – Unser wichtigstes Lebensmittel. Ratgeber der Stiftung für Konsumentenschutz. Ott, Bern 2010, ISBN 978-3-7225-0118-5.
  • Matthias Maier, Volker Steck, Matthias Maier (Hrsg.): Trinkwasser : Lebensgrundlage einer jungen Stadt, herausgegeben vom Stadtarchiv Karlsruhe und von den Stadtwerken Karlsruhe, Info-Verlag, Karlsruhe 2015, ISBN 978-3-88190-830-6 (= Häuser- und Baugeschichte, Band 13).

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი