ჯეიმზ ფრანკო

ჯეიმზ ედვარდ ფრანკო (ინგლ. James Franco; დ. 19 აპრილი, 1978) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი.

ჯეიმზ ფრანკო
დაბადების სახელი ჯეიმზ ედვარდ ფრანკო
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1978 (1978-04-19) (46 წლის)
პალო ალტო, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი
აქტიური 1997 – დღემდე

ბიოგრაფია

სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო გვიან 90-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიმზ დინი, რითიც მან დაიმსახურა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში.

ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოსბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006). 2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში. ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა[1] და ოქროს გლობუსის ნომინაციები.

2011 წელს ფრანკომ უმასპინძლა ოსკარის 83-ე დაჯილდოებას ენ ჰეთეუეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.[1]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
2002 ადამიანი-ობობა Spider-Man ჰარი ოსბორნი
2004 ადამიანი-ობობა 2 Spider-Man 2ჰარი ოსბორნი
2006 ანაპოლისი Annapolisჯეიკ ჰიუარდი
2007 ადამიანი-ობობა 3 Spider-Man 3ჰარი ოსბორნი
2008 მილკი Milkსკოტ სმითი
2010 ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Loveდევიდი
2010 127 საათი 127 Hoursარონ რალსტონი
2011 მაიმუნების პლანეტის აჯანყება Rise of the Planet of the Apesუილ როდმანი
2013 საგაზაფხულო არდადეგები Spring Breakersუცხო
2013 შიდა ფრონტი Homefrontგეიტორ ბონდი
2014 ინტერვიუ The Interviewდევიდ სკაილარკი
2015 უდაბნოს დედოფალი Queen of the Desertჰენრი კადოგანი
2015 ყველაფერი კარგად იქნება Every Thing Will Be Fineტომასი
2015 მე ვარ მაიკლი I Am Michaelმაიკლ გლეიცი
2017 The Disaster Artist The Disaster Artistტომი ვისო

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი