სტიმპანკი

სტიმპანკი (ინგლ. steampunk) — სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელიც თავის თავში მოიცავს ტექნოლოგიასა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას, შთაგონებულს XIX საუკუნის ინდუსტრიული ორთქლის მანქანებით.[1][2] როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა შეიქმნა 1980-იანი წლებში კიბერპანკის საპირწონედ[3] და თანდათანობით იქცა ხელოვნების ფორმად, კულტურულ მოძრაობად და სუბკულტურად.[4] ითვლება კიბერპანკის ყველაზე განთქმულ დისტრიბუტივად.[5]

სტიმპანკის სტილის ვიქტორიანული ეპოქის სამოსი.

როგორც წესი, სტიმპნაკის სიუჟეტი მოიცავს მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ან ამერიკის ველური დასავლეთის ალტერნატიულ ისტორიას, სადაც მასიურად გამოიყენება ორთქლის მანქანები და წარმოდეგენილია დამახასიათებელი ქალაქის პეიზაჟები და კონტრასტული სოციალური ფენები. შესაძლოა, სტიმპანკში, ასევე გაერთიანებული იყოს ფენტეზის,[6] საშინელებათა ლიტერატურის, ისტორიული პროზის, დეტექტივისა და ფანტასტიკის სხვა ჟანრების ელემენტები.

სტიმპანკზე შესამჩნევი გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის მწერლების, ჟიულ ვერნის, ჰერბერტ უელსის, მერი შელისა და ედვარდ სილვესტერ ელისის სამეცნიერო რომანებმა.[7] მიუხედავად იმისა, რომ 1960-1970-იან წლებში გამოცემული ბევრი ნაუმუშევარი მიიჩნევა სტიმპანკის ნიმუშებად, ტერმინი „სტიმპანკი“ წარმოიშვა 1980-იანი წლების ბოლოს, რომელიც პირველად იხმარა ამერიკელმა სამეცნიერო ფანტასტმა მწერალმა კევინ ჯეტერმა.

ჟანრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან: უილიამ გიბსონი, გორდონ დალკვისტი, კევინ ჯეტერი, ჯეიმზ ბლეილოკი, ჩაინა მიევილი, ბრიუს სტერლინგი და სკოტ ვესტერფელდი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი