სამხრეთი

სამხრეთი (სამხრეთის წერტილი) — ჰორიზონტის ერთ-ერთი მთავარი წერტილი, სამყაროს სამხრეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება S ასოთი.

ჰორიზონტის წერტილი - სამხრეთი, რომელიც ქვემოთაა განთავსებული (S)

გეოგრაფიული ორიენტაცია

სამხრეთი წერტილი თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე, გამოისახება რუკის ქვემო ნაწილში, ე. ი. მის ქვედა მხარეზე ანუ სამხრეთით. სამხრეთის წერტილი რუკაზე დაგვეხმარება ქვეყნის ან რომელიმე პუნქტის ადგილმდებარეობის გამოსავლენად. ცალკეულ ქვეყანაში ხშირად ზუსტად შეგვიძლია გამოვყოთ სამხრეთის წერტილი (მხარე), რაც წარმოდგენას შეგვიქმნის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის გამოსარკვევად, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო რუკის სამხრეთ ზონაში იქმნება ე. წ. სამხრეთის ნახევარსფერო, რომელიც ეკვატორიდან სამხრეთით იწყება. მის შემადგენლობაშია სამხრეთი ამერიკის, აფრიკისა და აზიის კონტინენტების დიდი ნაწილები და აგრეთვე ანტარქტიკა.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე გლობუსი. ასეთ შემთხვევაში გლობუსზე „დამსხდარი“ ქვეყნისა (და წყლის) ნაწილები იქნება მის ქვედა ნაწილში, ე. ი. სამხრეთში.

ცალკეულ ქვეყანებში სხვა ჰორიზონტის ნაწილებთან ერთად გამოიყოფა სამხრეთი მხარეც. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს საქართველო.

საქართველოს რელიეფში მკაფიოდ გამოიყოფა სამხრეთი საქართველოს ბუნებრივი მხარე, რომელიც სპეციფიკური რელიეფით ხასიათდება და რომელშიც გამოვლინებულია ინდივიდუალური ბუნებრივი პირობები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მხარე მივიღოთ მხედველობაში როგორც ცალკე ბუნებრივი არე, რომელიც კავკასიონის მთავარი თხემიდან სამხრეთით მიდის. სამხრეთ საქართველოს ცალკე ინდივიდუალობას ამტკიცებს მისი განსაკუთრებული მდგომარეობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ლანდშაფტების სისტემაში.

სამხრეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები — აღმოსავლეთი და დასავლეთი, რომლებიც უფრო დეტალურად დაადგენენ მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში ამა თუ იმ ტერიტორიას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა


ჰორიზონტის მხარეები
 ჩრდილოეთი 
დასავლეთი აღმოსავლეთი
 სამხრეთი 
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი