ფაღარათი

ფაღარათი, იგივე დიარეა (ბერძ. διά-ρροια — „სითხის დაღვრა“) — თავდაცვითი ხასიათის კლინიკური სიმპტომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობისას ნაწლავები ცდილობენ განავალი სასწრაფოდ გამოდევნონ ორგანიზმიდან და ასე მოიცილონ მავნე აგენტი, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ხელს უშლის საჭმლის ნორმალურ მონელებას. ამ დროს იცვლება განავლოვანი მასების მოცულობა და კონსისტენცია. ფაღარათის დროს განავლოვანი მასების გადაადგილების სიჩქარე და ორგანიზმიდან მათი საბოლოოდ გამოდევნის დრო იცვლება, 18-22 საათის ნაცვლად საკვები ნაწლავებში 15-20 წუთს რჩება და მიღებიდან საშუალოდ 2-4 საათის შემდეგ თხიერი განავლის სახით გამოიყოფა. ფაღარათის დროს განავალი თხიერი იმიტომ არის, რომ დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რომლის შეწოვაც ნაწლავებმა სწრაფი მოქმედების გამო ვერ მოასწრო.

ფაღარათის ფორმები

ფაღარათს რამდენიმე მიზეზი და განვითარების მექანიზმი აქვს. მიმდინარეობაც სხვადასხვაგვარია, ამიტომ მისი კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და დროის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფაღარათს. მწვავეა ფაღარათი, რომელიც 2-3 კვირამდე გასტანს. 2-3 კვირაზე მეტხანს მიმდინარე ფაღარათს ქრონიკულს უწოდებენ.

მიზეზის მიხედვით განარჩევენ ინფექციურ და არაინფექციურ ფაღარათს. ინფექციური ფაღარათი გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით (ენტეროვირუსები), პროტოზოული ორგანიზმებითა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებით. არაინფექციურ ფაღარათს იწვევს მედიკამენტები, რენტგენის გამოსხივება და რადიაცია, ალკოჰოლიზმი, ფსიქოემოციური მოშლილობანი, ენდოკრინული დაავადებანი, სიმსივნეები და საკვებისმიერი ალერგია.

ლიტერატურა

  • წიგნი ჯანმრთელობაზე: გასტროენტეროლოგია, ტ. 3, თბილისი: პალიტრა L, 2023. — გვ. 109-110, ISBN 9789941355462.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი