სუქოტაის პროვინცია

სუქოტაი ( ტაი. สุโขทัย) — ტაილანდის სამოცდათექვსმეტი პროვინციიდან ( ჩანვატი ) ერთ- ერთი. ის მდებარეობს ტაილანდის ქვედა ჩრდილოეთ ნაწილში . მეზობელი პროვინციებია ფრაე, უტარადიტი, ფიცანულოკი, კამფენგ პეტი, თაკი და ლამპანგი . სუქოტაი ითარგმნება როგორც ,,ბედნიერების ცისკარი".

პროვინცია
სუქოტაის პროვინცია
ტაი. สุโขทัย,
დროშაგერბი


มรดกโลกล้ำเลิศ กำเนิดลายสือไทย เล่นไฟ ลอยกระทง ดำรงพระพุทธศาสนา งามตาผ้าตีนจก สังคโลก ทองโบราณ สักการ แม่ย่า พ่อขุน รุ่งอรุณแห่งความสุข
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Sukhothai Thani
შიდა დაყოფა Mueang Sukhothai, Ban Dan Lan Hoi, Khiri Mat, Kong Krailat, Si Satchanalai, Si Samrong, Sawankhalok, Si Nakhon და Thung Saliam
კოორდინატები 17°00′21″ ჩ. გ. 99°49′35″ ა. გ. / 17.00583° ჩ. გ. 99.82639° ა. გ. / 17.00583; 99.82639
ფართობი 6 596 კმ²
მოსახლეობა 597 257 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 91 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 055
საფოსტო ინდექსი 64
ოფიციალური საიტი sukhothai.go.th

ტოპონიმი

თანამედროვე პროვინციას სუქპტაი ეწოდა სუკოტაის სამეფოს პატივსაცემად, რომელიც ერთი პერიოდი ამ ტერიტორიას მართავდა. სამეფოს სახელი, თავის მხრივ, ნასესხებია სანსკრიტული ტერმინიდან, რაც ქართულად ,,ბედნიერების ცისკარს" ნიშნავს.

გეოგრაფია

სუხოტაის ისტორიული პარკის რუკა

სუხოტაი მდინარე იომის ხეობაში მდებარეობს, რომელიც თავის მხრივ ტაილანდის ქვედა ჩრდილოეთ ნაწილში გაედინება. პროვინციის დედაქალაქ სუქოტაი თანი 427 კილომეტტით ჩრდილოეთით მდებარეობს დედაქალაქ ბანგკოკიდან და 300 კილომეტრით სამხრეთით ჩიანგ მაიდან. პროვინცია მოიცავს დაახლოებით 6 596 კვადრატულ კილომეტრს.

ხაო ლუანგის ქედი პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ცნობილია თავისი ოთხი უმნიშვნელოვანესი მწვერვალით: ხაო ფუ ხა, ხაო ფრა მაე ია, ხაო ჩედი და ფა ნარაი. ეს მთები მდებარეპბს პროვინციის სამხრეთ ნაწილში, რამხამჰაენგის ეროვნულ პარკში . [1] სი სატჩანალაის ეროვნული პარკი მდებარეობს სუქოტაის ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც მოიცავს მთიანი ტყის რაიონებს და ფი პან ნამის მთათა სისტემას.

ისტორია

ფრა აჩანა - ვატ სი ჩუმის სამლოცველოში, სუხოტის ეროვნული ისტორიული პარკი

სუქოტაი იყო ქალაქი, რომელიც მე -13 საუკუნეში დაარსდა ქმმერების იმპერიის პერიოდში . ზუსტი წელი უცნობია, მაგრამ სამხატვრო ოფისის მონაცემებით, ეს იყო 1238 – დან 1257 წლამდე. ტრიტორია დაარსდა ფოხუნ სი ინთარათიტის მიერ, რომელიც წარმოადგენდა ტაიმის (სიამის) პირველ დამოუკიდებელ სამეფოს, რომელმაც შეძლო ქხმერების დამარცხება. სუქოტაიში ოქროს ხანა მათი მესამე ფესი, რამხამჰენგის დროს იყო, რომელსაც მიაწერენ რომელსაც დამსახურებულად ქმნიან ქმერულზე დაფუძვნებული ტაილანდური ანბანის, შექმნას. ეს ანბანი ტაილანდში დღესაც გამიყენება. [2] რამხამჰენგმა საფუძველი ასევე ჩაუყარა პოლიტიკას, მონარქიასა და რელიგიას, ასევე გააფართოვა მისი გავლენის წრე. მოგვიანებით სუქოტაიში მრავალი მეფე მოღვაწეობდა. პროვინცია ყველაზე ცნობილია სუხოტაის სამეფოს დედაქალაქ და ამავდროულდა ისტორიული ქალაქ სუხოტაით . ეს დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული ახალი სუქოტაის ქალაქიდან. სუქოტიდან არც ისე შორს მდებარეობს სი სატჩანალაის ისტორიული პარკი და კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიული პარკი . ორივე მათგანი ქალაქებს წარმოადგენდა ყოფილ სუქოტაის სამეფოში იყო.

პროვინცია თავიდან სავანხალოკის სახელით იყო ცნობილი; სახელწოდება სუქოტაი კი 1939 წელს დაერქვა. [3]

ენა

სუხოტაის მკვიდრნი დღემდე ლაპარაკობენ ტაიის სუხოტის დიალექტზე, რომელიც ე სუხოთაის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოადგენს ენას. ეს დაახლოებით 700 წლის წინ ჩამოყალიბდა. სუქოტაის დიალექტი მკაფიოდ განსხვავდება ცენტრალური ტაისაგან, როგორც ბგერით, ასევე ლექსიკით და ითვლება, რომ ტონის სტრუქტურით ის პროტო-ტაის (თანამედროვე ტაილანდურის წინაპარი) მსგავსია. [4] პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში სი სატჩანალაისა და თუნგ სალიამის რაიონების მკვიდრნი დღესაც ძირითადად ლაპარაკობენ ხამ მუანგზე (ასევე ცნობილი როგორც ჩრდილოეთ ტაილანდური ენა ).

სიმბოლოები

პროვინციის გერბზე გამოსახულია დიდი მეფე რამ ხამჰაენგი, რომელიც ზის მანაგხასილა ასანას ტახტზე. ითვლება, რომ მეფე რამხამჰენგის დროს სუხოტის სამეფო აყვავდა.[5]

მეფე რამხამჰენგის ძეგლი

პროვინციული ხეა აფზელია ქსილოკარპა, ხოლო პროვინციული ყვავილი არის ლოტოსი ( Nymphaea lotus ).

პროვინციული ლოზუნგია: ,,ეროვნული მემკვიდრეობის და სიამაყის წყარო, ტაილანდური ანბანის სამშობლო, ფეიერვერკი ლოი კრათონგის ფესტივალი, ბუდიზმის დამცველი, ტეენ ჯოკის ქსოვილები, უძველესი ოქროს ჭურჭელი, დიდებული რამხამჰაენგის დედის წმინდა გამსახულება, ბედნიერების გამთენებელი ”.

ტრანსპორტი

საჰაერო

სუხოტის აეროპორტი მდებარეობს სავანხალოკის რაიონში, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში. ამ აეროპორტიდან ფრენები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება ბანგკოკის მიმართულებით.

სარკინიგზო

სუხოტაის სარკინიგზო სისტემა არის სავანხალოკის ხაზის ნაწილი, რომელიც ჩიანგ მაის ძირითადი ხაზიდან იყოფა და ბან დარას ხაზს უერთდება.

სონგთაევ სონგთაევსი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული ფორმა ახალ სუქოტაისა და სოფლებში. უფრო დიდი ზომის სონგთაევსები პროვინციის ძველ და ახალ დედაქალაქებს აკავშირებს.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი