ჩოლოქი

მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და გურიაში

ჩოლოქიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ნატანების მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ჭახათის მთაზე, 803 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,5 კმ, მდინარის აუზის ფართობი 159 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,5 მ³/წმ. ჩოლოქის შენაკადებია ლეღვა, შარისწყალი და ოჩხამური.[1]

ჩოლოქი

ხიდი მდინარე ჩოლოქზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურიის მხარე
სათავე ჭახათის მთა
41°49′13″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. / 41.82028° ჩ. გ. 41.95778° ა. გ. / 41.82028; 41.95778
სათავის სიმაღლე 803 მ
შესართავი ნატანები
41°54′38″ ჩ. გ. 41°46′12″ ა. გ. / 41.91056° ჩ. გ. 41.77000° ა. გ. / 41.91056; 41.77000
სიგრძე 29,5 კმ
აუზის ფართობი 159 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 9,5 მ³/წმ
ჩოლოქი — საქართველო
ჩოლოქი
ჩოლოქი
ჩოლოქი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ჩოლოქი
ჩოლოქი
— სათავე, — შესართავი
ჩოლოქი ვიკისაწყობში

ისტორიული ფაქტები

1828-1878 წლებში წარმოადგენდა საზღვარს რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის. 1854 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს. 1878 წლიდან იქცა ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქის გამყოფ საზღვრად. 1893 წელს მდინარე აკურთხეს. 1930 წლიდან ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვარს წარმოადგენს. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების გამო ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ჩოლოქის ხიდი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ამჟამად აფეთქებული ხიდის ნაცვლად მოქმედებს ახალი ხიდი.

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი