წიგნი დაბადებისა

ძველი აღთქმა

არაკანონიკური ტექსტები

  • პირველი მაკაბელთა*
  • მეორე მაკაბელთა*
  • მესამე მაკაბელთა*
  • მეოთხე მაკაბელთა*
  • ბარუქ წინასწარმეტყველი*
  • მეორე ეზრა*
  • მესამე ეზრა*
  • ივდითი*
  • ეპისტოლე იერემიასი*
  • წიგნი სიბრძნისა*
  • სიბრძნე ზირაქისა*
  • ტობითი*

წიგნი დაბადებისა, დაბადება (ებრ. בְּרֵאשִׁית‎, ბერეშით — ”თავდაპირველად”; ლათ. Genesis - გენეზისი; ძვ.ბერძ. Γένεσις — გენესის - ღენესეოს; აგრეთვე ”მოსეს პირველი წიგნი”) — ხუთწიგნეულის (თორას), ძველი აღთქმისა და მთლიანი ბიბლიის პირველი კანონიკური წიგნი. წიგნი მოგვითხრობს სამყაროს შექმნის, კაცობრიობის უძველესი ისტორიისა და ებრაული ერის წარმოშობის შესახებ. გადმოცემა იწყება სამყაროსა და ადამიანის შექმნით და თავდება ეგვიპტეში იოსების სიკვდილით. შედგება ხუთი თავისგან.

დასახელება

წიგნის ებრაული დასახელება, ისევე როგორც თორას სხვა წიგნებისა, აღებულია პირველი სიტყვიდან. თალმუდისტურ ლიტერატურაში ამ წიგნს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «ספר מעשה בראשית» (სეფერ მაასე ბერეშით) — ”წიგნი არსებობის დასაწყისისა”, საიდანაც წარმოდგება ამ წიგნის სახელწოდება ბიბლიის მრავალ თარგმანში. თალმუდში ჰქვია ასევე ”სეფერ ა-შარ” (სიტყვასიტყვით ”პირდაპირი წიგნი”), იმ პატრიარქების პატივსაცემად, რომლებიც იყვნენ ”პირდაპირები” (ანუ მართლები ადამიანებთან და ღმერთისთვის თავდადებულები). ზოგიერთ შუა საუკუნეების ხელნაწერში ვხვდებით ასევე სახელწოდებას ”სეფერ რიშონ” (”პირველი წიგნი”) ან ”სეფერ ბრიათ ა-ოლამ” (”წიგნი სამყაროს შექმნისა”).

წიგნის შინაარსი

წიგნი შედგება ორი მთავარი ნაწილისგან:

  1. კაცობრიობის ისტორია პატრიარქებამდე (თავები 1-11), შეიცავს მსოფლიო ისტორიის უნივერსალურ შესავალს, რადგან ეხება მთელი კაცობრიობის პირველყოფილი ისტორიის საწყისებს.
  2. პატრიარქებისა და მათი ოჯახების ისტორია (თავები 12-50), გადმოგვცემს ებრაული ერის ჩასახვის ისტორიას მისი მამამთავრების აბრაამის, ისააკისა და იაკობის სახით.

წიგნის დაყოფა დაუყოფავ თავებად

  1. ბერეშით (1:1-6:8)
  2. ნოაჰ (6:9-11:32)
  3. ლეჰ ლეჰა (12:1-17:27)
  4. ვეერა (18:1-22:24)
  5. ხაეი სარა (23:1-25:18)
  6. თოლდოტ (25:19-28:9)
  7. ვაეცე (28:10-32:3)
  8. ვაიშლაჰ (32:4-36:43)
  9. ვაეშევ (37:1-40:23)
  10. მიქეც (41:1-44:17)
  11. ვაიჰაშ (44:18-47:27)
  12. ვაეხი (47:28-50:26)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი