სევანის ტბა

სევანი, გოქჩა[1], გოგჩა[2] [თურქ. „ლურჯი წყალი“] (სომხ. Սևանա լիճ), ქართულ წყაროებში გელაქუნი[3]ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი.

სევანი
სომხ. Սևան, Սևանա լիճ
კოორდინატები: 40°19′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 40.317° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 40.317; 45.350
მდებარეობასომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან1896 
ფართობი1200 კმ²
მოცულობა33,2 კმ³
საშუალო სიღრმე28,5 
მაქსიმალური სიღრმე78,4 
გამომდინარე მდინარერაზდანი
სევანის ტბა — სომხეთი
სევანის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი.

ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში — 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი, ბუნებრივი ეროვნული პარკი.

ქართულ წყაროებში მეტწილად ცნობილია როგორც გელაქუნის ტბა, გელაქუნის ზღვა ასევე გოგჩა. მოიხსენიება მხატვრულ ლიტერატურაშიც, მაგ.,ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში „გოგჩა".

გალერეა

ტბის სანაპიროს პანორამა ქალაქ სევანთან


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი