საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2004

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2004))

2004 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, ჩატარდა 2004 წლის 4 იანვარს. არჩევნებს წინ უსწრებდა ვარდების რევოლუცია და ედუარდ შევარდნაძის პოსტიდან გადადგომა. არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით დამთავრდა, მან ხმათა თითქმის 97% მიიღო.

2000 საქართველოს დროშა 2008
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
4 იანვარი, 2004
პრეზ. კანდიდატიმიხეილ სააკაშვილითეიმურაზ შაშიაშვილი
პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მოსახლეობის ხმები1,890,73936,716
პროცენტი96.24%1.87%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ნინო ბურჯანაძემიხეილ სააკაშვილი

საპრეზიდენტო არცევნების პარალელურად ტარდებოდა პარლამენტის მაჟორიტარი წევრების არჩევნები იმ 11 საარჩევნო ოლქში, რომელშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

საფუძველი

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა 23 ნოემბერს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, 45 დღეში დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

კანდიდატები

არჩევნებში მონაწილეობდა 6 კანდიდატი. მიუხედავად ამისა, არჩევნები არ ყოფილა კონკურენტული, რადგანაც მასში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფავორიტი, მიხეილ სააკაშვილი იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს ვარდების რევოლუციას ან დისტანცირებულნი იყვნენ მისგან, როგორებიც იყვნენ ახალი მემარჯვენეები, საქართველოს ლეიბორისტული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი, არ წარუდგენიათ საპრეზიდენტო კანდიდატები.

№ 1როინ ლიპარტელიანი - „დავით აღმაშენებლის პარტიის“ თავმჯდომარე, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი.
№ 2ქართლოს ღარიბაშვილი - ადვოკატთა პარტიის თავმჯდომარე, 1995 წლისა და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
№ 3ზურაბ ქელეხსაშვილი - პოლიტიკური ორგანიზაცია „მძლეველის“ კანდიდატი. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა, თუმცა მისი გვარი დარჩა საარჩევნო ბიულეტენებში.
№ 4თეიმურაზ შაშიაშვილი - შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეკავა იმერეთის მხარის გუბერნატორის პოსტი. ასოცირდებოდა შევარდნაძის პარტიასთან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან, თუმცა ოფიციალურად მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.
№ 5 მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი. მას მხარს უჭერდნენ ვარდების რევოლუციაში მონაწილე პარტიები: „ბურჯანაძე-დემოკრატები“, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია და „ტრადიციონალისტთა კავშირი“.
№ 6ზაზა სიხარულიძე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის კანდიდატი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა იგორ გიორგაძეს.

საარჩევნო პროცესი

საარჩევნო კამპანია უკიდურესად პასიური და მოვლენებით ღარიბი იყო. რამდენიმე კანდიდატმა განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხები, რათა დაემზადებინათ კამპანიის მასალები ან მოეწყოთ ღონისძიებები. სააკაშვილი, რომელიც ფავორიტად იყო აღიარებული, ფოკუსირებული იყო ხმის მიცემაში ფართო მონაწილეობის წახალისებაზე.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ადმინსიტრაციული რესურსები ზოგჯერ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, კერძოდ კი მისი საარჩევნო შტაბები განთავსებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ შენობებში (ყვარელი, ყაზბეგი, ახალქალაქი, ასპინძა), ასევე კამპანიის მასალები ზოგჯერ საჯარო შენობებში იყო გამოფენილი (გორი, კარალეთი, ახალქალაქი, ამბროლაური).

საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდობიანი იყო. გამონაკლისი იყო მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მმართველი ასლან აბაშიძე 28 დეკემბრამდე აცხადებდა, რომ არ დაუშვებდაარჩევნების ჩატარებას. მან აჭარის ტერიტორიაზე უკანონოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 იანვრამდე მოქმედებდა და ხელახლა იქნა გამოცხადებული 7 იანვარს.

შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 იანვარს დაამტკიცა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი და გამოაცხადა შედეგები:

კანდიდატიხმა%
მიხეილ სააკაშვილი1,890,73996,24
თეიმურაზ შაშიაშვილი36,7161,87
როინ ლიპარტელიანი5,1580,25
ზაზა სიხარულიძე4,7820,24
ქართლოს ღარიბაშვილი4,2220,21
ზურაბ ქელეხსაშვილი1,9080,1
სულ1,963,556100,0

სასამართლოებსა და საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. შედეგები გაუქმდა მთაწმინდის (N 40), მარნეულის (N 4, N 13 და N 22) და ოზურგეთის (N 23) საარჩევნო უბნებში მასშტაბური გაყალბების გამო. რადგან ამ გაუქმებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა საერთო შედეგებზე, ხელახალი ხმის მიცემა დანიშნული არ ყოფილა

შეფასება

ეუთოს დასკვნით, 2004 წლის 4 იანვარს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აღინიშნა შესამჩნევი პროგრესით წინა არჩევნებთან შედარებით და მიაახლოვა ქვეყანა ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასთან. განსხვავებით 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისაგან, ხელისუფლებამ გამოავლინა კოლექტიური პოლიტიკური ნება, ჩაეტარებინა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი.

ეუთომ ხაზი გაუსვა ზოგიერთ პრობლემატურ ტენდენციასაც: კერძოდ კი საარჩევნოადმინისტრაციაში არსებულ პოლიტიკურ დისბალანსს, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლში კვლავაც მოხდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა და ოქმების ჩასწორება.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი