სპორტული სროლა

სპორტული სროლა ანუ იგივე სასროლო სპორტი არის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი რიგი დისციპლინები. ამ სახეობაში შედიან სპორტული შაშხანების, პისტოლეტების, მშვილდისა და არბალეტის მთელი რიგი კატეგორიები. ყველა დისციპლინას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები, მიუხედავად იმისა, სასროლო იარაღებს სამხედრო თუ სანადირო წარმომავლობა აქვთ, ისინი აბსოლუტურად გამოსადეგია სამოქალაქო სპორტულ ღონისძიებებში გამოსაყენებლად.

ჰეტი ჯონსონი, პნევმატური იარაღით.
აშშ, M1 Garand–ით სროლაში შეჯიბრი.
ვარჯიში პნევმატური პისტოლეტით სროლაში.
მოღუნული მშვილდით მიზანში სროლა.

ისტორია

ოლიმპიური წარსული

სპორტული სროლა ჯერ კიდევ პირველ, ათენის ოლიმპიადაზე 1896 წელს იქნა ოლიმპიურ დისციპლინად დადგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო, რომ ოლიმპიური თამაშების სულის ჩამდგმელი პიერ დე კუბერტენი თავად იყო პისტოლეტით მსროლელი. პროგრამაში ხუთი დისციპლინა შედიოდა, უმეტესწილად სამხედრო იარაღი გამოიყენებოდა. ჩატარდა ორი შაშხანის და სამი პისტოლეტის ჩემპიონატი.

ორგანიზაციები

საერთაშორისო სპორტული სროლის ფედერაცია

International Shooting Sport Federation (შემოკ. ISSF) არის უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტულ სროლაში. იგი აწყობს ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატებს და მსოფლიო თასებს, საიდანაც შემდგომ სპორტსმენები ოლიმპიურ ლიცენზიებს იღებენ. ISSF მოიცავს მხოლოდ შემდეგ სახეობებს: შაშხანა, თოფი და პისტოლეტი.

საერთაშორისო მშვილდოსნობის ფედერაცია

Fédération Internationale de Tir à l’Arc (შემოკ. FITA) არის უმაღლესი ორგანიზაცია მშვილდოსნობაში. იგი წარმართავს მსგავსად ISSF-სა მშვილდოსნობის ყველა ღონისძიებას.

იარაღი

საერთაშორისო დისციპლინები

ოლიმპიური დისციპლინები

ოლიმპიური დისციპლინები მოიცავს 6 სახეობის სხვადასხვა იარაღის სროლას სხვადასხვა სამიზნეებზე. მათ შორისაა: თავისუფალი პისტოლეტი (22 კალიბრი) 50მ; მაღალმგრძნობიარე პისტოლეტი (22 კალიბრი) 25მ; პნევმატური პისტოლეტი (0, 177 კალიბრი) 10მ; სტენდი (12 კალიბრიანი სანადირო თოფი); პნევმატური შაშხანა (0, 177 კალიბრი) 10მ; გრძელი შაშხანა (22 კალიბრი) 50მ და 300მ. საქართველოში პნევმატური და 22 კალიბრიანი შაშხანის დისციპლინები არ არსებობს.

მშვილდოსნობა

შაშხანა

შაშხანას დაახლოებით 700 წლიანი ისტორია აქვს. სპორტული დისციპლინაბი მოიცავს შემდეგ იარაღებს: პნევმატური, მცირეკლაბრიანი, მსხვილკალიბრიანი და სამსახურეობრივი. სასროლო მანძილების სიშორე დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე.

პისტოლეტი

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი