ფანტაზია (მუსიკოსი)

ფანტაზია მონიკა ბარინო-ტეილორი (ინგლ. Fantasia Monique Barrino-Taylor; დ. 30 ივნისი, 1984, ჰაი-პოინტი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 2004 წელს, როდესაც მოიგო American Idol-ის მესამე სეზონი. მისი ჯილდოები მოიცავს ბილბორდის ორ მუსიკალურ ჯილდოს და გრემის ჯილდოს. ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და ამერიკული მუსიკალური ჯილდოს ნომინაციები.

ფანტაზია

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფანტაზია მონიკა ბარინო-ტეილორი
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1984 (1984-06-30) (39 წლის)
დაბ. ადგილი High Point
წარმოშობა ჰაი-პოინტი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, გოსპელი, ჰიპ-ჰოპი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • J
  • 19
  • RCA
  • Concord
  • Rock Soul Inc.
საიტი fantasiaofficial.com
ფანტაზია ვიკისაწყობში

ბარინოს სადებიუტო ალბომმა „Free Yourself“ (2004), მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) და მოიპოვა გრემის ჯილდოს სამი ნომინაცია. ამის შემდეგ გამოუშვა ჰიტ სინგლი „When I See U" და მეორე ალბომი Fantasia (2006). 2007 წელს ჩაწერა დუეტი „Put You Up on Game" არეთა ფრანკლინთან ერთად. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა ალბომები Back to Me (2010) და Side. Effects of You (2013). ორივე ალბომმა ბილბორდ 200-ში მეორე ადგილი დაიკავა. სინგლმა „Bittersweet" მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში 2011 წელს.

ბარინომ გამოუშვა New York Times-ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფია Life Is Not a Fairy (2005). 2007 წელს ითამაშა ბროდვეის მიუზიკლში The Color Purple. მან ასევე ითამაშა მიუზიკლის 2023 წლის კინოადაპტაციაში, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.[1][2]

ადრეული ცხოვრება

ბარინო დაიბადა და გაიზარდა ჰაი-პოინტში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მან სიმღერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა ენდრიუს საშუალო სკოლაში, თუმცა მალევე მიატოვა სწავლა. 16 წლის ასაკში დაორსულდა და 2001 წლის 8 აგვისტოს ქალიშვილი შეეძინა.[3]

კარიერა

ბარინო ცნობილი გახდა 2004 წელს American Idol-ის მესამე სეზონში გამარჯვების შემდეგ. მალევე მან კონტრაქტი გააფორმა J Records-სა და 19 Entertainment-თან.

მისი სადებიუტო სინგლი, „I Believe" გამოვიდა 2004 წლის ივნისში. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში. „I Believe" ზედიზედ თერთმეტი კვირა იყო ჩარტში და გახდა 2004 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი აშშ-ში.[4][5] მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი „Free Yourself" გამოვიდა 2004 წლის ნოემბერში. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მერვე ადგილზე გავიდა და მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). ასევე ალბომმა დაიმსახურა გრემის ჯილდოს სამი ნომინაცია.

2005 წელს გამოუშვა New York Times-ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტობიოგრაფია Life Is Not a Fairy. 2006 წლის აგვისტოში წიგნის შესახებ გადაიღეს ფილმი, სადაც მუსიკოსი საკუთარ თავს განასახიერებდა. პირველივე კვირაში ფილმს ცხრა მილიონმა ადამიანმა უყურა. ბარინოს მეორე ალბომი “Fantasia“ გამოვიდა 2006 წლის დეკემბერში.[6] ნამუშევარმა მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). ალბომში შედიოდა სინგლი „When I See U", რომელიც რვა კვირის განმავლობაში ლიდერობდა ბილბორდის რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპის ჩარტში. ასევე მუსიკოსმა გამოუშვა კიდევ ორი სინგლი „Hood Boy" და „Only One U".[7] 2006 წლის შემოდგომაზე მან თანამშრომლობდა The Clark Sisters-თან და ჩაწერა სიმღერა „Endow Me". 2007 წელს ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი „Put You Up on Game" არეთა ფრანკლინთან ერთად.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუსიკოსს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის გრემის ჯილდო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში 2011 წელს სიმღერისთვის „Bittersweet" და ბილბორდის ორი მუსიკალურ ჯილდო. მან ითამაშა ბროდვეის მიუზიკლში „The Color Purple" 2007 წელს.[8] ამისთვის მუსიკოსმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ასევე გამოჩნდა რეალით შოუში „Fantasia for Real", რომლის პრემიერა შედგა VH1-ზე 2010 წლის იანვარში. მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი, „Back to Me", გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში.[9] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მეექვსე ადგილზე გავიდა.

მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „Side Effects of You", გამოვიდა 2013 წლის 23 აპრილს.[10] ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.

2016 წლის 29 ივლისს გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი, „ The Definition Of...".[11] ის ბილბორდ 200-ში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტის სათავეში მოხვდა. 2017 წელს გამოვიდა მუსიკოსის საშობაო ალბომი „Christmas After Midnight". ფანტაზიას მეშვიდე სტუდიური ალბომი, „Sketchbook", გამოვიდა 2019 წლის 11 ოქტომბერს, თუმცა ნამუშევარს კომერციული წარმატება არ ხვდა წილად.[12]

2023 წლის გადაიღეს მიუზიკლ The Color Purple-ის კინოადაპტაცია, რისთვისაც ფანტაზიამ მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.[13][14][15][16]

დისკოგრაფია

  • Free Yourself (2004)
  • Fantasia (2006)
  • Back to Me (2010)
  • Side Effects of You (2013)
  • The Definition of... (2016)
  • Christmas After Midnight (2017)
  • Sketchbook (2019)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი