ფენიქსის კუნძულები

ფენიქსის კუნძულები (ინგლ. Phoenix Islands) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, შედგება 8 ატოლისაგან და 2 წყალქვეშა რიფისაგან. ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას.

ფენიქსის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Phoenix Islands

ფენიქსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 3°40′ ს. გ. 172°20′ დ. გ. / 3.667° ს. გ. 172.333° დ. გ. / -3.667; -172.333
კუნძულთა რაოდენობა 8
მთავარი კუნძული აბარირინგა (კანტონი)
ფართობი 27,92 კმ²
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 31 (2010)
სიმჭიდროვე 1,11 ად. /კმ²

არქიპელაგის დასავლეთით მდებარეობს გილბერტის კუნძულები, აღმოსავლეთით — ლაინის კუნძულები (ცენტრალური პოლინეზიის სპორადები).

გეოგრაფია

კუნძულების მცენარეულობა მსგავსია მეზობელი გილბერტისა და ლაინის კუნძულების მცენარეულობისა: ქოქოსის პალმები (ზოგიერთ კუნძულზე იყო პლანტაციები), ლათ. Messerschmidia argentea და სხვა ბალახოვანი მცენარეები. ძუძუმწოვრებიდან კუნძულებზე ბინადრობენ ადამიანის მიერ აქ შემოყვანილი მხოლოდ პოლინეზიური ვირთხები. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით. ფენიქსის კუნძულების ბევრ კუნძულზე ბუდობენ ზღვის ფრინველები. კუნძულები ბირნი, მაკ-კინი და რავაკი (ფენიქსი) ზღვის ნაკრძალია.

ფენიქსის კუნძულები 2008 წლის 28 იანვრიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ზღვის ნაკრძალია (ფართობი შეადგენს 410 500 კმ²-ს)[1]. 2010 წელს მისი ტერიტორია იუნესკომ გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობად.

ატოლი/კუნძული/რიფიკუნძულის ფართობი,
კმ²
ლაგუნა,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010)
კოორდინატებისტატუსი
ატოლები
აბარირინგა (კანტონი)9,1550312°50′ ს. გ. 171°43′ დ. გ. / 2.833° ს. გ. 171.717° დ. გ. / -2.833; -171.717კირიბატი
ბირნი0,20,02*3°35′ ს. გ. 171°31′ დ. გ. / 3.583° ს. გ. 171.517° დ. გ. / -3.583; -171.517კირიბატი
მაკ-კინი0,570,2*3°36′ ს. გ. 174°08′ დ. გ. / 3.600° ს. გ. 174.133° დ. გ. / -3.600; -174.133კირიბატი
მანრა (სიდნი)4,42,2*4°27′ ს. გ. 171°15′ დ. გ. / 4.450° ს. გ. 171.250° დ. გ. / -4.450; -171.250კირიბატი
ნიკუმარორო (გარდნერი)4,144°40′ ს. გ. 174°31′ დ. გ. / 4.667° ს. გ. 174.517° დ. გ. / -4.667; -174.517კირიბატი
ორონა (ჰული)3,9304°30′ ს. გ. 172°10′ დ. გ. / 4.500° ს. გ. 172.167° დ. გ. / -4.500; -172.167კირიბატი
რავაკი (ფენიქსი)0,50,53°43′ ს. გ. 170°43′ დ. გ. / 3.717° ს. გ. 170.717° დ. გ. / -3.717; -170.717კირიბატი
ენდერბერი5,10,6*3°08′ ს. გ. 171°05′ დ. გ. / 3.133° ს. გ. 171.083° დ. გ. / -3.133; -171.083კირიბატი
წყალქვეშა რიფები
კარონდელეტი?1°36′ ს. გ. 174°57′ დ. გ. / 1.600° ს. გ. 174.950° დ. გ. / -1.600; -174.950კირიბატი
უინსლოუ15°34′ ს. გ. 173°51′ დ. გ. / 5.567° ს. გ. 173.850° დ. გ. / -5.567; -173.850კირიბატი
ფენიქსის კუნძულები27,9284,531
* ვარსკვლავით აღნიშნული ლაგუნების ფართობი შედის კუნძულის ფართობში, რადგან მათი წყლები ტიპური ატოლებისგან გაბსხვავებით მთლიანად იზოლირებულია ოკეანისგან.

ისტორია

კუნძულების ადრეული ისტორია არაა შესწავლილი. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კუნძული მანრა (სიდნი) ევროპელების მოსვლამდე დასახლებული იყო პოლინეზიელებით (ამას ამტკიცებს კუნძულზე არქეოლოგიური გათხრები). თვითონ ფენიქსის კუნძულები აღმოაჩინეს ევროპული და ამერიკული გემებით XIX საუკუნეში. შემდგომში ისინი გახდნენ წყნარი ოკეანის კუნძულებზე გუანოს მოპოვების მწარმოებელი კომპანიის ინტერესის ობიექტი. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუნძულების ფლორას და ფაუნას.

1979 წლის 12 ივლისს კირიბატისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებამდე ფენიქსის კუნძულები ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს.

მოსახლეობა

არქიპელაგის ყველა კუნძული, კუნძულ აბარირინგას (კანტონი) გარდა, რომელზეც ცხოვრობს 31 ადამიანი (2010)[2], დაუსახლებელია.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი