ქვემეხი

ქვემეხი — 20 მმ და მეტი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა. მისი დანიშნულებაა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურება, თავდაცვითი ნაგებობების და მართვის პუნქტების დანგრევა, დანაღმულ ველებზე და მავთულხლართებში გასასვლელების გარღვევა.

ქვემეხი შედგება ლულის, საკეტისა და ლაფეტისაგან. ქვემეხის დამიზნება ხდება ხელით ან ავტომატურად ცეცხლის სამართავი ხელსაწყოებით.

სახეობები

არსებობს სახმელეთო, საზენიტო, საავიაციო და საზღვაო დანიშნულების ქვემეხები. კალიბრის მიხედვით განსხხვავდება მცირე (20-75 მმ) საშუალო (76-155 მმ) და მსხვილკალიბრიანი (155 მმ-დან) ქვემეხები. ქვემეხების ძირითადი სახეობებია ზარბაზანი, რომელიც გამოიყენება ფენილი ცეცხლის წარმოქმნისთვის, ჰაუბიცა კიდული ცეცხლისთვის, მორტირი უფრო მძლავრი კიდული ცეცხლისთვის, ნაღმსატყორცნი ნაღმებით კიდული ცეცხლისთვის, არაუკუმგორავი მოკლე მანძილზე ფენილი ცეცხლისთვის; აგრეთვე კომბინირებული და უნივერსალური ქვემეხები. დატენის და დამიზნების პროცესის ავტომატიზაციის ხარისხის მიხედვით განსხვავდება ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური ქვემეხები.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი