წმინდა გალის სააბატო

წმინდა გალას სააბატო (გერმ. Fürstabtei Sankt Gallen) — რელიგიური კომპლექსი შვეიცარიის ქალაქ სანქტ-გალენში. კაროლინგების პერიოდის ეს სააბატო 719 წლიდან არსებობს, რომელიც მოგვიანებით, XIII საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადო გახდა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, ის ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ბენედიქტურ სააბატოს წარმოადგენდა. დააარსა წმინდა ოტმარმა, იმ ადგილას, სადაც წმინდა გალმა ერმიტაჟი აღმართა. სააბატოს ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია შუა საუკუნეების ბიბლიოთეკებშ შორის. 1983 წლიდან სააბატო შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

წმინდა გალის სააბატო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაშვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიii, iv
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები47°25′23″ ჩ. გ. 9°22′38″ ა. გ. / 47.42306° ჩ. გ. 9.37722° ა. გ. / 47.42306; 9.37722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1983  (მე-7 სესია)
ნომერი268
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 268
ინგლ.რუს.ფრ.

სააბატოს დამაარსებელი წმინდა ოტმარი, წმინდა კოლუმბანას ირლანდიელი მოსწავლე იყო. მოგვიანებით, რაიხენაუელმა აბატმა ვალდომ (740 - 814) დააარსა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, საიდანაც 924 - 933 წლების უნგრელთა შემოსევების დროს წიგნები რაიხენაუში გადაიტანეს.

X საუკუნის დასაწყისში, წმინდა გალის მონასტერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდა რაიხენაუს სააბატოსთან ბოდენის ტბის თაობაზე. 1712 წელს მონასტერი შვეიცარიელებმა გაძარცვეს და წიგნების უმრავლესობა ციურიხსა და ბერნში წაიღეს.

მონასტერში შუა საუკუნეების ნაშთი ცოტაა შემორჩენილი. სტრუქტურათა უმრავლესობა, მათ შორის კათედრალი 1755 - 1768 წლებში ბაროკოს სტილში აშენდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი