ჯიაოზი

ჯიაოზი (ჩინურად: 餃子) ჩინური დამფლინგის სახეობაა. ეს კერძი ძალიან პოპულარულია ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიაში. ჩინური ახალი წლის დროს, ჯიაოზი ერთ- ერთ მთავარ კერძს წარმოადგენს. მას ასევე მიირთმევენ მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯიაოზი ჩინური სამზარეულოს ნაწილად ითვლება, ჯიაოზი პოპულარულია აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში და დასავლურ სამყაროშიც.

ჯიაოზი

ჯიაოზი ჩვეულებრივსამებრ შედგება გატარებული ხორცის შიგთავსისგან (ზოგჯერ მის ნაცვლად გამოიყენებენ ბოსტნეულს) და ცომის თხელ ფენსთან, რომელშიც შიგთავსია გახვეული. კერძს მიირთმევენ როგორც მოხარშულს (შუი ჯიაო), ასევე ორთქლზე მომზადებულს (ჟენგ ჯიაო) და ტაფაზე შემწვარს (ჯიან ჯიაო). კერძს ტრადიციულად მიირთმევენ შავ ძმართან ან სეზამის ზეთთან ერთად. ჯიაოზი შესაძლებელია მომზადებული იყოს სუპის სტილშიც.

შემწვარი ჯიაოზი

წარმოშობა

ჯიაოზის სახელის წარმოშობის შესახებ ჩინეთში მრავალი ლეგენდა არსებობს.

ტრადიციულად, ფიქრობდნენ, რომ ჯიაოზი შეიქმნა აღმოსავლეთ ჰანის იმპერიის (25–220 წლები)[1] ეპოქაში, ჟანგ ჟონგჯინგის მიერ.[2] თავდაპირველად ჯიაოზი მოიხსენიებოდა როგორც ,,რბილი ყურები" (ჩინ. 嬌 耳; ჯიაოერი), რადგან კერძი ყურებზე სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ზამთარში ჟანგ ჟონგჯინგი სახლში მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ბევრი ყურებმოყინული ადამიანი დაინახა. ხალხს არ ჰქონდა საშუალება, რომ თბილი ტანსაცმელი და საკვები ეყიდა. მან ღარიბ ხალხს ცხვრის ხორცის, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტების უმასპინძლა, რომლებიც ცომის თხელ ფენაში იყო გახვეული. მიღებული პელმენის ტიპის კერძი მან მოხარშა და წვენთან ერთად მიართვა თავის სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ პერიოდი, როდესაც ეს მოხდა ახალი წლის წინა დღეებს წარმოადგენდა. ახალი წლის აღნიშვნასთან ერთან, ხალხმა ჟანგს მიბაძა და ჯიაოზის მომზადება დაიწყო გაყინული ყურების გამოსაჯანმრთელებლად. [3]

ჯიაოზის ორთქლზე ხარშვის პროცესი

შიგთავსი

ჯიაოზის მომზადების ტექნიკა ყველა ოჯახში განსხვავებულია. კერძის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ შიგთავსს წარმოადგენს: ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი და კრევეტები, რომლებსაც, ჩვეულებრივ დაკეპილ ბოსტნეულს ურევენ. არსებობს ბოსტნეულის შიგთავსიანი ჯიაოზიც. მის შემადგენელ ერთეულებში შედის: კომბოსტო, ხახვი (უმეტეს შემთხვევაში მწვანე მდოგმარეობაში), პრასი, ნიახური, ისპანახი, სოკო, სტაფილო და ნიორი.

შეხვევის ტექნიკა

ჩრდილოეთ ჩინური ჯიაოზი

ჯიაოზის შეხვევის მრავალი ტექნიკა არსებობს. უმეტეს შემთხვევაში შიგთავსს შუაში დებენ და ცომს შუაზე კეცენ. ბოლოებს ერთმანეთზე აწებებენ, რითაც ტალღისებური ფორმის გვერდს იღებენ.[4] ჯიაოზის სხვადასხვა ფორმა შეხვევის ტექნიკის განსხვავებულობითაა გამოწვეული. ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს: შიგთავსი კოვზით ცომის ცენტრალურ ნაწილზე იდება. ცომი შუაზე უნდა გადაიკეცოს. მარცხენა ცერა თითის დახმარებით კერძი ნახევარმთავრის ფორმას იღებს. მარჯვენა ცერა თითით გადაკეცვის ადგილები მოწმდება. [5] სწორედ ასე მიიღება ყველაზე გავრცელებული, ნახევარმთვარის ფორმის ჯიაოზი. 310

ჯიაოზი და ვონტონი

ჯიაოზი არ უნდა აგვერიოს ვონტონში. ჯიაოზს აქვს შედარებით სქელი კანი. მისი ფორმა მეტად ბრტყელია და ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ხოლო ვონტონს უფრო თხელი კანი აქვს და ჩვეულებრივ ბულიონში მიირთმევენ. ჯიაოზისა და ვონტონის ცომი სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგება.

ჯიაოზის იაპონური სახე, გიოზა ცხარე სოუსთან ერთად

მსგავსი კერძები

ბაოზი- ჩინური ტრადიციული კერძი;

ბუუზ, ხუშუურ, ბანშ- მონღოლური ტრადიციული კერძები;

ემპანადა- ესპანური ტრადიციული კერძი;

მანდუ- კორეული ტრადიციული კერძი;

მანტი- თურქული ტრადიციული კერძი;

გიურზა- აზერბაიჯანული ტრადიციული კერძი;

პელმენი- რუსული ტრადიციული კერძი;

პეროგი- პოლონური ტრადიციული კერძი;

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი