ფეთქებადი ნივთიერება

ფეთქებადი ნივთიერება — ნივთიერება, რომელსაც გააჩნია პოტენციური ენერგეტიკული რესურსი, რომელიც გამოთავისუფლდება აფეთქების შედეგად სინათლის, წნევის, სითბოს ან ხმის სახით. ასაფეთქებელი მასალის დამზადება შესაძლებელია ერთი ნივთიერებით, ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა ნივთიერებების შერევით.

სხვადასხვა ტიპის აფეთქება

პოტენციური ენერგიის მქონე ფეთქებადი მასალების სახეები:

ისტორია

ფეთქებადი ნივთიერებების ისტორია მოდის დენთის [1][2] დამზადებიდან. მეცხრე საუკუნეში ტანის დინასტიის დროს ჩინელმა ალქიმიკოსებმა აღმოაჩინეს დენთის დამზადების ხერხი[3]. დენთი შეიცავდა ნახშირს, გვარჯილას და გოგირდს. პირველად ჩინელებმა დენთი ბრძოლაში გამოიყენეს 1161-წელს[4][5][6].

პირველი ასაფეთქებელი რომელიც ბევრად ძლიერი იყო დენთზე აღმოჩენილი იქნა 1847-წელს ეს ნივთიერება იყო ნიტროგლიცერინი, ნიტროგლიცერინი მკვეთრად არასტაბილური სითხე იყო ამიტომაც მისი ჩანაცვლება მოხდა ნიტროცელულოზით რომელსაც უკვამლო დენთს უწოდებენ. შემდგომში ალფრედ ნობელმა შეიმუშავა დინამიტის დამზადების ხერხი, რამაც აფეთქება მართვადი გახადა.

მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ამონიუმის პიკრატი, ტრინიტროტოლუოლი, პენტაერიტრიტოლის ტეტრანიტრატი, ბარატოლი (ბარიუმის ნიტრატი და TNT), ამატოლი (ამონიუმის ნიტრატი და TNT), მინოლი (40% TNT, 40% ამონიუმის ნიტრატი, 20% ალუმინის ფხვნილი), ოქტოლი (75% ციკლოტეტრამეთილენ-ტეტრანიტრამინი, 25% TNT) და სხვა.

დღეისათვის ეს ნივთიერებები შეცვალა სხვა ასაფეთქებლებმა როგორიცაა C-4 და PETN (პენტაერიტრიტოლის ტეტრანიტრატი), ისინი წყლის მიმართ მდგრადები არიან[7].

მიღება

აცეტონის პეროქსიდები (დიმერი და ტრიმერი )

სუფთა ნივთიერებები-შეიცავენ მხოლოდ ერთ ნივთიერებას ყოველგვარი მინარევის გარეშე.

  • ნიტროგლიცერინი — მკვეთრად არასტაბილური თხევადი ნივთიერება.
  • აცეტონის პეროქსიდი — მკვეთრად არასტაბილური ორგანული პეროქსიდი.
  • ტრინიტროტოლუოლი — ყვითელი კრისტალი შესაძლებელია მისი გადადნობა ისე რომ არ აფეთქდეს.
  • ცელულოზას ნიტრატი — ნიტრირებული პოლიმერი შეიძლება იყო ან არ იყო ძლიერ ფეთქებადი ეს დამოკიდებულია ნიტრატის შემცველობასა და გარემოზე.

ნარევი

იმისათვის, რომ მიღებული იქნას ფეთქებადი ნარევი საჭიროა ეს ნარევი შეიცავდეს მჟანგავს და საწვავს წინააღდეგ შემთხვევაში აფეთქება არ მოხდება.მაგ;საწვავია ის რაც იწვის მჟანგავი კი თხევადი ან აირადი ჟანგბადი.

  • დენთი — 75% კალიუმის ნიტრატი, 15% ნახშირი და 10% გოგირდი.
  • ნათელი ფხვნილი — შეიცავს მეტალებს, როგორიცაა ალუმინი და მაგნიუმი და ძლიერ მჟანგავ ნივთიერებებს — კალიუმის ქლორატს ან პერქლორატს.
  • ამონალი — მის შემადგენლობაშია 65% ამონიუმის ნიტრატი, 17% ალუმინის ფხვნილი, 15% ტრინიტროტოლუოლი (TNT) და 3% ნახშირი[8].
  • ამსტრონგის ნარევი — შედგება კალიუმის ქლორატისა და წითელი ფოსფორისაგან
  • თხევადი ჟანგბადის და ორგანული ნივთიერებების ნარევები.
  • ორგანული ნივთიერებების და დიაზოტის ტეტროქსიდის ნარევები.

ფეთქებადი ნივთიერებების სია

აცეტილიდები

სპილენძ(I)-ის აცეტილიდი
  • ვერცხლის აცეტილიდის მიღება
2 AgNO3 (თხ) + C2H2 (აირ) → Ag2C2 (მყ) + 2 HNO3 (თხ)
  • სპილენძ(I)-ის აცეტილიდის მიღება.[9]
C2H2 + 2 CuCl → Cu2C2 + 2 HCl
  • დიქლოროაცეტილენი (DCA[10]) - მისი ფორმულაა C2Cl2 და არის პიროფალური.

ფულმინატები

ვერცხლის ფულმინატი
4 Hg(CNO)2 → 2 CO2 + N2 + HgO + 3 Hg(OCN)CN
Hg(CNO)2 → 2 CO + N2 + Hg
Hg(CNO)2 → :Hg(OCN)2 (ციანატი ან იზოციანატი)
2 Hg(CNO)2 → 2 CO2 + N2 + Hg + Hg(CN)2 (ვერცხლისწყალ(II)-ის ციანიდი)
  • პლატინის ფულმინატი - პირველი ფეთქებადი ფულმინატის მარილი რომელიც აღმოაჩინეს.აღმოაჩინა ედმუნდ დევიმ[11][12][13].
  • ვერცხლის ფულმინატის მიღება.

რეაქცია უნდა მიმდინარეობდეს სიფრთხილით რათა თავიდან იქნას აცილებული აფეთქება[14].

4 Ag2CO3 + 4 NH3 → 4 AgCNO + 6 H2O + 4 Ag + O2

ნიტრო

ნიტროგუანიდინი

აზოტშემცველი ფეთქებადი ნივთიერებები იყოფა ჯგუფებად; მონონიტრო ნივთიერებებია:

  • ნიტროგუანიდინი (NH2)2CNNO2)
  • ნიტროეთანი C(2H5NO2)
  • ნიტრომეთანი CH3NO2
  • 1-ნიტროპროპანი ან 2-ნიტროპროპანი C3H7NO2
  • ნიტრო შარდოვანა (CH3N3O3)

დინიტრო ნივთიერებებია:

  • დიაზონიტროფენოლი (C6H2N4O5)
  • დინიტრობენზოლი (C6H4N2O4)
  • ჰექსანიტროდიფენილამინი (C12H5N7O12)
  • 2,4-დინიტროფენილჰიდრაზინი (C6H3(NO2)2NHNH2)
1,3,5-ტრინიტრო-1,3,5-ტრიაზინანი

ტრინიტრო ნივთიერებებია:

  • ტრინიტროტოლუოლი (C6H2(NO2)3CH3).
  • ტრინიტროფენოლი (O2N)3C6H2OH.
  • 1,3,5-ტრინიტრო-1,3,5-ტრიაზინანი[15](O2NNCH2)3.
  • ტყვიის სტრიპნატი C6HN3O8Pb
  • ტყვიის პიკრატი Pb(C6H2(NO2)3O)2.

ტეტრანიტრო:ტეტრილი მეორენაირად 2,4,6-ტრინიტროფენილმეთილნიტრამინი (C7H5N5O8). უკეთ ფეთქდება ამონიუმის პიკრატის თანაობისას[16].ოქტანიტრო:

  • ოქტანიტროკუბანი C8(NO2)8 ისეთივე ფეთქებადი ეფექტი აქვს როგორც TNT-ის[17].

ნიტრატები

მეთილამონიუმის ნიტრატი

მონონიტრატებია:

  • ამონიუმის ნიტრატი NH4NO3
  • ბარიუმის ნიტრატი BaNO32.
  • მეთილამონიუმის ნიტრატი H6N2O3.
  • ნატრიუმის ნიტრატი (ჩილეს გვარჯილა[18] ) NaNO3
  • შარდოვანას ნიტრატი CH5N3O4.

დინიტრატებია:

ტრიეთილენის გლიკოლ დინიტრატი
  • დიეთილენის გლიკოლ დინიტრატი C4H8N2O7 გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს[19].
  • ტრიეთილენ გლიკოლ დინიტრატი C6H12N2O8 არის ყვითელი ზეთისებრი სითხე[20].

ტრინიტრატებია:

ტეტრანიტატებია:

  • ერიტრიტოლის ტეტრანიტრატი C4H6N4O12[21]
  • პენტაერიტრიტოლის ტეტრანიტრატი C5H8N4O12 არის თეთრი მყარი კრისტალური ნივთიერება[22].
    ტეტრანიტრატოქსინახშირბადი.შავი-ნახშირბადი; წითელი-ჟანგბადი; ლურჯი-აზოტი
  • ტეტრანიტრატოქსინახშირბადი

პენტანიტრატია:

  • ქსილიტოლის პენტანიტრატი C5H7N5O15.

ჰექსანიტრატებია:

  • ცელულოზას ჰექსანიტრატი
  • მანიტოლის ჰექსანიტრატი C6H8N6O18.გამოიყენება ნარევის სახით უმატებენ PETN და RDX-ს[23].

ამინები

მონოაზოტის შემცველებია:

  • აზოტის ტრიბრომიდი NBr3.- ნივთიერება რომელიც ფეთქდება -100 °C[24].
  • აზოტის ტრიქლორიდი NCl3.
  • აზოტის ტრიოდიდი NI3.არის ორგანული გამხსნელი[25].
  • ვერცხლის ნიტრიდი[26] Ag3N-ერთი აზოტის მოლეკულას უკავშირდება მეტალი ვერცლის 3 ატომი.არის შავი და ძლიერ ეთქებადი როგორც უმრავლესი ნიტრიდები.
  • დიამინი არის მაგალითად დიგოგირდის დიაზოტი S2N2
    15 გრამი აზოტის ტრიოდიდის აფეთქება

აზიდები მეტად ფეთქებად ნივთიერებებს წარმოადგენენ აზიდი აუცილებლად შეიცავს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ 3 აზოტის იონს მაგალითად:

  • ციანოგენის აზიდი — სითხე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე და იხსნება ბევრ ორგანულ გამხსნელებში[27][28][29].
  • ქლორის აზიდი (ClN3) მეტად არასტაბილური შესაძლებელია აფეთქება მოხდეს ნებისმიერ ტემპერატურაზე[30].
  • ეთილის აზიდი ფეთქდება თუ გაცხელება მოხდა ოთახის თემპერატურამდე[31][32].
  • ფტორის აზიდი FN3[33].

ტეტრამინია:

  • ტეტრაზინი N4H4. მას გააჩნია 11 იზომერი[34], ყველაზე სტაბლური იზომერია 2-ტეტრაზინი.
პენტაზენიუმი

პენტამინია:

ოქტამინია მაგალითად, ოქტააზაკუბანი, რომელიც შედგება რვა აზოტის მოლეკულისაგან და ქმნიან ფიგურა კუბის ფორმას მისი ფორმულა არის N8. გამოიყენება სარაკეტო საწვავში[35].

ოქსიდები

ოქსიდებიდან ფეთქებადია ქსენონის ჟანგბად ნაერთები:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი