სუბარქტიკული სარტყელი

სუბარქტიკული სარტყელი — გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, არქტიკულ (ჩრდილოეთით) და ზომიერ (სამხრეთით) სარტყლებს შორის. სუბარქტიკული სარტყელი ოკეანეში ყინულის სეზონური გავრცელების საზღვრის ფარგლებშია. ჰავა ცივია. ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 5-დან 10 °C-მდეა, ცივისა -5 °C (უკიდურეს დასავლეთში) -30, -40 და -50 °C-იც. ნალექები 300-500 მმ წელიწადში. თოვლის საბურველი 8 თვეზე დიდხანს დევს. გრუნტი დიდ სიღრმეზე იყინება. სარტყლის უფრო ცივ ნაწილში გამოიყოფა ტუნდრის ზონა, თბილში ტყეტუნდრის ზონა. ოკეანის წყლის ზედა ფენის ზაფხულის დადებითი ტემპერატურა, ჟანგბადით გაჯერება და ხანგრძლივი განათება ხელსაყრელ პირობებს ქმნის პლანქტონის განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ სარეწაო თევზისა და სხვა პირუტყვის სიმრავლეს განაპირობებს.

სუბარქტიკული მცენარეულობა კანადაში

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი