ჯოული

ჯოული (აღნიშვნა: , J) — ენერგიის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის, ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის პატივსაცემად. განმარტებით, 1 ჯოული არის ენერგია, რომლებიც იხარჯება 1 ნიუტონი ძალის მიერ რაიმე სხეულის 1 მეტრით გადაადგილებისას. სხვა ერთეულებთან მიმართებაში სამართლიანია შემდეგი თანაფარდობები:

ჯოული
სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული.
სიდიდე: ენერგია.
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ): J
ეპონიმი: ჯეიმზ პრესკოტ ჯოული
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ. 1 კგ 2 წმ-2
გაუსის ერთეულებში 107 ერგი

1 ჯოული ასევე შეესაბამება შემდეგ ენერგიას/მუშაობას:

  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 კულონი მუხტის 1 ვოლტი პოტენციალთა სხვაობაში გადასაადგილებლად. ანუ განხომილებით 1 ჯოული=1 კულონი X 1 ვოლტი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვოლტის განმარტებისთვის;
  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1 ვატი სიმძლავრის შესაქმნელად 1 წამში. ანუ 1 ჯოული=1 ვატი X 1 წამი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვატის განმარტებისთვის.

კავშირი ნიუტონ-მეტრთან

მიუხედავად იმისა, რომ განზომილების თვალსაზრისით კორექტულია ჯოულის გამოსახვა, როგორც ნიუტონი·მეტრზე, ასეთი მიდგომა სასურველი არ არის[1], რადგან შეიძლება გამოიწვიოს აღრევა ძალის მომენტთან. ენერგია და ძალის მომენტი ფუნდამენტურად განსხვავებული ფიზიკური სიდიდეებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად ერთნაირი განზომილება აქვთ. მაგალითად, თუ 1 ნ·მ ძალის მომენტს მივუმატებთ 1 ნ·მ ენერგიას, მივიღებთ (განზომილების მიხედვით) კორექტულ შედეგს, 2 ნ·მ, თუმცა ნათელია, რომ მიღებულ სიდიდესს არანაირი ფიზიკური აზრი არ აქვს.

ტიპური მნიშვნელობები

ერთი ჯოული დაახლოებით ტოლია:

  • ენერგიისა, რომელიც საჭიროა 1 პატარა ვაშლის 1 მეტრ სიმაღლეზე ასაწევად.
  • ენერგიისა, რომელიც გამოიყიფა, როდესაც იგივე ვაშლი ეცემა 1 მეტრი სიმაღლიდან.
  • ენერგიისა, რომელსაც ადამიანი სითბოს სახით გამოყოფს ყოველი წამის მეასედში.
  • იმ ენერგიის მეასედისა, რომელსაც ადამიანი იღებს ერთი წვეთი ლუდის დალევით.
  • 23 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის კინეტიკური ენერგიისა.

გადაყვანა სხვა ერთეულებში

1 ჯოული არის:

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი