ჰათრა

ჰათრა (არაბ. الحضر‎) — უძველესი ქალაქი ერაყში. ამჟამად ცნობილია როგორც ალ-ჰადრი. ქალაქი ბაღდადიდან 290 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

ჰათრა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაერაყის დროშა ერაყი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიii, iii, iv, vi
სია[1]
რეგიონი**აზია-ოკეანეთი
კოორდინატები35°35′17″ ჩ. გ. 42°43′06″ ა. გ. / 35.58806° ჩ. გ. 42.71833° ა. გ. / 35.58806; 42.71833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1985  (მე-9 სესია)
ნომერი277
საფრთხის ქვეშ2015-
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 277
ინგლ.რუს.ფრ.

ჰათრა დაახლოებით ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს უძველესმა არაბულმა ტომებმა. წარმოადგენდა პართიის იმპერიის რელიგიურ და სავაჭრო ცენტრს, განვითარების ზენიტს ძვ. წ. II-I საუკუნეებში მიაღწია. მოგვიანებით გახდა სავარაუდოდ პირველი არაბული სამეფოს დედაქალაქი, რომელიც წარმოდგენილი იყო ქალაქების ჯაჭვით — ჰათრათი და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქებით: პალმირა, ბაალბექი, პეტრა. რეგიონი ჰათრადან კონტროლდებოდა და მას არაბას სამეფო ეწოდებოდა, რომელიც პართიის იმპერიის დასავლეთში მდებარეობდა და ნახევრად ავტონომიით სარგებლობდა.

მოგვიანებით, ჰათრა საკმაოდ დაცული ქალაქი გახდა, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა რომის იმპერიის შემოსევებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე პართიულ ომში.

1985 წელს, იუნესკომ ჰათრა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთს სიაში შეიყვანა.

2015 წლის მარტში „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტმა მებრძოლებმა ჰათრის ნანგრევებს განადგურება დაიწყეს.[1].

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი