უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია

უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია (უკრ. Українська радянська енциклопедія, УРЕ) — მრავალტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია უკრაინის შესახებ. გამოდიოდა უკრაინის სსრში. პირველი საბჭოთა რესპუბლიკური ენციკლოპედიაა.

უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია, I ტომი

ისტორია

«უკრაინის საერთო ენციკლოპედიის» პირველი ტომის გამოსვლის შემდეგ (უკრ. Українська Загальна Енциклопедія) ლვოვში (1930) დიდი ”უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის” (უსე) გამოშვების ინიციატივით ნიკოლაი სკრიპნიკი გამოვიდა. მისი წარმომადგენლობით, ხარკოვში, უსე-ის სარედაქციო კოლეგია შეიქმნა. სათანამშრომლოდ 100-მდე სპეციალისტი იქნა მიწვეული. დაგეგმილი 20 ტომიდან მომზადდა - სამი. პირველი ტომის ბეჭდვა 1933 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა მთავლიტმა გამოცემა აკრძალა მეტისმეტი ეროვნულობის გამო. იმავე წელს სკრიპნიკმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული მასალები გაანადგურეს, ხოლო 1934 წლის ნოემბერში უსე-ის რედაქცია დაითხოვეს.

ომის შემდგომ უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციის აღდგენის საკითხი კვლავ დადგა. მუშაობა კი მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ განახლდა. ამავე სახელწოდების გამომცემლობა (უკრაინის საბჭოთა ენციკლოპედია) საგანგებოდ შეიქმნა, რომელმაც ამის შემდეგ უკრაინისადმი მიძღვნილი არაერთი ენციკლოპედიური პერიოდიკა გამოსცა. უსე 1959—1965 და 1974—1985 წლებში ორჯერ გამოიცა, (პირველი — ორსვეტიან 17 ტომად, მეორე — სამსვეტიან 12 ტომად). ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო მწერალი მიკოლა ბაჟანი.

აღწერილობა

ფაქტებისა და დეტალების გადმოცემისას კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა შეინიშნება. ასევე გამოდიოდა ”უსე”-ის პირველი გამოცემის ინგლისური და რუსული თარგმანები, ხოლო მეორე გამოცემა სრულად ითარგმნა რუსულად.

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

დედნისეული დასახელებაქართული დასახელებატომთა რაოდენობაგამოცემის წლები
Українська радянська енциклопедіяუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია171927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедиясиუზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია141971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարանსომხური საბჭოთა ენციკლოპედია131974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыяბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია121969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაქართული საბჭოთა ენციკლოპედია121975—1987
Latvijas padomju enciklopēdijaლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია111981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасыაზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია101976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясыყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია101972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedijaლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია131976—1985
Түркмен совет энциклопедиясыთურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია101974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэმოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია81970—1981
Энциклопедияи советии тоҷикტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია81978—1988
Eesti nõukogude entsüklopeediaესტონური საბჭოთა ენციკლოპედია8 ; 10+51968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясыყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია61976—1980
Сибирская советская энциклопедияციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია4(დაგეგმ: 6)1929—1933

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი