ქვის ტყე

ქვის ტყე ან შილინი (ჩინ.: 石林) — კირქვული წარმონაქმნი ჩინეთში. ადმინისტრაციულად მდებარეობს შილინის ავტომონიურ რაიონში, იუნანის პროვინციაში. შილინი დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ კუნმინგიდან. კირქვული წარმონაქმნის ფართობია დაახლოებით 500 კმ². ქვის ტყის დასავლეთ ნაწილში არის ულამაზესი ტბა, სადაც გვხვდება სხვადასხვა უცნობი სახეობის თევზი.

წარწერა ქვის ტყის მთავარ შესასვლელზე

სტალაგმიტების საშუალებით მაღალი კლდეები თითქოს ძირს ცვივდებიან, ბევრის აზრით ქვები ჰგვანან გაქვავებულ ხეებს, რაც ქმნის ქვებისგან შექმნილი ტყის ილუზიას. 2007 წლიდან ამ ადგილის ორი ნაწილი, ნაიგუ ქვის ტყე (乃古石林) და სუოგეი სოფელი (所各邑村), რომელიც სამხრეთ ჩინეთის კარსტული რელიეფის[1] შემადგენლობაშია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა. ეს ადგილი კლასიფიცირდა, როგორც AAA-კლასის ტურისტული ადგილი.[2]

მახასიათებლები

შილინი

400 კმ² ზე გადაჭიმული შილინის ეროვნული სასცენო ადგილი (昆明市石林风景区) დაყოფილია ექვს სასცენო ადგილად:

  • დიდი და მცირე ქვის ტყეები (大、小石林) - აგრეთვე ცნობილი როგორც ლიზიჯინგ ქვის ტყე (李子菁石林)
  • ნაიგუ ქვის ტყე (乃古石林)
  • ჭიიუნის მღვიმე (芝云洞)
  • მდინარე ჩანგი (长湖 სიტყვასიტყვით „გრძელი მდინარე“)
  • მდინარე იუე (月湖 სიტყვასიტყვით „მთვარის მდინარე“)
  • ჩანჩქერი დადიე (大叠水)
  • ციფენგის მღვიმე (奇峰洞)

ეს ფორმირებები გამოწვეულია კირქვის ეროზიისგან, რომელიც 270 მილიონი წლით თარიღდება.[3] ის როგორც შიდა ასევე საზღვარგარეთის ტურისტულ ადგილად მიიჩნევა. ქალაქ კუნმინგიდან ტურისტებს შეუძლიათ ავტობუსით დაათვალიერონ ეს ადგილი, ასევე ახლო ტეროტორიებზე მთელი რიგი სასტუმროებია.

კულტურა

აშიმა

ლეგენდის თანახმად ეს ტყე არის აშიმას (阿诗玛) დაბადების ადგილი, რომელიც იყო ულამაზესი ასული ჩინეთის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობის იისა. მას შემდეგ რაც შეუყვარდა სატრფო, რომელსაც ცოლად ვერ გაყვებოდა ის ტყეში გადაიქცა ქვად, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.[4] აშიმა იქცა აკრძალული სიყვარულის სიმბოლოდ. მთვარის კალენდრით ყოველი წლის მეოთხე თვის ოცდამეოთხე დღეს ბევრი იის წარმომადგენელი აღნიშნავს თორჩის ფესტივალს (火把节 Huǒbă Jié), რომელიც მოიცავს ხალხურ ცეკვებსა და ჭიდაობის შეჯიბრებებს.

ტრანსპორტირება

კუნმინგის აღმოსავლეთ ავტობუსების სადგურიდან დაახლოებით ორ საათში შესაძლებელია ავტობუსის დახმარებით ქვების ტყეში ჩასვლა. ასევე შესაძლოა მატარებლით გადაადგილება კუნმინგის მატარებლის სადგურიდან შილინის მატარებლის სადგურამდე.[5]

ისტორია

270 მილიონი წლის წინ ქვის ტყე იყო წყალმცირე ზღვა. ქვიშაქვების ფართო დეპოზიტები დაწოლილია კირქვის მიერ და გეოლოგიური პერმული პერიოდის დროს ყურეში ხდება აკუმულაცია. ამ რეგიონის აყოლებაზე რადიოაქტიურობა მაღალია, რასაც ემატება წყლისა და ქარის ზემოქმედება, რის შედეგადაც ფორმირდება კირქვის ქედები. ეს ფორმირება მანამ გრძელდება სანამ კარგად შესამჩნევი ხდება და ძალიან ჰგავს ფართო ტერიტორიაზე გადაჭიმულ ტყეს, რომელიც ქვებისგან შედგება, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი „ქვის ტყე“.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი