ხელოვნური ინტელექტი (ფილმი)

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. A.I. Artificial Intelligence) — 2001 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია სტივენ სპილბერგი. დაფუძნებულია ბრაიან ოლდისის მოთხრობაზე „Supertoys Last All Summer Long“. ფილმის პროდიუსერია კეთლინ კენედი, სტივენ სპილბერგი და ბონი კურტისი. მონაწილეობენ: ჰეილი ჯოელ ოსმენტი, ჯუდ ლოუ, ფრენსის ო'კონორი, ბრენდან გლისონი, უილიამ ჰარტი. ფილმს აშშ-ში დისტრიბუცია გაუწია DreamWorks-მა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით კი — კომპანია Warner Bros.-მა.

„ხელოვნური ინტელექტი“
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი სტივენ სპილბერგი
როლებში
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი იანუშ კამინსკი
მონტაჟი მაიკლ კანი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი, 2001
ხანგრძლივობა 146 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 235.9 აშშ დოლარი[2]

სიუჟეტი ვითარდება კლიმატური ცვლილებების შემდეგომ სამყაროში, სადაც მოთხრობილია უნიკალური ბავშვისმაგვარი ანდროიდის (რობოტი) ისტორია, რომელსაც ადამიანის მსგავსად გააჩნია გრძნობები და ძალუძს სიყვარული.

ფილმზე თავდაპირველად მუშაობა დაიწყო სტენლი კუბრიკმა 1970-იან წლებში, მას შემდეგ, რაც შეისყიდა უფლებები ფილმის გადაღებებზე. სცენარზე მუშაობდნენ რიგი ავტორები, მათ შორის წიგნის ავტორი ბრაიან ოლდისი, ბობ შოუ, იენ უოტსონი და სარუ მეიტლანდი. თუმცა პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელს გაჭიანურდა, ვინაიდან კუბრიკი თვლიდა, რომ იმ დროში კომპიუტერული გრაფიკა არასაკმარისად განვითარებული იყო მთავარი პერსონაჟის დევიდის შესაქმნელად. მისი თქმით, არცერთ ბავშვს არ შეეძლო დევიდის დამაჯერებლად განსახიერება. ფილმზე მუშაობა განახლდა სტენლი კუბრიკის გარდაცვლაების შემდეგ 1999 წელს. მისი ადგილი დაიკავა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა. სპილბერგი ფილმის გადაღებაზე დაითანხმეს ფილმის პროდიუსერმა, იან ჰარლანმა და კუბრიკის ცოლმა.

პრეოქტმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე „ხელოვნური ინტელექტის“ რეიტინგი შეადგენს 91%. ფილმმა ოსკარის 74-ე დაჯილდოებაზე მიიღო ორი ნომინაცია საუკეთესო ეფექტებისა და ორიგინალური მუსიკისთვის. აგრეთვე — BAFTA-ს ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

იგი, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც — ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 100 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 235.9 მილიონი. ფილმი ეძღვნება სტენლი კუბრიკს.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გვიან 22-ე საუკუნეში, გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონემ აიწია. ისეთი ქალაქები როგორებიცაა ამსტერდამი, ვენეცია და ნიუ-იორკი მთლიანად განადგურდა. მსოფლიოს მოსახლეობამ შესამჩნევად იკლო. შეიქმნა ახალი სახეობის რობოტი სახელწოდებით მექა — მოწინავე ჰუმანოიდები, რომლებსაც აზროვნების და ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ.

რობოტი დევიდი, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიან ბავშვს და დაპროგრამებულია მისი ფლობელებისადმი სიყვარულის გამოსახატად, გაიგზავნება ჰენრი სვინტონისა და მისი ცოლის, მონიკას ოჯახში, რადგანაც მათი შვილს სჭირს იშვიათი დაავადება და წლებია რაც კომაშია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მონიკას ეშინოდა დევიდის, ის მაინც ააქტიურებს მასში სიყვარულის პროვოცირების პროგრამას. დევიდი, აგრეთვე უმეგობრდება რობოტ-დათუანია ტედის, რომელიც ზრუნავს დევიდის კეთილდღეობაზე.

როდესაც მათი შვილი მარტინი გამოჯანმრთელდება, იგი ბრუნდება სახლში. მარტინი ეჭვიანობს დევიდზე და დაარწმუნებს მას, რომ შევიდეს მშობლების საძინებელში და შეჭრას თმა მონიკას. მაგრამ იმ დროს, როცა დევიდი ამას აკეთებს, გამოეღვიძებათ მათ და მეტად განაწყენდებიან მასზე.

მოგვიანებით, წვეულებაზე ბასეინთან, მარტნის ერთ-ერთი მეგობარი დანით ცდილობს გაააქტიუროს დევიდის თავდაცვის პროგრამა, რაც ძალიან შეაშინებს მას. დევიდი მყარად ჩაებღაუჭება მარტინს და ორივენი ჩაცვივდებიან ბასეინში. მას შემდეგ, რაც მარტინს გადაარჩენენ დახრჩობისგან, ჰენრი დაარწმუნებს მონიკას დევიდის დაბრუნებაში, რათა გაანადგურონ ის. ამის ნაცვლად, მონიკა გადაწყვეტს იხსნას დევიდი და ტედისთან ერთად დატოვებს ტყეში.

გზად მათ შეიპყრობენ და წაიყვანენ შოუ-ღონისძიებაზე „ხორცის ბაზარი“, სადაც დაძველებულ რობოტებს აღფრთოვანებული ბრბოს წინაშე ანადგურებენ. როდესაც დევიდის ჯერი დგება, მისი რეალისტური ხასიათის წყალობით მოტყუებული მაყურებლები ათავისუფლებენ მას. მთავარი გმირი ტედი და ჟიგოლო ჯოუ (რობოტი, რომელსაც ბრალს დებენ მკვლელობაში, რომელიც არ ჩაუდენია) გაეცლებენ იმ ადგილს. სამნი შეუდგებიან ლურჯი ფერიის ძებნას — პერსონაჟი კარლო კოლოდის ზღაპრიდან „პინოქიოს თავგადასავალი“, რომელსაც დევიდის აზრით შეუძლია მისი ნამდვილ ბავშვად ქცევა და სახლში დაბრუნება.

ჯოუ და დევიდი გაემართებიან წითელ ქალაქში. ჰოლოგრაფიული პასუხების სისტემის „დოქტორ-ნოუს“ მიცემული ინფორმაციის წყალობით გმირები მოხვდებიან როკფელერის ცენტრის მაღალ სართულზე, კერძოდ, დატბორილ მანჰეტენზე. იქ დევიდი ნახულობს თავის ორეულებს და ანადგურებს მათ, რის შემდეგაც ნახულობს მის შემქმნელს, პროფესორ ალენ ჰობის, რომელიც ეუბნება მას, რომ იგი შეიქმნა პროფესორის გარდაცვლილი შვილის გამოსახულებით (აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე ორეული, მათ შორის მდედრობითი სქესის რობოტი სახელად დარლინი). მისდა საუბედუროდ, დევიდი აცნობიერებს, რომ იგი არ არის უნიკალური, რის გამოც გაბრაზებული შეეცდება თავის მოკვლას და გადახტება ცათამბჯენიდან, მაგრამ ჯოუ იხსნისნ მას სიკვდილისაგან. დევიდი ეუბნება ჯოუს, რომ წყლის ქვეშ ნახა ლურჯი ფერია. სწორედ ამ ამ დროს ჯოუს ელექტრომაგნიტით შეიპყრობს პოლიცია. დევიდი და ტედი წყლის ქვეშ ამფიბია-ვერტმფრენით ეშვებიან ფერიასთან შესახვედრად, რომელიც ადრე ჩაძირული ქანდაკება აღმოჩნდება. ისინი გაებმებიან მახეში მას შემდეგ, რაც მათ ხომალდს დაეცემა ეშმაკის ბორბალი „Wonder Wheel“. იმის იმედად, რომ ლურჯი ფერია ცოცხალია, დევიდი სთხოვს მას აქციოს ნამდვილ ბიჭად. იგი უმეორებს ფერიას თავის ამას, მანამდე სანამ ხომალდს ენერგია არ ამოეწურება.

2000 წლის შემდეგ, კაცობრიობა ნადგურდება, ხოლო მანჰეტენი დაფარება ყინულით.[3] რობოტები იქცნენ მაღალგანვითარებულ ჰუმანოიდურ ფორმად.[4] ისინი ნახულობენ დევიდს და ტედის და აღმოაჩენენ, რომ ეს ორნი უძველესი რობოტები არიან, რომლებიც ცოცხალ ადამიანებთან ცხოვრობდნენ. რობოტები გაალღობენ მათ. როგორც კი დევიდი იღვიძებს, ის მიუახლოვდება გაყინულ ფერიას, რომელიც დაიშლება, მას შემდეგ რაც იგი ეხება მას. დევიდის მოგონებების წყალობით, რობოტები სვინტონების სახლს გაუკეთებენ რეკონსტრუქციას და ფერიას იტერაქტიული გამოსახულების საშუალებით უხსნიან მას, რომ შეუძლებელია მისი ადამიანად ქცევა. მიუხედავად ამისა, დევიდის დაჟინებული თხოვნით, ისინი ტედის მიერ შემონახული მონიკას თმის დნმ-ის ნიმუშის საშუალებით ხელახლად ქმნიან მონიკას. თუმცა მხოლოდ ერთი დღით და ეს პროცესი არასდროს განმეორდება. დევიდი ატარებს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს მონიკასა და ტედისთან ერთად. დღის მიწურულს დევიდი უაკანასკნელად წვება დედასთან ერთად, ხუჭავს თვალებს და მიმგზავრება „იქ სადაც ოცნებები იბადება“. დათუნია ტედი ძვრება ლოგინზე და დაჰყურებს მძინარე დევიდს და მონიკას.

როლებში

წარმოება

შემუშავება

„Super-Toys Last All Summer Long“-ის ადაპტაციაზე მუშაობა კუბრიკმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი ფილმის ძირითადი კონცეფციის შესაქმნელად მან თავად რომანის ავტორი ბრაიან ოლდისი დაიქირავა. 1985 წელს კუბრიკმა ფილმის რეჟისორად მოიწვია თავისი ძველი მეგობარი სტივენ სპილბერგი.[5] პროექტის თანადაფინანსებაზე დათანხმდა კომპანია Warner Bros..[6] ფილმზე მუშაობა დიდი ხნით გაჭიანურდა, ხოლო 1989 წელს კუბრიკმა გაათავისუფლა წიგნის ავტორი ოლდისი.[7] რამდენიმე ხნის შემდეგ პროექტი დატოვა ბობ შოუმაც, ხოლო მის მაგივრად შემოუერთდა იენ უოტსონი. მოგვიანებით ოლდისმა განაცხადა: „მან (კუბრიკმა) არა მხოლოდ გამათავისუფლა, არამაედ დაიქირავა ჩემი მტერი“. კუბრიკის დაავალებით, უოტსონმა ფილმის ინსპირაციად გამოიყენა „პინოქიოს თავგადასავალი“; ის „ხელოვნურ ინტელექტს“ თვლიდა „პინოქიოს“ „პიკარესკულ“ კიბერ-ვერსიად.[6][8]

სამი კვირის შემდეგ უოტსონმა კუბრიკს წარუდგინა სცენარის პირველი კონცეფცია, ხოლო თავისი საქმე დაასრულა 1991 წელს სცენარიის ახალი ვერსიით, რომელიც 90 გვერდს ითვლიდა. თავდაპირველად პერსონაჟი ჟიგოლო ჯოუ მოიაზრებოდა მეომარ რობოტად, თუმცა უოტსონმა კუბრიკს შესთავაზა ჩაენაცვლებინა იგი ანდროიდი-ჟიგოლოთი. ამის შესახებ კუბრიკი ხუმრობდა: „მე მგონია, რომ ჩვენ დავკარგეთ ბავშვთა აუდიტორია“.[6]. ცოტახნის შემდეგ კუბრიკმა შეწყვიტა ფილმის გადაღებები, რათა ემუშავა ლუის ბეგლის რომანის „ომისდროინდელი სიცრუეები“ ადაპტაციაზე, მიზეზად დაასახელა, რომ იმ დროში კომპიუტერული გრაფიკა არასაკმარისად განვითარებული იყო მთავარი პერსონაჟის დევიდის შესაქმნელად. თუმცა სტივენ სპილბერგის ფილმის „იურული პარკის“ გამოსვლის შემდეგ, 1993 წელს ოფიციალურად დაანონსდა, რომ ფილმზე მუშაობა განახლდებოდა 1994 წელს.[9] დენის მიურენი და ნედ გორმანი, რომლებიც მუშაობდნენ „იურულ პარკზე“, პროექტში მოწვეული იქნენ ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორების რანგში.[7] მიუხედავად ამისა, კუბრიკი უკმაყოფილო იყო მათი პრევიზუალიზაციით და Industrial Light & Magic-თან თანამშრომლობის ხარჯებით.[4]

წინაწარმოება

1994 წლის დასაწყისში ფილმი იყო წინაწარმოების სტადიაში, სადაც კონცეპტ-არტისტად მოვიდა კრისტოფერ „ფანგორნ“ ბეიკერი, სცენარის ასისისტენტ ავტორად — სარა მეიტლანდი.[6] სარას თქმით, კუბრიკი ფილმს ყოველთვის მოიხსენიებდა არა „ხელოვნურ ინტელექტად“, არამედ „პინოქიოდ“.[4] ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორი გახდა კრის კანინგემი. მისი ზოგიერთი სცენა არ შესულა ფილმში, მაგრამ მოგვიანებით გამოვიდა DVD ფორმატში სახელწოდებით „The Work of Director Chris Canningham“ (ქართ. „რეჟისორ კრის კანინგემის ნამუშევარი“).[10] კანინგემმა გარკვეული წვლილი შეიტანა მთავარი პერსონაჟის დევიდის მოდელირებაში. „ჩვენ ვცდილობდით პატარა ბავშვის კონსტრუირებას, რომელსაც ჰქონდა მოძრავი რეზინის სახე... მაგრამ ეს იყო სრული კრახი, ის გამოიყურებოდა საშინლად“ — ამბობდა იან ჰარლანი. ტექნიკური კონსულტანტის რანგში მოწვეული იქნა ჰანს მორავეცი.[4]

ამ დროს, კუბრიკმა და ჰარლანმა, გადაწყვიტეს რეჟისორად მოეწვიათ სტივენ სპილბერგი.[11][12] სპილბერს რეჟისორობა 1995 წელს შესათავაზეს, მაგრამ იგი დაკავებული იყო სხვა პროექტებით და დაარწმუნა კუბრიკი თავადვე ყოფილი ფილმის რეჟისორი.[13][14] მალე პროექტზე მუშაობა შეწყდა, რადგანაც კუბრიკი გადაერთო ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალებით“ გადაღებებზე.[15] 1999 წლის 7 მარტს სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა. ფილმის გადაღებაზე სპილბერგი დაიყოლიეს ჰარლანმა და კუბრიკის ცოლმა კრისტინა კუბრიკმა.[16][17] 1999 წლის ნოემბერში სპილბერგი შეუდგა სცენარის წერას, რომელიც დაფუძნებული იყო უოტსონის 90 გვერდიან კონცეფციაზე. ფილმ „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების“ შემდეგ სპილბერგი პირველად დაკავდა საკუთარი ფილმის სცენარისტობით.[18] მან უტსონის კონცეფცია შეინარჩუნა, თუმცა რამდენიმე სექსუალური ხასიათის სცენა ჟიგოლო ჯოუს მონაწილეობით ამოკვეთილი იქნა.[12] ფილმის წინაწარმოება შეწყდა 2000 წლის თებერვალში, ვინაიდან სპილბერგს გადაწყვეტილი ჰქონდა ისეთი პროექტების რეჟისორობა როგორებიცაა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, „განსხვავებული აზრი“ და „გეიშას მემუარები“.[15][19] მომდევნო წელს სპილბერგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელქტი იქნებოდა მისი მომდევნო პროექტი. მან კონცეპტ-არტისტად კვლავ კრის ბეიკერი მოიწვია.[14]

გადაღება

ფილმის გადაღების თარიღად დადგენილი ქნა 2000 წლის 10 ივლისი,[12] მაგრამ გადაღება გადაიწია აგვისტომდე.[20] ღია ცის ქვეშ მიმდინარე რამდენიმე კვირიანი გადაღებების შემდეგ, მათ გადაინაცვლეს „Warner Bros. Studios“-ის პავილიონებში. სვინტონების სახლი აღმართული იქნა ნომერ მე-16 მოედანზე, ხოლო მოედანი ნომერი 20 გამოყენებული იქნა წითელი ქალაქისა და სხვადასხვა სცენებისთვის.[21][22] სპილბერგმა კუბრიკისაგან გადმოიღო კინოგადაღების საიდუმლო ხერხი: არცერთ მსახიობს და გადამღები ჯგუფის წევრს არ მისცა სცენარის სრული ვერსია, ხოლო პრესას აუკრძალა გადაღებებზე ყოფნა. ჰეილი ჯოელ ოსმენტი და ჯუდ ლოუ კვირების განმავშლობაში ატარებდნენ სპეციალურ გრიმებს, რათა მათი სახეები რობოტისმაგვარი გამხდარიყო.[23] კოსტიუმების დიზაინერი ბობ რინგვუდი ლას-ვეგას-სტრიპზე გამვლელებს აკვირდებოდა, რათა შეექმნა წითელი ქალაქის მაცხოვრებლების კოსტიუმები.[24]

საუნდტრეკი

A.I. Artificial Intelligence
კინომუსიკა —
გამოცემის თარიღი 3 ივლისი, 2001
ხანგრძლივობა 70:11
ლეიბლი Warner Sunset Records
პროდიუსერი
  • ჯონ უილიამსი
  • დენი ბრამსონი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic [25]
Filmtracks.com [26]
Soundtrack.net [27]

ფილმის საუნდტრეკი გამოცემული იქნა ლეიბლ Warner Sunset Records-ის მიერ 2001 წელს აუდიო CD ფორმატში,[28] ხოლო 7 აგვისტოს გამოვიდა აუდიო DVD ფორმატში, რომელც შეიცავდა დამატებით მასალებს.[29] საუნდტრეკის ავტორი და პროდიუსერი იყო ჯონ უილიამსი. ორკესტრის დირიჟორი — ჯონ ნეიფელდი, სიმღერების ტექსტი დაწერა სინტია ვეილმა. საუნდტრეკი ნომინირებული იქნა ოსკარზე, გრემსა და ოქროს გლობუსზე.[25][26] ორი კომპოზიცია „For Always“ და „For Always (Duet)“, რომლებიც შეასრულეს ლარა ფაბიანმა და ჯოშ გრობანმა, ფილმში არ გაჟღერებულა.[30] 2010 წლიდან საუნდტრეკი ვრცელდება ციფრული დისტრიბუციის პლატფორმების საშუალებით MP3 ფორმატში.[31]

კომპოზიციების სია
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Mecha World“6:23
2.„Abandoned in the Woods“3:07
3.„Replicas“5:58
4.„Hide and Seek“3:08
5.„For Always“ (შემსრულებელი — ლარა ფაბიანი)4:42
6.„Cybertronics“3:30
7.„The Moon Rising“4:26
8.„Stored Memories and Monica’s Theme“10:56
9.„Where Dreams Are Born“4:23
10.„Rouge City“4:56
11.„The Search for the Blue Fairy“6:12
12.„The Reunion“7:45
13.„For Always (Duet)“ (ლარა ფაბიანისა და ჯოშ გრობანის დუეტი)4:41
საერთო ხანგრძლივობა:70:11

გამოშვება

მარკეტინგი

ფილმის რეკლამირების მიზნით კომპანია Warner Bros.-მა დამონტაჟა ერთი ტრეილერი და ოთხი ტიზერ-ტრეილერი.[32] აგრეთვე Microsoft-ის ჯგუფმა შექმნა ალტერნატიული რეალობის თამაში „The Beast“, დაკავშირებული ფილმის სიუჟეტთან.[33] ნიუ-იორკულმა კომპანია Atomic Pictures-მა შეიმუშავა 40-ზე მეტი საიტი, მათ შორის საიტი „Cybertronic Corp“.[34] აგრეთვე დაგეგმილი იყო ვიდეო თამაშების სერიის წარმოება სათამაშო კონსოლ Xbox-ისთვის, რომელიც გააგრძელებდა „The Beast“-ის სიუჟეტს, თუმცა პროექტზე მუშაობა შეწყდა.

იმ აზრის თავიდან აცილების მიზნით, თითქოს და „ხელოვნური ინტელექტი“ არის საოჯახო ფილმი, არ შექმნილა რაიმე სახის სათამაშო ფიგურები. თუმცა 2001 წლის ივნისში კომპანია Hasbro-მ გამოუშვა მოლაპარაკე დათუნია ტედი..[12] ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2001 წელს.[35].

საოჯახო მედია

ფილმი VHS და DVD ფორმატში გამოუშვა DreamWorks Home Entertainment-მა 2002 წლის 5 მარტს,[36] როგორც სტანდარტული სრულეკრანიანი გამოცემა ბონუსფუნქციების გარეშე, აგრეთვე ორდისკიანი სპეციალური ვერსია, რომელიც მოიცავდა ფილმის შექმნის ისტორიას, მუსიკას, ორ ტიზერ-ტრეილერს, ინტერვიუებს ჰეილი ჯოელ ოსმენტთან, ჯუდ ლოუსთან, ფრენსის ო’კონორთან, სტივენ სპილბერგთან და ჯონ უილიამსთან, ისევე როგორც ვრცელ ფოტო გალერეას.[37]

2011 წლის 5 აპრილს, Paramount Home Media Distribution-მა აშშ-ის ბაზრისთვის გამოსცა ფილმის Blu-ray ვერსია, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის — Warner Home Video-მ. გამოცემა მოიცავდა ფილმს მაღალი გარჩევადობით და თან ახლდა ორდისკიან DVD გამოცემის ყველა ბონუსი.[38]

შემოსავალი

აშშ-ის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება დაიწყო 2001 წლის 29 ივნისს. პირველივე შაბათ-კვირას ფილმის შემოსავალმა 29,352,630 აშშ დოლარი შეადგინა. კინოგაქირავების განმავლობაში აშშ-ში ფილმმა 78,62 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში — 157,31 მილიონი. საერთო ჯამში შემოსავალმა 235,93 მილიონ დოლარს მიაღწია.[39]

ჯილდოები

ვისზუალური ეფექტების სუპერვაიზერები დენის მიურენი, სტენ უინსტონი, მაიკლ ლანტიერი და სკოტ ფარარი ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო ეფექტებისთვის, მაშინ როდესაც ჯონ უილიამსი ნომინირებული იქნა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.[40] სტივენ სპილბერგი, ჯუდ ლოუ და უილიმსმა მიიღეს ნომინაციები ოქროს გლობუსის 59-ე დაჯილდოებაზე.[41] ფილმი წარმატებული აღმოჩნდა სატურნის დაჯილდოებაზე, სადაც გადაეცა ხუთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, საუკეთესო სცენარი (სპილბერგი) ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება (ოსმენტი).[42]

ჯილდოცერემონიის თარიღიკატეგორიამიმღებიშედეგისქოლიო
ოსკარი24 მარტი, 2002საუკეთესო ორიგინალური მუსიკაჯონ უილიამსინომინირებული[40]
საუკეთესო ეფექტებიდენის მიურენი, სტენ უინსტონი, მაიკლ ლანტიერი და სკოტ ფარარინომინირებული
ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება24 თებერვალი, 2002საუკეთესო ეფექტებიდენის მიურენი, სკოტ ფარარი, მაიკლ ლანტიერინომინირებული[43]
ჩიკაგოს კინოკრიტიკოსების ასოციაცია25 თებერვალი, 2002საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაციჯუდ ლოუნომინირებული[44]
საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვისჯონ უილიამსინომინირებული
საუკეთესო ოპერატურაიანუშ კამინსკინომინირებული
იმპერიის ჯილდო5 თებერვალი, 2002საუკეთესო ფილმი„ხელოვნური ინტელექტი“ნომინირებული[45]
საუკეთესო რეჟისორისტივენ სპილბერგინომინირებული
საუკეთესო მსახიობი კაციჰეილი ჯოელ ოსმენტინომინირებული
საუკეთესო მსახიობი ქალიფრენსის ო'კონორინომინირებული
ოქროს გლობუსი20 იანვარი, 2002საუკეთესო რეჟისორისტივენ სპილბერგინომინირებული[41]
საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლშიჯუდ ლოუნომინირებული
საუკეთესო ორიგინალური მუსიკაჯონ უილიამსინომინირებული
სატურნის ჯილდო10 ივნისი, 2002საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი„ხელოვნური ინტელექტი“მოგებული[42][46]
საუკეთესო რეჟისორისტივენ სპილბერგინომინირებული
საუკეთესო სცენარიმოგებული
მსახიობი ქალიფრენსის ო'კონორინომინირებული
ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულებაჰეილი ჯოელ ოსმენტიმოგებული
საუკეთესო ეფექტებიდენის მიურენი, სჯოტ ფარარი, მაიკლ ლანტიერი, სტენ უინსტონიმოგებული
საუკეთესო მუსიკაჯონ უილიამსიმოგებული
ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო7 აპრილი, 2002საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობიჰეილი ჯოელ ოსმენტინომინირებული[47]
საუკეთესო მეორეხარისხოვანი ახალგაზრდა მსახიობიჯეიკ ტომასიმოგებული

ლიტერატურა

  • Harlan, Jan; Struthers, Jane M. (2009) A.I. Artificial Intelligence: From Stanley Kubrick to Steven Spielberg: The Vision Behind the Film. London: Thames & Hudson. ISBN 9780500514894. 
  • Rice, Julian (2017) Kubrick's Story: Spielberg's Film: A.I. Artificial Intelligence. Rowman & Littlefield. ISBN 9781442278189. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი