ჯონი დეპი

ჯონ კრისტოფერ „ჯონი“ დეპი II (ინგლ. John Christopher "Johnny" Depp II; დ. 9 ივნისი, 1963[1]) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამპ-სტრიტი 21“. ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი“ (1990), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), „რანგო“ (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში (2003-დღემდე).

ჯონი დეპი

ჯონი დეპი 2020 წელს
დაბადების სახელი ჯონ კრისტოფერ დეპი II
დაბადების თარიღი 9 ივნისი, 1963 (1963-06-09) (60 წლის)
ოუენსბორო, კენტუკის შტატი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, სცენარების ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, მუსიკოსი
აქტიური 1984 – დღემდე
მეუღლე(ები) ლორი ენ ელისონი (1983-1985)
პარტნიორ(ებ)ი
შვილ(ებ)ი ლილი-როუზ დეპი
ჯონ კრისტოფერ დეპ III
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

2007 — სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან

ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003). ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ (2003, 2009).[2] 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.[3]

ადრეული წლები

ჯონ კრისტოფერ დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში .[1] მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი.[4] ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.[5]

მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.[5]

1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.[5]

სამსახიობო კარიერა

ტელევიზია

ჯონი დეპი 1992 წლის კანის კინოფესტივალზე

ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამპ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა.[6] სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია.[6] მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.

კინოროლები

ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა.[6] მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.[6]

დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003),[7] რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.

2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.[8]

ჯონი დეპის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში

ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მკვდრის სკივრი“ (2006), „მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.[9]

2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსი მოიგო.

საპროდიუსერო კომპანია

2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია.[10] კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, 2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.

პირადი ცხოვრება

ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს.[11] მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).[13]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1984 საშინელება თელების ქუჩაზე A Nightmare on Elm Streetგლენ ლენცი
1985 პირადი კურორტი Private Resortჯეკ მარშალი
1986 ნელი წვა Slow Burnდონი ფლაშერი
1986 ოცეული Platoonლერნერი
1987–1990 ჯამპ-სტრიტი 21 21 Jump Streetოფიცერი ტომას ჰენსონი
1990 მაკრატელისხელება ედვარდი Edward Scissorhandsმაკრატელისხელება ედვარდი
1993 არიზონას ოცნება Arizona Dreamაქსელ ბლეკმარი
1993 ბენი და ჟუნი Benny & Joonსემი
1994 ედ ვუდი Ed Woodედ ვუდი
1995 დონ ჟუან დემარკო Don Juan DeMarcoდონ ჟუანი/ჯონ რ. დემარკო
1998 ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში Fear and Loathing in Las Vegasრაულ დუკი
1999 მეცხრე კარიბჭე The Ninth Gateდინ კორსო
2000 შოკოლადი Chocolat როუქსი
2000 სანამ დაღამდება Before Night Fallsბონ ბონი
2003 ერთხელ მექსიკაში Once Upon a Time in Mexicoშელდონ სენდსი
2003 კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearlჯეკ ბეღურა
2004 ჯადოსნური ქვეყანა Finding Neverlandჯეიმზ მეთიუ ბარი
2005 ჩარლი და შოკოლადის ქარხანა Charlie and the Chocolate Factoryვილი ვონკა
2005 პატარძალი-გვამი Corpse Brideვიქტორ ვან დორტი
2005 კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი Pirates of the Caribbean: Dead Man's Chestჯეკ ბეღურა
2007 კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრულთან Pirates of the Caribbean: At World's Endჯეკ ბეღურა
2007 სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Streetსუინი ტოდი/ბენჯამინ ბარკერი
2009 დოქტორ პარნასის წარმოსახვა The Imaginarium of Doctor Parnassusტონის ტრანსფორმაცია
2009 საზოგადოების მტრები Public Enemiesჯონ დილინჯერი
2010 ალისა საოცრებათა ქვეყანაში Alice in Wonderlandშეშლილი მექუდე
2010 ტურისტი The Touristფრენკ ტუპელო
2011ანფ რანგო Rangoრანგო
2011 კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე Pirates of the Caribbean: On Stranger Tidesჯეკ ბეღურა
2011 ჯეკი და ჯილი Jack and Jillსაკუთარი თავი
2011 რომის დღიური The Rum Diaryპოლ კემპი
2012 ჯამპ-სტრიტი 21 21 Jump Streetოფიცერი ტომას ჰენსონი
2012 ბნელი ჩრდილები Dark Shadowsბარნაბას კოლინსი
2013 მარტოხელა რეინჯერი The Lone Rangerტონტო
2014 ტრანსცენდენცია Transcendenceდოქტორი უილ კასტერი
2016 ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინიFantastic Beasts and Where to Find Themგილერტ გრინდელვალდი
2019 ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვანდის დანაშაულიFantastic Beasts: The Crimes of Grindelwaldგელერტ გრინდელვანდი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი